შევადგინოთ ყველა დროის სიმბოლური - საუკეთესო ნახევარმცველი
გილოცავთ ახალ წელს! გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სიხარულსა და წარმატებას. დაესწარით მრავალს, საყვარელ ხალხთან, ოჯახთან, მეგობრებთან და საყვარელ კლუბთან ერთად.
როგორც მოსალოდნელი იყო საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე სერხიო ბუსკეტსი აირჩიეთ. ახლა კი ძალიან მძიმე კონკურენციაში უნდა შევაბიჯოთ. ასარჩევია ნახევარმცველი - 8 ნომერზე მოთამაშე. კონკურენცია დამძიმდა, შემდეგზე კიდევ უფრო დამძიმდება, იმიტომ, რომ მეორე ნახევარმცველი კიდევ უფრო შემტევი უნდა იყოს, სადაც თავს მოიყრიან კლუბის ისტორიაში საუკეთესო ათიანები და მეორე თავდამსხმელები. ესე იგი, შემდეგზე ისეთი კონკურენცია იქნება, დედა შვილს არ აიყვანს ხელში. მათ შორის იქნებიან ბარსას ისტორიაში მე-20 საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელები, და იქნებიან ყველა დროის საუკეთესოებიც. მაგრამ, ეგ შემდეგზე. ახლა ცენტრალური ფიგურაა ასარჩევი.
მაგალითად, ჩავისა და პედრის მეტი შანსი აღარ ექნებათ. მხოლოდ აქ შეგიძლიათ არჩევა. ბაკერო შემდეგზე აღარ განიხილება, რადგან იმ კონკურენციაში შანსი არ ექნება. ინიესტა კი შემდეგზეც იქნება სიაში.
აბა, დავიწყოთ:
ხოსე-მარი ბაკერო (1988 - 96)
🔵 ტიტულები:
✔ 4x ლა ლიგა
✔ 1x კოპა დელ რეი
✔ 4x ესპანეთის სუპერ თასი
✔ 1x ჩემპიონთა ლიგა
✔ 2x თასების თასი
✔ 1x უეფას სუპერ თასი
"ბარსელონაში" ჩაატარა 347 მატჩი.
გაიტანა 94 გოლი.
შეასრულა 13 საგოლე გადაცემა.
ბაკერო კრუიფის ოცნების გუნდის კაპიტანი იყო. კარგი კაპიტანი, მებრძოლი და ამავე დროს გამტანი ფეხბურთელი. კლასიკური რვა ნომერი არ ყოფილა, თუმცა, უნივერსალი იყო და რამდენიმე პოზიციაზე თამაშობდა. სიმაღლის გათვალისწინებით, (1.75) მოულოდნელად ძალიან კარგად თამაშობდა თავით, თითქმის ნებისმიერი მდგომარეობიდან და პოზიციიდან შეეძლო თავით გატანა. შორიდან გატანაც უყვარდა და უდიდესი წილი აქვს '92 წლის ჩემპიონთა ლიგის მოგებაში. პლეიოფში ბოლო წამებზე გადამწყვეტი გოლი შეუგდო კაიზერს. რა თქმა უნდა, თავით.
ჩავი ერნანდესი (1998 -2015)
🔵 ტიტულები:
✔ 8x ლა ლიგა
✔ 3x კოპა დელ რეი
✔ 6x ესპანეთის სუპერ თასი
✔ 4x ჩემპიონთა ლიგა
✔ 2x უეფას სუპერ თასი
✔ 2x ფიფას საკლუბო ჩემპიონატი
✔ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი
"ბარსელონაში" ჩაატარა 767 მატჩი.
გაიტანა 85 გოლი.
შეასრულა 242 საგოლე გადაცემა.
ჩავი ერნანდესი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია. ბარსას ერთ-ერთი სიმბოლო. თავიდანვე ნიჭიერ ფეხბურთელად ითვლებოდა, მაგრამ გვარდიოლას მოსვლის მერე მისი გავლენა ერთი-ორად გაიზარდა. ტიტულების მოგებაც დაიწყო და ინიესტასთან მსოფლიოს საუკეთესო დუეტიც ჩამოაყალიბა. რამდენჯერმე კარგი შეთავაზებაც მიიღო, ხან მისი დაღმასვლის, ხან კი კლუბის კრიზისის გამო, მაგრამ ბოლომდე ერთგული დარჩა და ათმაგადაც დაუფასდა.
ანდრეს ინიესტა (2002 - 2018)
🔵 ტიტულები:
✔ 9x ლა ლიგა
✔ 6x კოპა დელ რეი
✔ 6x ესპანეთის სუპერ თასი
✔ 4x ჩემპიონთა ლიგა
✔ 3x უეფას სუპერ თასი
✔ 3x ფიფას საკლუბო ჩემპიონატი
✔ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი
"ბარსელონაში" ჩაატარა 674 მატჩი.
გაიტანა 57 გოლი.
შეასრულა 136 საგოლე გადაცემა.
ყველაფერი რაც ჩავიზე ითქვა, შეიძლება ითქვას ინიესტაზეც. სტილით კი ძალიან განსხვავდებოდნენ, ინიესტას გაცილებით მეტად უყვარდა დრიბლინგი. უფრო უნივერსალი ფეხბურთელიც იყო, მაგალითად, ხშირად გვინახავს გარემარბად, აი, ჩავის გარემარბად დაყენება არავის თავში აზრად არ მოუვიდოდა. იყო თამაშის წაკითხვისა და ტემპის კონტროლის დიდოსტატი (ისევე როგორც ჩავი) და თამაშობდა ძალიან ლამაზ და ელეგანტურ ფეხბურთს. ბაკეროს მსგავსად, მანაც უმნიშვნელოვანესი გოლი შეაგდო ბოლო წუთებზე და გარდა ამისა, გადამწყვეტი გოლი აქვს შეგდებული მუნდიალის ფინალში.
პედრი (2020 - )
🔵 ტიტულები:
✔ 2x ლა ლიგა
✔ 2x კოპა დელ რეი
✔ 2x ესპანეთის სუპერ თასი
"ბარსელონაში" ჩაატარა 221 მატჩი.
გაიტანა 28 გოლი.
შეასრულა 27 საგოლე გადაცემა.
პედრი ჩავისა და ინიესტას ღირსეული მემკვიდრეა. აქვს მაგია და აქვს განსხვავებული სტილიც, მომენტებში ერთსაც ჰგავს და მეორესაც, მაგრამ, რეალურად არცერთს არ ჰგავს. აქვს თავისებური ტექნიკა, კარგი პასი, აზროვნებს დიდებულად და აქვს კიდევ რაღაც, რასაც ძნელია სახელი მოუფიქრო. მოქმედი ფეხბურთელია, ახალგაზრდა, ესე იგი, ჯერ კიდევ ყველაფერი წინ აქვს.
სახსნელებელი ხალხია:
დეკუ
რაკიტიჩი
შუსტერი
ფაბრეგასი
ალკანტარა
მაგრამ ამ კონკურენციაში მათ შანსი არ ექნებოდათ, ამიტომ, ასე უბრალოდ სიაში ვერავინ მოხვდება. არჩევა კი რთულია. შეგახსენებთ, რომ ინიესტა შემდეგ ჯერზეც იქნება სიაში, მაგრამ იქ უკვე არაადამინური კონკურენცია დაგხვდებათ.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 21 ]