შევადგინოთ ყველა დროის სიმბოლური - საუკეთესო მეკარე

შევადგინოთ ყველა დროის სიმბოლური - საუკეთესო მეკარე

   რადგან ასეთი ინტერესი გამოიწვია მეკარეების თემამ. მოდი, "ბარსელონას" ყველა დროის სიმბოლური გუნდი შევადგინოთ. სხვა გამოცემების მიერ გამოქვეყნებული კი გვინახავს, მაგრამ, აბა, ვინ იცის ჩვენზე მეტი? როგორ განსჯიან ჩვენზე უკეთე?! რა თქმა უნდა, მეკარეებით უნდა დავიწყოთ.

დაწერეთ კომენტარებში სასურველი კანდიდატი. ხმის მიცემა გაგრძელდება 24 საათის განმავლობაში. 

ვიქტორ ვალდესი (2002–2014) ყველაზე ტიტულოვანი მეკარე ბარსელონაში

ტიტულები:
✔️ 6x ლა ლიგა
✔️ 3x ჩემპიონთა ლიგა (2006, 2009, 2011)
✔️ 2x კოპა დელ რეი
✔️ 2x უეფას სუპერ თასი 
✔️ 2x ფიფას საკლუბო ჩემპიონატი 
✔️ 6x ესპანეთის სუპერ თასი 
✔️ მსოფლიო ჩემპიონი (სათადარიგო) 
✔️ ევროპის ჩემპიონი (სათადარიგო) 

სტატისტიკა/რეკორდები:
• ბარსელონას ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩი მეკარის პოზიციაზე - 535 თამაში
• 5 ზამორას ტიტული

ვალდესის უპირატესობა მისი ხასიათი იყო. კონკურენტუნარიანი და თამაშში მაქსიმალურად ჩართული. ჰქონდა ძალიან კარგი რეაქცია და კარგად თამაშობდა ფეხით. პარიზში მოგებული ფინალის ერთ-ერთი გმირი. (ანრის ორჯერ აჯობა ერთი-ერთზე). მთავარი მინუსი შეცდომები იყო, ხშირად მის შეცდომებს მოჰყვებოდა ხოლმე გოლები, თანაც, უმნიშვნელოვანეს შეხვედრებში. 

მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (2014-დღემდე) კაპიტანი

ტიტულები:
✔️ 6x ლა ლიგა     
✔️ 6x კოპა დელ რეი   
✔️ 2x ესპანეთის სუპერ თასი
✔️ 1x ჩემპიონთა ლიგა 
✔️ 1x უეფას სუპერ თასი 
✔️ 1x ფიფას საკლუბო ჩემპიონატი 

სტატისტიკა:
• ვალდესის შემდეგ ყველაზე მეტი მატჩი ბარსელონას შემადგენლობაში - 423
• 2022-23 სეზონში მოიგო ზამორას ტიტული და გახდა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი.

ტერ შტეგენს ვალდესზე გაცილებით დიდი პოტენციალი ჰქონდა, მოლოდინიც დიდი იყო, თუმცა, იმედები ბოლომდე ვერ გაამართლა. იყო სეზონები სადაც საუკეთესოდ წარმოაჩინა თავი, მაგრამ სტაბილურობა აკლდა. ვერც გერმანიის ნომერ პირველ მეკარედ იქცა, არადა, მოსვლის დღიდან იყო მოლოდინი, რომ ნოიერს თუ ვერ აჯობებდა, გაუთანაბრდებოდა მაინც. მცდარი მოლოდინი გამოდგა. 

