ფინანსური ანალიზი - საით მიდის ბარსელონა

ფინანსური ანალიზი - საით მიდის ბარსელონა

   მოდი, მოვუსმინოთ კრის ვიზერსპუნს. კრისი ფინანსისტი კაცია და კლუბების შემოსავლებს სწავლობს. როგორც წესი, პრემიერ ლიგის კლუბებს იკვლევს, მაგრამ ამჯერად "ბარსას" მიადგა და ლაპორტას ყულაბის ავან-ჩავანი დაისწავლა. რა თქმა უნდა, ამ ამბავს უყურადღებოდ ვერ დავტოვებდით, ჰოდა, ვნახოთ ერთი რას მიაკვლია. ვიზერსპუნის ნააზრევს უცვლელად გთავაზობთ. 

   "ბარსელონას" ბნელი პერიოდი, როგორც ჩანს, დასრულდა. გასულ სეზონში ლა ლიგა მოიგეს, ასევე, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში პირველად ითამაშეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. მიუხედავად იმისა, რომ ბოლოს წინა ტურში "მადრიდთან" დამარცხდნენ, (დიდი დანაკლისის პირობებში) კლუბი მაინც ფეხზე დგას, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ მარცხამდე ბოლო ოთხი ელ კლასიკო ჰქონდათ მოგებული. მოედანზე კლუბი ბევრ პრობლემას მოერია, მაგრამ მოედნის მიღმა არანაკლები და შესაძლოა უფრო დიდი პრობლემებიც იყო - მზარდი ხარჯები, ვალები, ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა და გაუთავებელი მანიპულაციები. საბოლოოდ, კლუბის ცხოვრებაში ახალი ტერმინოლოგიებიც გაჩნდა, მაგალითად Levers, ესე იგი, ბერკეტები. სწორედ ამან მისცა "ბარსას" ამოსუნთქვის საშუალება, ფინანსური ბერკეტების წყალობით შეძლეს სტადიონის რეკონსტრუქციის დაწყებაც, რომელმაც კიდევ უფრო დიდი შემოსავალი უნდა მოუტანოს "ბარსას". არ აქვს მნიშვნელობა როდის დასრულდება, მთავარია, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგა, რაც ნებისმიერ შემთხვევაში რევოლუციური ნაბიჯია. თანაც, ყველაზე მძიმე დროს გადადგმული. 

ბოლო წლებში შეუძლებელი გახდა "ბარსას" ფინანსურ გარიგებებში გამორკვევა, ეს ჰიდრასთან ბრძოლას ჰგავდა, როგორც კი ერთ ამბავში გაერკვევი, მის ნაცვლად ორი გაურკვეველი ამბავი გხვდება. 2024/25 წლების სეზონის ფინანსური ანგარიშის წარდგენისას კლუბში განაცხადეს - "ვიზრუნებთ ეკონომიკურ აღდგენასა და ოპერაციულ ეფექტიანობაზე ყველა მიმართულებით". თუმცა, ამ ხმამაღალი განცხადების მიღმა უამრავი გაურკვეველი დეტალი იმალება. "ბარსას" მდგომარეობა ახლა უფრო მყარია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ იყო, არსებობს მიზეზები რატომაც სიტყვა "აღდგენა" სანდოდ ჟღერს, და არსებობს მიზეზები რის გამოც "ბერკეტები" გახდა საჭირო. 

სად მიიყვანა ამ ნაბიჯებმა "ბარსა"? - ეს რთული კითხვაა, თუმცა, ვეცდებით ვუპასუხოთ. ამის გასაგებად კი მოგვიწევს იმ წერტილს დავუბრუნდეთ საიდანაც იწყება კლუბის საძირკველის მორღვევა. 

"ბარსას" ფინანსური ანგარიში ასე გამოიყურება. საიდან დავიწყოთ ათვლა? აჯობებს ნეიმარიდან დავიწყოთ, როცა "ბარსას" მის სანაცვლოდ 222 მილიონი ევრო დაერიცხა, რაც დღემდე სარეკორდოა მსოფლიო ფეხბურთში. ნეიმარის ტრანსფერმა კიდევ უფრო გაამყარა "ბარსას" ფინანსური მდგომარეობა, რომელიც ისედაც ძალიან მყარი იყო, ბრაზილიელმა დატოვა გამარჯვებული "ბარსა", დატოვა კლუბი სადაც სახელფასო ფონდი შემოსავლების 60%-ზე ნაკლები იყო, შემოსავლები კი სტაბილურად იზრდებოდა - სამი სეზონის განმავლობაში გაიზარდა 164 მილიონი ევროთი, ესე იგი, 34%-ით. 

