workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:00

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
2 - 0
ბილბაო ლოგო

ბილბაო

arrow_forward მატჩ-ცენტრი
რაფინია 37'sports_soccer ფერმინი 82'sports_soccer
ბარსელონა და დორტმუნდი სიტყვიერად შეთანხმდნენ

ბარსელონა და დორტმუნდი სიტყვიერად შეთანხმდნენ

24 წლის კარიმ ადეიემის “ბარსელონაში” ტრანსფერი უკვე ძალიან ახლოსაა. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიურმა კლუბმა გერმანელი თავდამსხმელის გადმოსვლასთან დაკავშირებით დორტმუნდის “ბორუსიასთან” სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია, თუმცა დოკუმენტაციისა და კონტრაქტების მოწესრიგების მოლოდინში, გარიგება ოფიციალურად ჯერ დახურული არ არის.

ფინანსური დეტალები და ბონუსები

ცნობილი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ირწმუნებოდა, რომ “ბარსელონას” ტრანსფერი 22 მილიონ ევროდ (რასაც ბონუსების სახით 7 მილიონი დაემატებოდა) უკვე სრულად დახურული ჰქონდა. თუმცა, კატალონიური კლუბის წყაროები ესპანურ გამოცემასთან ადასტურებენ, რომ ტრანსფერის საბოლოოდ დასადასტურებლად გარკვეული ბიუროკრატიული საკითხები კიდევ მოსაგვარებელია.

ადეიემის ერთადერთი სურვილი “ბარსელონაში” თამაში იყო. “ლურჯ-ბროწეულისფრებმა” საწყისი 20-მილიონიანი შეთავაზება გაზარდეს და გერმანულ კლუბს ფიქსირებული 22 მილიონი ევრო და 7 მილიონი ბონუსების სახით შესთავაზეს. აღნიშნული ბონუსები იმ შემთხვევაში გააქტიურდება, თუ “ბარსელონა” ტიტულებს მოიგებს და ასევე, დამოკიდებული იქნება გუნდში თავად ფეხბურთელის ჩართულობასა და სათამაშო დროზე.

კონტრაქტი და სამომავლო გეგმები

ტრანსფერზე მოლაპარაკებები სწრაფად წარიმართა, რადგან ფეხბურთელს “ბორუსიასთან” კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურდა. თავის მხრივ, გერმანულმა კლუბმა არსებული სიტუაცია გააანალიზა და მოთამაშის გაყიდვაზე დათანხმება ამჯობინა, რათა ის სამომავლოდ უფასოდ არ დაეკარგა.

ოფიციალური დასტურის შემდეგ, კარიმ ადეიემი “ბარსელონასთან” 5-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს და შეეცდება ის პოტენციალი სრულად გამოავლინოს, რომელსაც პროფესიონალური კარიერის დასაწყისში ამჟღავნებდა. მოსალოდნელია, რომ ფეხბურთელი ბარსელონაში მომდევნო კვირაში ჩავა, კონტრაქტს ხელს მოაწერს და ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით გუნდს წინასასეზონო სამზადისზე შეუერთდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (42)

  • jack slater
    jack slaterstar ლეგენდა
    schedule 11 ივლ 2026, 13:35
    #38

    თეთრი დარჩა ვინმე გუნდში?!🤢🤢🤢🤮🤮🤮🤮🤮🤮🤮

    • La Pulga10
      La Pulga10shield ვეტერანი
      schedule 11 ივლ 2026, 15:31
      #39

      რეალში გეშლება მგონი ბარსელონა😂

    • Albicelecte
      Albicelecteshield ვეტერანი
      schedule 11 ივლ 2026, 18:11
      #40

      ჟოან გარსია, შენსი, კოჩენი, ერინ გარსია, ესპრატი, კრისტენსენი, კუბარსი, კორტესი, მარტინი, კანსელო, დე იონგი, გავი, ბერნალი, კასადო, პედრი, ოლმო, ფერმინი, ფორტი, გორდონი, ფერანი(ჯერჯერობით), არაუხო(სანახევროდ), კუნდე(სანახევროდ), რაფინია(სანახევროდ), ლამინე(სანახვეროდ) ადეიემი(სანახევროდ)

  • La Pulga10
    La Pulga10shield ვეტერანი
    schedule 11 ივლ 2026, 09:43
    #35

    რაკეტა წინა ხაზი გვეყოლენა. გორდონმა ყველაზე დიდი სიჩქარე განავითარა ამ მსოფლიოზე. ადეიემი ისეინ ბოლტია, მაგას დამატებული იამალი და რაფინია. ძაან კაი წინა ხაზი გვეუოლება. ფორვარდი გვინდა მკვლელი. მცველიც მოსაყვანია აიცილებლად. ოლმო რამაგარ ფორმაშია ბიჭო, იმედია ჯანმრთელი დარჩება. უკლასნესია ტიპი და აქ ვიღაცეები გუნდიდან უშვებდნენ.