ანდონი სუბისარეტა (1986–1994) ოცნების გუნდის მეკარე 

ტიტულები:
✔️ 4x ლა ლიგა 
✔️ 2x კოპა დელ რეი
✔️ 2x ესპანეთის სუპერ თასი 
✔️ 1x ჩემპიონთა ლიგა 
✔️ 1x უეფას სუპერ თასი 
✔️ 1x თასების მფლობელთა თასი 

სტატისტიკა:
• 410 მატჩი "ბარსელონას" შემადგენლობაში 
• 1987 წლის სეზონში მოიგო ზამორას ტიტული და ამავე დროს გახდა სეზონის საუკეთესი ფეხბურთელი

სუბისარეტა "დრიმ თიმის" შეუცვლელი ფიგურა იყო. კრუიფისგან დიდი ნდობა ჰქონდა. გამოირჩეოდა სიმშვიდით და თამაშის კარნახით. სიმშვიდეს იშვიათად კარგავდა, მაგრამ თუ კარგავდა მტრისას.

ანტონი რამალეტსი (1946–1962) - ოქროს თაობის ლეგენდა 

ტიტულები:
✔️ 5x ლა ლიგა 
✔️ 5x კოპა დელ რეი 
✔️ 2x ინტერ-სიტის თასი 
✔️ 1x ევა დუარტეს თასი 

სტატისტიკა:
• 5-ჯერ მოიგო ზამორას ტიტული. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ფლობდა ამ რეკორდს, სანამ ვიქტორ ვალდესი არ წამოეწია. მომდევნო წლებში კი ობლაკმა შეძლო დაწევა და გადასწრება.

თავის დროზე პროგრესულ მეკარედ ითვლებოდა, ფეხით თამაშობდა ხშირად, რაც იმ დროს დიდად მოსაწონი არ იყო, მერე კი მიხვდნენ, რომ მეკარესაც შეუძლია ასე თამაშო. ოქროს თაობის ღირსეული წევრი იყო, მაგრამ ლოგიკურ წერტილამდე ვერ მივიდა - წააგეს ჩემპიონთა თასის ფინალი ბერნში. იქ გაშვებულ გოლზე რამალეტსი სიცოცხლის ბოლომდე ამბობდა, რომ გოლი არ ყოფილა, ბურთს კარის ხაზი არ გადაუკვეთავსო. ბარსამ "ბენფიკასთან" 2:3 წააგო. არ ჰქონია ვალდესივით მაგარი ფინალი. 

რიკარდო ზამორა (1919-22) - თავად ტიტული 

ტიტულები:
✔️ 2x ესპანეთის თასი 

სტატისტიკა:
• ზამორას არ სჭირდებოდა ზამორას მოგება, რადგან თავად იყო ზამორა. 

რატომ არ ახსენებენ ხშირად "ბარსელონასთან" მიმართებით? იმიტომ, რომ მისი სახელი უფრო "მადრიდს" უკავშრდება. ბარსადან "რეალში" გადავიდა. გენერალთან ყოველთვის მეგობრბდა. სამოქალაქო ომის დროს ბარსელონელებს დატყვევებულიც ჰყავდათ და მის გამოსახსნელად საერთაშორისო ორგანიზაციებიც ჩაერთნენ. მისი საუკეთესო მატჩი ესპანეთის თასის ფინალში შედგა - "მადრიდმა" ბარსა დაამარცხა, ზამორა კი საუკეთესო იყო. ამ მატჩიდან მალევე, ომიც დაიწყო.

📍 სახსენებელი ხალხი: 

ბრავო (2014-16) 

სადურნი (1961-75)

ხოსე-მანუელ პესუდო (1961-66) 

მიგელ რეინა (1966-1973)

ხავიერ ურუტიკოეჩეა (1981-1988)

📊 შეჯამება:

მეკარე წლები ტიტულები რეკორდები
ვალდესი 2000-იანი წლები 21 ყველაზე მეტი მატჩი და 5 ზამორა
ტერ შტეგენი  2014-დან დღემდე 17 მეორე ადგილი მატჩებში
სუბისარეტა  1980/1990-ანი წლები 11 წლის საუკეთესო ფეხბურთელი 
რამალეტსი  1950/60-იანი წლები 13 5 ზამორა, პირველი რეკორდსმენი
ზამორა  20-იანი წლები  2 თავად ტიტული 



ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 27 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #27 დღეს, 03:56
    0
    ვალდესი ფინალში არსენალტან "იმ" მატჩისთვის იმსახურებს დიდ პატივისცემას, ეგ ქოცი ეგ smile smiley
    0:1-ზე ზურგმოშიშვლებული რომ უტევდა მაშინ იკბინებოდნენ მწარედ მეთოფეები;
    ჟოან გარსიას აქვს შანსი, რომ გახდეს ყველა დროის საუკეთესო...
    მეკარე, მარცხენა ფლამგის მცველი და პუიოლის მეწყვილეს სუსტი რგოლი ამ გამოკითხვაში
    საყრდენი, შუა ხაზი და შეტევა იცოცხლე....
    წევრი [?]
    #26 გუშინ, 22:33
    0
    ციტატა: riva
    აშკარად არ გახსოვთ ვალდესის თამაშები. გასაგებიაბრომ ტოპად არ ითვლებოდა არასდროს მაგრამ ბარსას სტილისთვის იყო საუკეთესო. დღემდე მიმაჩნია რომ ერთი-ერთზე თამაშში ტოპი იყო. ჩვენი ტაქტიკიდან გამომდინარე კი ცხადია უამრავჯერ მოხდა მსგავსი. თუნდაც ჩელსისთან მატჩები გაიხსენეთ.

    ჩემი ხმა ვალდესს

    ჩელსისთან ეგ სლე რო არ გამოთრეულიყო საჯარიმოს ხაზამდე რამირესი ვერ გადაუგდებდა თავზე. იქეთ მესიმაც პენალი გააფუჭა და 12 ში ძალით გაათრიეს დამპალი ჩელსი ფინალში. ისე კი ჯერკერობით თავისთავად ნომერ პირველია ბარსას ისტორიაში
    Culé [?]
    #25 გუშინ, 22:15
    0
    ვიქტორ ვალდესი და მორჩა ტიპი კასილასის ეპოქაში წლის საუკეთესო და 5 ზამორას ჯილდო მაგითაა ნათქვამი ყველაფერი
    წევრი [?]
    #24 გუშინ, 17:12
    1
    ვალდესი
    Culé [?]
    #23 გუშინ, 15:33
    0
    შტეგენი რელაურად მსოფლიოზე და ევროპაზე დაუფასებლობამ დაღუპა და გერმანიის კისერზეა შტეგენის რეგრესი და კიც არიან ღირსი რაც ჭირთ ახლა იმ პეიროდში შტეგენი თავისუფლად ჯობდა ფეხმოტეხილ პენიოსნერ ნოიერს და შედეგიც მიიღეს შტეგენი როცა ფორმაში იყო მშვენიერი იყო განქორწინების მერე კოდე მაგრად დაენძრა ფაქტია და სხვანაირი ტიპია საერთოდ 17/18 და 19/20 წლების შტეგენი ალბათ საუკეთესო მეკარე იყოს ბარსას ისტორიაში მარა ჟოან გარსია თავისუფლად გახრნეა ნ1 თუ შტეგენი არ დაემღთა რაც ესპანეტის გადამკიდე რეალირი ჩანს სა ზოგადად ნარსას მეკარეები ნაკრებში დაუფასებლობით არიან გამორჩეული ვალდესიც ეგეე იყო მარა იმას კასილიასი ყავდა და რეალურიც იყო სადაც იჯდა და შტეგენის გერმანიის პირველი წლებიც ლოგიკური იყო მარა უნაი სიმონი ჟოან გარსიას არაფრით ჯობს დაჟე სოსიედადის მეკარეც კი ჯობია
    Culé [?]
    #22 გუშინ, 10:37
    1
    აშკარად არ გახსოვთ ვალდესის თამაშები. გასაგებიაბრომ ტოპად არ ითვლებოდა არასდროს მაგრამ ბარსას სტილისთვის იყო საუკეთესო. დღემდე მიმაჩნია რომ ერთი-ერთზე თამაშში ტოპი იყო. ჩვენი ტაქტიკიდან გამომდინარე კი ცხადია უამრავჯერ მოხდა მსგავსი. თუნდაც ჩელსისთან მატჩები გაიხსენეთ.