648 მილიონი შემოსავლით "ბარსა" მხოლოდ ორ კლუბს, "მადრიდს" და "მანჩესტერს" ჩამორჩებოდა, სულ რაღაც 30 მილიონით. არცერთ სხვა კლუბს 600 მილიონზე მეტი შემოსავალი იმ დროისთვის არ ჰქონია. და ამ ყველაფერს დაემატა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში სარეკორდო 222 მილიონი ევრო, რომელიც "ბარსას" ყველაზე მდიდარ კლუბად აქცევდა და დამატებითი ფინანსური სიმყარე უნდა მოეტანა კლუბისთვის. პარადოქსია, რომ ყველაზე მაღალ ნიშნულზე იწყება კრიზისი. 

"ბარსას" 2017/18 წლებშიც ჰქონდა მოგება, მაგრამ მისი მოცულობა ნეიმარის ტრანსფერის თანხის გათვალისწინებით სულ უმნიშვნელო იყო. სულ რაღაც 20.1 მილიონი. დაეცა ოპერაციული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებიც - 2016/17 წლების სეზონიდან იწყება 10.5 მილიონი ევროს მოგებით და სრულდება 176.8 მილიონი ევროს ზარალით. მას მერე ოპერაციული საქმიანობიდან მოგება აღარ ჰქონიათ, იქამდე სანამ გასულ სეზონში სამი ტიტული არ მოიგეს. ეს ყველაფერი დიაგრამაზეა ასახული, 2015/16 წლების სეზონიდან, გასულ სეზონამდე. 

 

ამ დიდი ვარდნის მთავარი მიზეზის გადამწყვეტი ფაქტორი ფეხბურთელებზე გაწეული ხარჯები იყო. 2017 წლის ზაფხულამდე, განვლილ შვიდ სეზონში "ბარსას" საერთო დანახარჯი (რომელიც მოიცავდა ხელფასებსა და სატრანსფერო ბონუსებს) მუდმივად 60%-ზე ნაკლები იყო, მხოლოდ ერთხელ გადააჭარბა ზღვარს, 2014/15 წლების სეზონში - 60.3 % დაფიქსირდა. 2017/18 წლების სეზონში ეს მაჩვენებელი უკვე 81.3 %-ს აღწევდა. ესე იგი, ყოველი ევროდან 81 ცენტი იხარჯებოდა ფეხბურთელების ხელფასებსა და მათ ტრანსფერებში. გაიზარდა სხვა საოპერაციო ხარჯებიც, გახდა უზარმაზარი და ასეა დღემდე. კლუბი ძალიან სწრაფად გახდა სტრუქტურულად არამდგრადი. 

ნეიმარში აღებული თანხა რომ გრძელვადიან ინვესტიციას მოხმარებოდა "ბარსა" შეძლებდა ფინანსური მდგრადობა შეენარჩუნებინა, მაგრამ მათ თანხა მაშინვე დახარჯეს. ნეიმარის წასვლიდან მალევე "ბარსამ" ფეხბურთელების რეგისტრაციაზე 347.4 მილიონი ევრო დახარჯა. ამ თანხის დიდი ნაწილი დემბელესა და კოუტინიუს ტრანსფერებზე მოდის, ორივე მათგანში 100 მილიონზე მეტი დაიხარჯა. 2019 წელს ასევე 100 მილიონ ევროზე მეტი დაიხარჯა ანტუან გრიზმანში. 

ნეიმარის წასვლიდან მოყოლებული, 2019/20 წლამდე "ბარსას" ტრანსფერებში 960.3 მილიონი ევრო ჰქონდა დახარჯული, აქედან წმინდა ხარჯი (თუ გამოვაკლებთ გაყიდულ ფეხბურთელებს) 399 მილიონი ევრო იყო. და ეს სულ რაღაც სამ სეზონში. 2017-2019 წლებში ხელფასებისა და ბონუსების ხარჯი 367.4 მილიონი ევროდან 593.9 მილიონ ევრომდე გაიზარდა, ესე იგი, 226.6 მილიონი ევროთი, რაც 62%-ით ზრდას ნიშნავს. 