  • Albicelecte
    Albicelecteshield ვეტერანი
    schedule 11 ივლ 2026, 03:54
    #32

    ბელგია არის ძალიან ძლიერი და გამოცდილი ნაკრები, ფორმაში თანდათან შევიდა და მაინც დამაჯერებლად გამოაგდო ფურიამ,
    ტიბო, კდბ,ლუკაკუ, შარლე, ტროსარი, კასტანი, სალმაკერსი… ჰყავდა სერიოზული მოთამაშეები, პლუს ახალგაზრდები, ჩაგდებული 2 მატჩის მერე ამოქაჩეს; ბელგია-პორტუგალია, 2 სერიოზული ევროპული ნაკრები გააგდეს, პლუს ავსტრია,
    ბელგია-პორტუგალიის მსგავსი კლასის ნაკრებებს ფრანგები ამ მუნდიალზე არ შეხვედრიან, ნორვებია-ბ არ ითვლება

  • Motamashe
    Motamasheeco ახალბედა
    schedule 11 ივლ 2026, 02:23
    #30

    ძალიან კარგი პირობებით მოიყვანეს თუ სიმართლეა. რომც არ გაამართლოს 30 მილიონად ინგლისში გაიყიდება ბოლო ბოლო. თფუ თფუ თფუ ლენჩმა სწორი გარიგება დადო, ალილუია✌️

  • Frenkie de Jong_
    Frenkie de Jong_shield ვეტერანი
    schedule 11 ივლ 2026, 01:43
    #25

    ზუსტად 2010 ისტორია მეორდება

    ფინიშერი არ გვყავდა არც მაშინ,

    მაშინაც H ჯგუფში იყო ესპანეთი, თამაში სამხრეთ აფრიკა – მექსიკა იყო
    პლეიოფში პორტუგალიას მოვუგეთ 1 გოლით და მაშინაც ნახევარფინალში პრაიმ გერანიას შევხვდით, სასწაული იყო გერმანია იმ წელს დაჟე მარადონას არგენტინას 4-0 უგოო, და პუის კუთხურით მივუგეთ
    ეხაცცც კუბარსისს თავს ვწურავვვვვვვ ნახ ფინალში…

    • Robert lewandovski
      Robert lewandovskilocal_fire_department კულე
      schedule 11 ივლ 2026, 01:55
      #26

      ძმა, მარადონას არგენტინაო ისე დაწერე, გეგონება ყველას და ყველაფერს ბრდღვნიდა ის არგენტინა 😁

      • Frenkie de Jong_
        Frenkie de Jong_shield ვეტერანი
        schedule 11 ივლ 2026, 02:07
        #27

        გერმანიამდე ძან მარგად თამაშობდა, არ გახსოვს? ჯგუფში ბლლმად გოლები აგდო, მერე მექსიკას საკაიფოდ მოუგო და მერე ეგრევე გერმანია დაეტაკა და იმან ქვა ქვაზე არ დატოვა. დაჟე მაგ გერმანიამ ინგლისიც ამოტენა საკაიფოდ

        • Robert lewandovski
          Robert lewandovskilocal_fire_department კულე
          schedule 11 ივლ 2026, 02:13
          #29

          ნუ, გერმანიასთან ძაან კი გაფარჩაკდნენ, თან ლეოს უგულობა მახსენდება მაგ მსოფლიოზე, ასე რო მაგ ფორმაციის ნაკრებს არაფრად ვთვლი რეალურად რა. არადა ამ დროს რესურსი კი იყო, მარა ნარკომანი მარადონას მაგიერ ვინმე სხვა მწვრთნელი სჭირდებოდათ. მე კი მესის მიუხედავად მაგ მსოფლიოზე ესპანეთისკენ ვიყავი, ნუ მართლა საოცარი ნაკრები იყო, ჩავი-ინიესტა, წინ ვილა, უკან ჩვენი დაცვიდ ბურჯი პუიოლი, ფინალში დონ ანდრესის გატანილი გოლებიც ერთი კაიფი იყო ჩემთვის.