    ჩემი ხმა ვალდესს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #21 გუშინ, 02:24
    0
    ვალდესი იყო უმეტესად ქოცი, მაგრამ აი ისეთი, შენი კლასელი რომაა და ბავშვობიდან რომ ერთად მოდიხართ...
    შტეგენს სჩვეოდა წაქოცებები, მრავალგზის...
    ბრავო იყო სტაბილური, მაგრამ უკვე ვეტერანი მოსვლისას და მასზე ხანგძლივ ვადიანი გათვლა ვერ გაკეთდებოდა(ასე ჩათვალეს)
    სუბისარეტა კარგი იყო, მაგრამ აი სასწაული და გუნდის გადამრჩენელიო, ვერ იტყოდი, ეპიზოდებში წაუქოცებდა
    ამ ბიჭმა თუ ასე განაგრძო, შესაძლოა საუკეტესო მეკარე გახდეს კლუბის ისტორიაში
    ანდონიზე ადრე არ მახსოვს მათი თამაში, ვინც ეყენათ კარში
    საიტის ლეგენდა  [?]
    #20 Saturday, 23:16
    1
    ჩემი ხმა შტეგენს ვალდესი არასოდეს ყოფილა ტოპ მეკარე
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    წევრი [?]
    #19 Saturday, 18:35
    1
    Ვალდეს გაუმართლა რო ბარსელონას ისტორიაში საუკეთესო ეპოქაში მოუწია თამაში თორე ტოპ მეკარე არასდროს ყოფილა ბრავოც და ტერ შტეგენიც პრაიმში უკეთესები იყვნენ
    წევრი [?]
    #18 Saturday, 18:14
    0
    ეჰჰჰ ჩვენ ბორდს რავუთხარი თორე 30 მილიონად რაიან შერკი გასაშვები უყო ხელიდან? ეგ როიყოს ეხა ბარსელონაში პედრის უფრო გაუმარტივებდა საქმეს სასწაული იგროკია
    Culé [?]
    #17 Saturday, 17:06
    0
    ციტატა: araujo4
    ოი,ოი,ოი, ლევანდოვსკის ინტერვიუმ ძაან გატეხა. იმდენად დანძრეული გვაქ ფინანსურად რო არ გვინდა ამის დაჯერება.
    🎙️ “მართალია, რომ ბარსელონამ გთხოვათ, გოლების გატანა შეგეწყვიტათ, რათა ბაიერნისთვის ბონუსი არ გადაეხადათ?”

    🗣️ ლევანდოვსკი: “არის რაღაც საკითხები, რაზეც საუბარი არ მსურს. მე პატივს ვცემ ბარსელონას და ყველა ადამიანს, ვინც ამ კლუბში მუშაობს.

    ვიცოდი კლუბის ფინანსური მდგომარეობის შესახებ. კლუბის საკეთილდღეოდ ბევრი რამ უნდა გაკეთებულიყო.

    მოკლედ რომ ვთქვა, საუბარი იყო ბონუსზე. იმ პერიოდში ბარსელონა თითოეულ ევროს ითვლიდა. ეს უმნიშვნელო საკითხი არ ყოფილა.

    ჩემთვის ამას არ უმოქმედია, პრობლემა არ მქონია, თუმცა მაინც ვფიქრობდი, უნდა გამეტანა გოლი, თუ არა.”

    კლუბი უყბარს ლაპორტას სამაგიეროდ მერე რა რომ ყევლამაირი ფინანსური გამაძლიერებელი დაყიდა 😀 თან ტყუილად არანაირი შედეგი არ მოიტანია ვერც გრიზმანი დავიტოვეთ და ვერც მესი 😀 ტრასნფერების ფულიც გადახდილი არ გვაქ ვალი გაიზარდა რეალი გვიჩივის😀 სუპერ ლიგის გამო ნეხევარი ევროპა გადაიკიდეს და ემრე ბოლო წამს გამოვიდა და მერე პერეზი გადაიკიდა და იმის მაგივრად რომ აქით ეჩვილა ლაპპრტას ცილის წამებისთვის და კლუბსი იმიჯის შელახვკსთვის აწით უჩივის პერესი

