“ფინალისიმა” არ გაუქმებულა, “ფინალისიმა” უბრალოდ გადაიდო. ლიონელ მესისა და ლამინ იამალის დაპირისპირებას მაინც ვიხილავთ და ვიხილავთ უმაღლეს სცენაზე.
ინგლისისა და არგენტინის ნახევარფინალი მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს ჰგავდა – დრამა და ლიონელ მესი. ყველა დროის უდიდესმა იმ დროს, როდესაც ამის აუცილებლობა დადგა, ორი საგოლე გადაცემა გააკეთა და გუნდი ზედიზედ მეორედ, სულ კი მესამედ გაიყვანა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში.
ინგლისელი “ბარსელონელიც” არ დავივიწყოთ. არგენტინა რთულ მდგომარეობაში იმის გამო ჩავარდა, რომ “ბლაუგრანას” ახალწვეული ენტონი გორდონი 55-ე წუთზე სწორ ადგილას აღმოჩნდა და მუნდიალზე თავისი ანგარიშიც გახსნა. თუმცა გორდონი გორდონია, მესი კი მესი.
კვირას, 19 ივლისს, 23:00 საათზე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინისა და ესპანეთის დაპირისპირებას ვიხილავთ. ერთ მხარეს “ბარსელონას” 8 ფეხბურთელია, მეორე მხარეს კი – მესი. ოთხ დღეში ან 8 “ბარსელონელი” იზეიმებს ჩემპიონობას, ან მთელი “ბარსელონა”.
ეჰ
ეს ის მომენტია როცა ორივე გუნდის მოგება გამიხარდება არგენტინას მესის გამო ხოლო ესპანეთს კი ცხოვრების ნახევარზე მეტია ვბალეშიკობ ასე რომ გულის სიღრმეში ესპანეთმა მინდა მოიგოს მარა რათქმაუნდა დაშვებას გავაკეთებ რომ მესი სანაკრებო კარიერას ორი მსოფკიო ტიტულით დაემშვიდობება და ეს ძალიან კარგათ ჟღერს ასე რომ დავტკბეთ ფინალით..🏆🏆🏆🏆⚽⚽⚽⚽
პირველად ისტორიაში, რეალის და რონალდუს ფანები ბარსელონას უქომაგებენ. ეს არის მესის კიდევ ერთი ტიტული
ადინ მაგარი სიტყვებია ყოჩაღ, ოთხ დღეში ან 8 “ბარსელონელი” იზეიმებს ჩემპიონობას, ან მთელი “ბარსელონა” მე არგენტინის მხარეს ვარ ვამოოოოოოს არგენტინააააა ვამოოოოს ლეოოოოო <3
ამ ტურნირის არსებობის ისტორიაში არავინაა 2 ჯერ საუკეთესიდ დასახელებული მესის გარდა და ტიპმა მესამე დადო 39 წლის ასაკში.ხვდება მაიმც ხალხი 3 ჯერ მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდე მესი არის ფეხბურთი
მე ბარსას ფორმით ვუყურებ და ვინც უნდა მოიგოს, ესპანეთი მირჩევნია ბარსას და ხვიჩას პონტში (მესის და იამალის თითო გოლიც გამისწორდება )
““ფინალისიმა” არ გაუქმებულა, “ფინალისიმა” უბრალოდ გადაიდო. ლიონელ მესისა და ლამინ იამალის დაპირისპირებას მაინც ვიხილავთ და ვიხილავთ უმაღლეს სცენაზე”
ეგ ჩვენთვის არ გაუქმებულა, თორემ მესისთვის და იამალისთვისაც ერთი დაკარგული ტიტულია.