          • Frenkie de Jong_
            Frenkie de Jong_shield ვეტერანი
            schedule 11 ივლ 2026, 08:55
            #33

            მე სუ ესპანეთის ფანი ვიყავი.
            მესისმსკფლიო მინდოდა სუ
            ეხაც არგენტინა – ესპამეთი მინდა ფინალი რო მშვიდად ვუყურო

      • nika 54
        nika 54star ლეგენდა
        schedule 11 ივლ 2026, 10:26
        #36

        მითუმეტეს ფეხბურთელად კი არა მწვრთნელი იყო, და არავინ იცის კარგი ფეხბურთელი როგორი მწვრთნელი დადგება.

    • Damien12
      Damien12flag გულშემატკივარი
      schedule 11 ივლ 2026, 09:07
      #34

      მეგობარო შენ სხვა ჩემპიონატს ხომ არ გიყურებია პარალელურ სამყაროში ?
      რა ფინიშერი არ ჰყავა 2010 ესპანეთს ? ვილია ვინ იყო ? ვილიაზე მაგარი ფორვარდი ფეხბურთის ისტორიაში ბევრი არაა და ის, რომ ვილია გამოკვეთილი ცენტრფორვარდი არ იყო, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ესპანეთს ფინიშერი არ ჰყავდა. კაცი მსოფლიო ჩემპიონატის თანაბომბარდირი გახდა და ესპანეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

  • Rivaldo80
    Rivaldo80shield ვეტერანი
    schedule 11 ივლ 2026, 01:14
    #19

    მთელი ჩემპიონატი გაუშვეს ერთი გოლი და ვერა კაი გუნდიო 😂 რას აღარ წაიკითხავ აქ ბიჭო😂😂 რაც შეუძლიათ იმას თამაშობენ აწვებიან საკმაოდ პრაგმატულ ფეხბურთს მაგრამ კარში დარტყმები დაითვალეთ აბა კურტუას მინიმუმ სამი კარგი სეივი დაუმატეთ✌🏻პედრი ვერა ფორმაში და რა მერე 22 წლის პირველად ვერა ფორმაში და ვსიო ჩამოწერეს 😂 ვიტინიაზე ვენებს იხსნიდა სასტავი და ნევეშებზე რამე ქნეს საერთოდ თავის ბრუნოთი?😂

    • Robert lewandovski
      Robert lewandovskilocal_fire_department კულე
      schedule 11 ივლ 2026, 01:16
      #21

      არა, გეთანხმები თითქმის ყველაფერში, მარა ეს ესპანეთი რო არაა ის რაც ორი წლის წინ იყო ეგ მგონი არაა სადავო, იქ ნიკო ფორმაში იყო და დაფრინავდნენ ერთად ეგ და ლამინი, ეს ოიარსაბალი ცალკე კატასტროფაა, სულ მერინო ვერ უშველით, იმედია გავა ფინალში, მარა საფრანგეთი ოდნავ ფავორიტი მგონია მე.

      • Rivaldo80
        Rivaldo80shield ვეტერანი
        schedule 11 ივლ 2026, 01:18
        #22

        იმიტომ რომ არა ფორმაში იამალი ვილიამსი ახლა გამოვიდა პედდიც ვერა ფორმაში და ეს აისახება სამაგიეროდ გოლს არ უშვებენ.

        • Robert lewandovski
          Robert lewandovskilocal_fire_department კულე
          schedule 11 ივლ 2026, 01:23
          #24

          არგენტინის მსოფლიო მინდა მე, ბარემ მეორე მსოფლიო წამოიღოს ლეომ. ამ ესპანეთ კი ყველაფერი წინ აქვს, ახლა თუ არა, მომდევნო მსოფლიოზე ეყოლებათ საჩემპიონო გუნდი.