 

ძვირადღირებულმა ტრანსფერებმა თავისთავად გაზარდა სახელფასო ჭერი, ამას კი დაემატა კიდევ ერთი ფინანსური დარტყმა - ლიონელ მესის კონტრაქტის გახაგრძლივება. 2017 წლის 25 ნოემბერს, მას მერე რაც "ბარსამ" დემბელე გაიფორმა, და იქამდე სანამ კოუტინიუს გაიფორმებდა, კონტრაქტი გაუხანგრძლივეს ლიონელ მესის, რომელიც მას კლუბში 2021 წლის ზაფხულამდე ტოვებდა. გამოსასყიდ თანხად 700 მილიონი ევრო მიუთითეს, თუმცა, კლუბმა არ გაამჟღავნა რა დაუჯდებოდათ მესის შენახვა მომდევნო 43 თვის განმავლობაში. რიცხვები მხოლოდ სამი წლის შემდეგ გახდა ცნობილი, მესის კონტრაქტის დეტალები El mundo-მ გაასაჯაროვა.  რიცხვები თავზარდამცემი იყო, განსაკუთრებით იმ მომენტისთვის, როცა გასაჯაროვდა. მესი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში 555.2 მილიონ ევროს მიიღებდა. ძალიან დიდი რიცხვია, მაგრამ უფრო გამაოგნებელია კონტექსტი - 2017/18 წლების სეზონიდან 2020/21 წლების სეზონებამდე, მხოლოდ ორ კლუბს "მადრიდსა" და "ატლეტიკოს" ჰქონდათ იმაზე დიდი საერთო სახელფასო ჭერი, ვიდრე მხოლოდ ლიონელ მესის. ლიონელ მესი იმაზე მეტს იღებდა, ვიდრე ყველა სხვა ეპანური კლუბის ყველა ფეხბურთელი ერთად. (შედარება თითო კლუბთან). "სევილია", რომელიც მაშინ მეოთხე ადგილზე იყო სახელფასო ხარჯით (მადრიდელებისა და "ბარსას" მერე) 479.3 მილიონ ევროს ხარჯავდა, ესე იგი, 36 მილიონით ნაკლებს, ვიდრე მესი აიღებდა ახალი კონტრაქტის პირობებში. 

საბოლოოდ, მესის კონტრაქტი სრულად ვერ შესრულდა, ფინანსური კრიზისის გამო ის დათმობაზე წავიდა, რაღაც თანხა გადავადდა, რაღაცაზე საერთოდ უარი თქვა. გადავადებები კი უნდა გახსოვდეთ რამ გამოიწვია, მსოფლიოს კოვიდ 19-ის პანდემია დაატყდა თავს, რამაც "ბარსას" მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად დაამძიმა. მთავარი დარტყმა გრანდებმა მიიღეს - ვინც ყველაზე მაღალ ხელფასებს გასცემდა, ვისაც ყველაზე დიდი სტადიონები აქვს, ვისაც ყველაზე მეტი რეკლამის გაუქმება მოუწია. ამან ძალიან დიდი დისბალანსი წარმოშვა. ადრე მატჩებიდან "ბარსა" 174.9 მილიონს აკეთებდა, პანდემიის დროს ეს თანხა 23.7 მილიონამდე დაეცა. გადავადებამ ხარჯი 541.9 მილიონიდან 490 მილიონამდე შეამცირა. თუმცა, შემცირდა შემოსავლებიც და ამ გადავადებასა და დანაზოგებს დიდი შვება არ მოუტანია. 

და რაც მთავარია, ხარჯი ხომ არ გაუქმებულა? ის უბრალოდ გადაავადეს, ესე იგი, გადახდა მაინც მოუწევდათ. 

