ბარსელონაში ხულიან ალვარესის ტრანსფერზე აზრთა სხვადასხვაობაა

ბარსელონაში ხულიან ალვარესის ტრანსფერზე აზრთა სხვადასხვაობაა

“ბარსელონაში” ხულიან ალვარესის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით შიდა განხეთქილებაა. რა თქმა უნდა, “ატლეტიკოს” ვარსკვლავის წარმოუდგენელ მონაცემებსა და დონეზე არავინ დავობს, მაგრამ მის გადმოსვლას ყველა არ ემხრობა. მთავარი მიზეზი ის მაღალი ფასია, რომელიც შესაძლოა 150 მილიონ ევროსაც კი აჭარბებდეს, რაც მას ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერად აქცევს.

ბევრი მიიჩნევს, რომ ეს ფასი არ მართლდება იმ თამაშით, რაც მან გასულ სეზონსა და მსოფლიო ჩემპიონატზე აჩვენა, სადაც დაბალი შედეგიანობის გამო საკმაო კრიტიკა დაიმსახურა.

დეკუსა და ფლიკის პოზიცია

პირველი, ვინც მიიჩნევს, რომ ფასისა და ხარისხის თანაფარდობით ბაზარზე უფრო საინტერესო ალტერნატივები არსებობს, დეკუა. სპორტული დირექტორი სხვა ვარიანტების ძიების მომხრეა. იგივე პოზიცია აქვს ჰანსი ფლიკსაც, რომელიც ამბობს, რომ ჯობს “ობობას” გამო სიგიჟეები არ ჩაიდინონ.

გამოცემა Sport-ის თანახმად, ორივე მათგანი “მანჩესტერ სიტისა” და “რივერ პლეიტის” ყოფილი ფეხბურთელის დამატების წინააღმდეგია, თუმცა ის ჟოან ლაპორტას ნამდვილი აკვიატებაა. პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ არგენტინელი რობერტ ლევანდოვსკის იდეალური მემკვიდრე და საუკეთესო “ცხრიანია”, რომელიც გუნდის შეტევით პრობლემებს მოაგვარებს.

წინააღმდეგობა გასახდელში

“სპოტიფაი კამპ ნოუს” გასახდელში ოთხი ფეხბურთელია, რომლებიც ამ ტრანსფერს ეწინააღმდეგებიან:

  • ფერან ტორესი: მას მიაჩნია, რომ ნდობას იმსახურებს და ეჭვი არ ეპარება, რომ “ბარსელონას” მთავარი შემტევის პასუხისმგებლობის ასაღებად მზადაა. მან იცის, რომ თუ ხულიანი მოვა, წასვლა მოუწევს და სწორედ ამიტომ არ გაუხანგრძლივებია კონტრაქტი.
  • პედრი და გავი: ორივე მათგანს “ზვიგენთან” (ფერანთან) ფანტასტიკური ურთიერთობა აქვს და არ სურთ, რომ მან გუნდი დატოვოს, ამიტომ არგენტინელის გადმოსვლას ეწინააღმდეგებიან.
  • რაფინია: ბრაზილიელი ტრანსფერის ასევე წინააღმდეგია. გუნდმა უკვე დაიმატა კარიმ ადეიემი და ენტონი გორდონი, ამიტომ ის ვერ ხედავს უზარმაზარი თანხის იმ ფეხბურთელში ინვესტირების საჭიროებას, რომელსაც განსაკუთრებული სტატისტიკური მაჩვენებლები არ აქვს.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (1)

დატოვე კომენტარი

  • Lasha Mamuladze
    Lasha Mamuladze გულშემატკივარი
    22 ივლ 2026, 10:58

    პლუს მეც ვეთანხმები მიუხრდავად ჩემი სიმპათიისა ალვარესისადმი, ჯობია სხვა უფრო საჯარიმოს ტიპის ცხრიანზე ვიფიქროთ 150 ლიმონი თუ უნდა დაიხარჯოს მაგ თანხაში 3 გაჭირვებით, თუმცა ორი კარგი ტრანსფერის განხორციეკება შეიძლება ასე, რომ დაიტოვოს ატლეტიკომ…