ბარსელონამ დე იონგის ტრავმა ოფიციალურად დაადასტურა

ბარსელონამ დე იონგის ტრავმა ოფიციალურად დაადასტურა

მოკლედ
ნაკრებში მიღებული ტრავმა სერიოზული გამოდგა და ნიდერლანდელი, სავარაუდოდ, მინიმუმ 4 თვეს გამოტოვებს.

კატალონიურმა კლუბმა ოფიციალური განცხადებით დაადასტურა, რომ 29 წლის ნახევარმცველს, ფრენკი დე იონგს მარჯვენა მუხლის შიდა გვერდითი იოგი აქვს გაგლეჯილი. უახლოეს კვირებში ფეხბურთელი კონსერვატიულ მკურნალობას ჩაიტარებს და დაელოდება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ამ ეტაპზე ის ოპერაციის გაკეთებას არ გეგმავს.

უცნობი ვადები და მსოფლიო ჩემპიონატის კვალი

“ბარსელონას” დე იონგის გამოჯანმრთელების ზუსტი დრო არ დაუსახელებია. ის კლუბის სამედიცინო შტაბის მეთვალყურეობისა და მკურნალობის ქვეშ დარჩება. მიუხედავად იმისა, რომ დაბრუნების ვადები უცნობია, ნიდერლანდელის ტრავმა გუნდისთვის სეზონის დაწყების წინ სერიოზული პრობლემაა. თუ მას ოპერაციის გაკეთება მაინც მოუწევს, მსგავსი ტიპის დაზიანებების შემთხვევაში, სტანდარტულად, ფეხბურთელებს მოედანს მიღმა მინიმუმ 4 თვის გატარება უწევთ.

შეგახსენებთ, რომ დე იონგი მსოფლიო ჩემპიონატზე მუხლის ტკივილით თამაშობდა და საბოლოოდ ტრავმაც მიიღო. ნიდერლანდებში ირწმუნებოდნენ, რომ ეს სერიოზული პრობლემა არ იყო, თუმცა რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა. ფეხბურთელი ჟოან გამპერის სახელობის სპორტულ ბაზაზე ჯერ კიდევ გასულ პარასკევს მივიდა, სადაც სამედიცინო შემოწმებამ მარჯვენა მუხლის დაზიანების სირთულე დაადასტურა. ნახევარმცველი კლუბის ობიექტზე დღესაც იმყოფებოდა, რათა ტრავმასთან დაკავშირებული სამედიცინო დასკვნის დეტალები შეეთანხმებინა.

ალტერნატივების ძიება

დე იონგის ტრავმის ფონზე, “ბარსელონას” მთავარ მწვრთნელს, ჰანსი ფლიკს თავის სქემაში ნიდერლანდელის ალტერნატივების მოძებნა მოუწევს. გუნდში რამდენიმე ისეთი ნახევარმცველია, რომლებსაც 21 ნომრის არყოფნაში წინ ნაბიჯის გადადგმა და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება მართებთ. წინასასეზონო მოსამზადებელი ეტაპის მომავალი ამხანაგური მატჩები ფლიკს საშუალებას მისცემს, რომ გარკვეული ტესტირებები ჩაატაროს და საბოლოოდ ჩამოყალიბდეს, თუ რომელი ახალგაზრდა ფეხბურთელები დაეხმარებიან პირველ გუნდს სეზონის განმავლობაში.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (2)

დატოვე კომენტარი

  • Rivaldo80
    Rivaldo80 ვეტერანი
    23 ივლ 2026, 23:58

    რამდენჯერაც ფორმაში შევიდა იმდენჯერ დაიმტვრა რამხელა პოტენციალი ქონდა და მაინც ბოლომდე ვერ დადო მეცოდება ხანდახან შარშან მანჩეში უნდა გაგვეშვა

  • ALBATROSS
    ALBATROSS ახალბედა
    23 ივლ 2026, 23:46

    სუფთა პიტალურგია რაა ქერა სლე აწი ამას არაფერი ეშველება იოგის გაწყვეტაღა აკლდა და აჰაა