    • nika 54
      nika 54star ლეგენდა
      schedule 11 ივლ 2026, 10:29
      #37

      პედრის მცირე დისკომფორტი ქონდა წინა თამაშში და მწვრთნელმა გადაწყვიტა, სათადარიგოდან დაეწყო თამაში, იქ კი გამოჩნდებოდა როგორ წავიდოდა თამაში და საჭიროების შემთხვევაში შემოიყვანდა. ასეც მოხდა.

  • Robert lewandovski
    Robert lewandovskilocal_fire_department კულე
    schedule 11 ივლ 2026, 01:07
    #17

    ეს ესპანეთი ნამდვილად არაა რაც ორი წლის წინ იყო, თუმცა დღეს მაინც კლასით მოიგოს, რაცარუნდა იძახონ მიზეზები, ბელგიაზე ძლიერი ნაღდად არის. აი საფრანგეთთან გაჭირდება საქმე ნამდვილად, ძაან უნდა მოინდომონ რო ფინალში გავიდნენ.

  • Rivaldo80
    Rivaldo80shield ვეტერანი
    schedule 11 ივლ 2026, 01:06
    #16

    იიი ალაფელი მცველი არა კუბარსი ვანდევენები და მაგენი ჯობიაა 😂😂😂

  • Tiki-Taka
    Tiki-Takaeco ახალბედა
    schedule 11 ივლ 2026, 00:56
    #15

    პედრი შემოვიდა და აჯვამს თამაშში. ბელინგემს ჯობიაო რომ იძახით ბელინგემი ნაკრების მთავარი მამოძრავებელი ძალაა კეინის მერე, ამაზე მეტს კიდე მერინო აკეთებს 5 წუთში.

    • ALBATROSS
      ALBATROSSeco ახალბედა
      schedule 11 ივლ 2026, 01:10
      #18

      მაგ ინგლის გაუდო ევროზე ფინალში… წელს ვერაა ხოდზე აშკარაა და რა უნდა დააკნინო?? მესისაც ჰქონი ჩავარდნები და რა რონალდუ ჯობია?? რაშედარებაა ეხლა ეგ კაცი ფორმაში არაა ტრამვიანობს და ყვერი ბელინგემი აჯობებს იასნია გოლზე დაგეშილია და შეტევებზე ფერმინივით

      • Robert lewandovski
        Robert lewandovskilocal_fire_department კულე
        schedule 11 ივლ 2026, 01:15
        #20

        სადაც დაიჭირა ყველგან ი.არა არადა პედრიმ ბელინგემი, ერთი იყო ჩავის დროს რო გაუვარდა გოლები თორე იმ მატჩშიც ჯობდა, და შარშან პირველ მატჩში ბერნაბეუზე, მანდ იყო პედრი თუ არა ზუსტად არც მახსოვს, დანარჩენი ყველგან პედრიმ არ გაახარა და რავიცი რეები იწერება არ ვიცი კაროჩე.

      • Rivaldo80
        Rivaldo80shield ვეტერანი
        schedule 11 ივლ 2026, 01:19
        #23

        საერთოდ რაშუაშია პედრისთან ბელინგემი ერთი დირიჟორია მეორე შემტევი 😂😂😂

  • lesane C
    lesane Cshield ვეტერანი
    schedule 11 ივლ 2026, 00:56
    #14

    მაგარი ჩაკლეებულია ეს პედრი ხანდახან და იმედია ბარსაშიც არ გადმოყვება

    • Frenkie de Jong_
      Frenkie de Jong_shield ვეტერანი
      schedule 11 ივლ 2026, 02:08
      #28

      მგონი უ და დავკოდოთ პედრი და იამალი
      რაც იმ გოგოსთანაა სუ გამოშტერდა… 😂😂😂

      • joy
        joyeco ახალბედა
        schedule 11 ივლ 2026, 23:06
        #41

        კარგი აზრია ძამი მაგრამ ერთი მაფიქრებს_ დაკოდვის მერე ზედმეტად არ გასუქდნენ))))))))))))

  • Bakero
    Bakerostar ლეგენდა
    schedule 11 ივლ 2026, 00:55
    #13

    ლაპორტი ბრავოო ეს როგორ არ უნდა მოიყვანო ბიჭო სულ 8 ! მილიონი უწერია ტრანსფერზე და თანაც ბასკია ინიგოსავით

    • ☠️•Spooky•☠️
      ☠️•Spooky•☠️flag გულშემატკივარი
      schedule 11 ივლ 2026, 03:38
      #31