    რაყომ არის რომ პერეზი ახლა ჩქარობს ასეთი ამბების მოგავრებას არჩევნებამდე?😀 იცის რომ წააგებს ლაპპრტა და მაგისნაირ <<ცენზურის დარღვევა>> მე2ს ვეღარ ნახავს კლუბის პრეზიდენად და მაქსიმალურად გამოწველის ახლა ლაპორტას იდიოტ სტაფსს

    ისე ეს მაგარია პერეზი რომ მეგრეირას საქმეს იხვებს თითზე და კომპენსაციას ითიხვს სამაგიეროდ ფრანკოს პერიოდი რატომღაც არავის ახსოვს ბარსამ რომ მაგ პერიოდის კომპენსაცია მოითხოვოს რას იზამენ მერე?😀
    საიტის ლეგენდა  [?]
    #16 Saturday, 12:03
    5
    შემართებით ვალდესს ვერავინ შეედრებოდა. ვისაც მანჩესტერთან პირველი ფინალი გინახავთ გეხსომებათ, ერთ მომენტში მანჩესტერელი 13 ნომერი მგონი პარკი, კორეელი იყო თუ იაპონელი რა სისწრაფით შერბოდა მარჯვენა ფრთიდან და როგორ მოასწრო ვიქტორმა პადკატის გაკეთება და სად გაფრინდა ის საცოდავი. ამას თავგანწირვას დავარქმევდი თანაც პუიოლის სტილში.
    Culé [?]
    #15 Saturday, 11:59
    4
    ვალდესი არასდროს არ იყო ტოპ მეკარე.პრაიმში შტეგენი ტოპ 5 შედიოდა თავისუფლად.გარსიამ თუ ასე გააგრძელა ალბათ ყველაზე მაგარი მეკარე იქნება ბარსას ისტორიაში.შეადარეთ კურტუას და მიხვდებით რამხელა სხვაობა ტიპი ლიდერია
    ფანი [?]
    #14 Saturday, 10:36
    0
    ვალდესი
    ახალბედა [?]
    #13 Saturday, 09:27
    0
    ვიქტორააა
    Culé [?]
    #12 Saturday, 08:39
    0
    ვალდესი
    Culé [?]
    #11 Saturday, 02:13
    0
    უბრალოდ ვალდესი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 Saturday, 01:32
    1
    ვალდესი ... იმედია ჟოან გარსია უკეთეს შედეგს დადებს და ყველა დროის საუკეთესო გახდება
    ფანი [?]
    #9 Saturday, 01:09
    0
    ოი,ოი,ოი, ლევანდოვსკის ინტერვიუმ ძაან გატეხა. იმდენად დანძრეული გვაქ ფინანსურად რო არ გვინდა ამის დაჯერება.
    🎙️ “მართალია, რომ ბარსელონამ გთხოვათ, გოლების გატანა შეგეწყვიტათ, რათა ბაიერნისთვის ბონუსი არ გადაეხადათ?”

    🗣️ ლევანდოვსკი: “არის რაღაც საკითხები, რაზეც საუბარი არ მსურს. მე პატივს ვცემ ბარსელონას და ყველა ადამიანს, ვინც ამ კლუბში მუშაობს.

    ვიცოდი კლუბის ფინანსური მდგომარეობის შესახებ. კლუბის საკეთილდღეოდ ბევრი რამ უნდა გაკეთებულიყო.

    მოკლედ რომ ვთქვა, საუბარი იყო ბონუსზე. იმ პერიოდში ბარსელონა თითოეულ ევროს ითვლიდა. ეს უმნიშვნელო საკითხი არ ყოფილა.

    ჩემთვის ამას არ უმოქმედია, პრობლემა არ მქონია, თუმცა მაინც ვფიქრობდი, უნდა გამეტანა გოლი, თუ არა.”
    წევრი [?]
    #8 Saturday, 00:50
    0
    ვალდესი საუკეთესოა