      9-ზე მეტად კაი ცენტრ მცველი მინდა და იმენა ლაპორტი.ეგ მოიყვანონ და ოდნავ დაცვა დაწიოს. იმენა შევჭამთ ყველას

  • LEVANII
    LEVANIIflag გულშემატკივარი
    schedule 11 ივლ 2026, 00:49
    #11

    Ესპანეთს ასეთი უფანტაზიო თამაშით შანსი არ აქვს საფრანგეთთან

    • Frenkie de Jong_
      Frenkie de Jong_shield ვეტერანი
      schedule 11 ივლ 2026, 00:53
      #12

      პირიიქით, ბურთს არ დაანახებს საფრანგეთს 😂

  • Kakkia
    Kakkiaeco ახალბედა
    schedule 11 ივლ 2026, 00:32
    #10

    ლაპორტი მაინც მოიყვანეთ!

  • PUIOL5
    PUIOL5flag გულშემატკივარი
    schedule 11 ივლ 2026, 00:26
    #9

    ოლმო ძაან მაგარია, ამ კაცს ფერმინი როგორ უნდა ამჯობინო?

  • Cule cule
    Cule culeeco ახალბედა
    schedule 10 ივლ 2026, 23:47
    #8

    ოლმო რაც ნაკრებშია იმის 70% რომ იყოს კლუბში რა გვიჭირს😂😂😂

  • Frenkie de Jong_
    Frenkie de Jong_shield ვეტერანი
    schedule 10 ივლ 2026, 23:13
    #5

    კუბარსი რა პასებს არიგებს…

    • Bakero
      Bakerostar ლეგენდა
      schedule 10 ივლ 2026, 23:22
      #6

      თავდაჯერებულად გამოიყურება ინიგოს წასვლის შემდეგ პირველად ! ემერიკ ლაპორტის გვერდზე

      • Bakero
        Bakerostar ლეგენდა
        schedule 10 ივლ 2026, 23:43
        #7

        ჰოო შეცდა გოლის მომენტში

  • M10 S9 D11
    M10 S9 D11star ლეგენდა
    schedule 10 ივლ 2026, 22:47
    #2

    ძალიან სწრაფი შეტევა გვეყოლება პრესინგზე განსაკუთრებით ბრავო

    ეხლა მთავარია ხულიან ალვარესის ტრანფერიც დავხუროთ (ნუ სხვას არ განიხილავენ თორე პირადად მე ოსიმენი უფრო მინდა მოიყვანონ) და მცველების ტრანსფერებზე გადაერთონ ერთი ფლანგის და ერთი ცენტრალური მცველი უეჭველი გვჭირდება თუ არჩევანი მიდგება ცენტრალური მცველი უნდა მოიყვანონ ულაპარაკოდ მე პირადად გუსტოს და ლისანდრო მარტინესს მოვიყვანდი

    • Robert lewandovski
      Robert lewandovskilocal_fire_department კულე
      schedule 10 ივლ 2026, 22:49
      #3

      ლისანდრო დონეა კი, მარა სეზონის უმეტეს ნაწილს ლაზარეთში ატარებს და ეგეთი ხო ისედაც გვყავს კრისტენსენის სახით. ვან დე ვენი გამისწორდებოდა მე ლიჩნად.

      • M10 S9 D11
        M10 S9 D11star ლეგენდა
        schedule 10 ივლ 2026, 23:00
        #4

        ინიგო გახდა თავისუფალი აგენტი და დააბრუნონ ეგეც ვან დევენი მეც მომწონს მარა თუ მოყვანაა ლისანდრო მირჩევნია იქნებ გერმანულმა ფიზ მომზადებამ უშველოს

  • Robert lewandovski
    Robert lewandovskilocal_fire_department კულე
    schedule 10 ივლ 2026, 22:25
    #1

    ცენტრალური მცველი და ფორვარდი თუ არ ვიყიდეთ, ადეიმი და გორდონი ვერაფერს გვიშველიან, დაიმახსოვრეთ. კი ბატონო სეზონი გრძელია და როტაციაში რაც მეტი არჩევანი იქნება, მით უკეთესი, თუმცა ლევის შემცვლელი და ერთი მაღალი დონიც მცველი თუ არ ვიყიდეთ, შეიძლება ლა ლიგაც ვერ მოვიგოთ.