ბერკეტები

ბართომეუმ დაიწყო მესის გაშავება პრესის მეშვეობით, ამ ხერხს თავის დროზე ნუნიესი მიმართავდა მარადონასთან მიმართებით. ფაქტობრივად აიძულებდა, რომ კლუბიდან წასულიყო, რათა ფინანსური კრიზისი ღია არ გამხდარიყო, პირდაპირ ხომ ვერ იტყოდა მესის წასვლა გვსურსო? მესიმ წასვლა 2020 წლის აგვისტოში მოითხოვა, ამას ისეთი ამბავი მოჰყვა დარტყმა ისევ ბართომეუს მიადგა და მესი დატოვეს, მაგრამ ბართომეუ დიდხანს ვეღარ დარჩებოდა. ის გადააყენეს. მის ნაცვლად ლაპორტა მოვიდა, რომელსაც "ბარსას" ოქროს წლები უკავშირდება. ჟოანი მიზნად ისახავდა კლუბის გადარჩენას, ფინანსური კრიზისის დაძლევას, დროს კი ბართომეუს დადანაშაულებით იგებდა. 2020/21 წლების ფინანსურმა ანგარიშმა აჩვენა, რომ "ბარსას" 555.4 მილიონი ევროს ზარალი ჰქონდა, რაც სარეკორდოა ფეხბურთის ისტორიაში. ლაპორტამ ხელი წინა მმართველებისკენ გაიშვირა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ნაწილობრივი პასუხისმგებლობა ახალ მმართველებსაც ჰქონდათ. ეს მათი არჩევანი იყო. ამ სეზონში ხარჯი შეგნებულად გაზარდეს, რათა მომდევნო სეზონი შედარებით უფრო "სუფთა ფურცლიდან" დაეწყოთ, და ასეც მოხდა, 2021/22 წლების სეზონში მოგება აჩვენეს, მაგრამ აქ ერთი ძალიან დიდი "მაგრამ" უნდა გავითვალისწინოთ. სწორედ ამ დროს გამოჩდნენ სცენაზე "ბერკეტები". 

სპორტის არბიტრაჟის სასამართლოსთან (CAS) 2024 წლის ბოლოს გაკეთებულ განცხადებებში აღინიშნა, რომ "კლუბის არასპორტული აქტივების მონეტიზაცია იყო ყველაზე ეფექტური და ფაქტობრივად ერთადერთი გზა კაპიტალის აღსადგენად". "ბარსა" ცდილობდა შეემსუბუქებინა არა მხოლოდ ფინანსური პრობლემები, არამედ ლა ლიგის ზეწოლაც, რომლის წესმაც ხელფასების ჭერის შესახებ სრიოზული პრობლემები შეუქმნა კლუბს. წესი შეიქმნა იმისათვის, რომ კლუბებმა არ დახარჯონ იმაზე მეტი, ვიდრე შეუძლიათ. წესის მიხედვით კლუბის შემოსავლებს აკლებენ არასპორტულ ხარჯებს და დარჩენილი რიცხვი წარმოადგენს თანხას, რომელსაც კლუბი ხელფასებსა და ტრანსფერებზე ხარჯავს. 2022 წლის ზამთრისთვის "ბარსას" მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ მისი SCL მაჩვენებელი (სახელფასო ჭერი შემოსავლებთან მიმართებით) გახდა უარყოფითი - მინუს 144.4 მილიონი ევრო. აქ უკვე აუცილებელი გახდა ან კოლოსალური ინვესტიციის მოზიდვა, ან, ხარჯის მნიშვნელოვნად შემცირება, სხვაგვარად "ბარსა" ფუნქციონირებას ვერ გააგრძელებდა. დიაგრამაზე შეგიძლიათ იხილოთ "ბარსას" ფინანსური მდგომარეობა "მადრიდთან" მიმართებით. 

 

ლაპორტამ გადაწყვიტა გრძელვადიანი აქტივები გაეყიდა მოკლევადიანი შვებისთვის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ესპანური მოდელის თვალსაზრისით "ბარსას" და "მადრიდს" გაცილებით მცირე არჩევანი ჰქონდათ კრიზისიდან გამოსავალი მოენახათ, ვიდრე მაგალითად ინგლისურ კლუბებს, ესპანური კლუბების მმართველობა საწევროებზეა დაფუძნებული, აქ ასე ერთიანად ინვესტიციას ვერ შეიტან. თუმცა, "მადრიდმა" ბევრად უკეთ შეძლო ბალანსის დაცვა. 

2022 წლის ივნისში "ბარსამ" ლა ლიგის სატელევიზიო უფლებების 10% მომდევნო 25 წლის განმავლობაში გაასხვისა. მყიდველი ამერიკული კომპანია Sixth Street არის, რომელმაც 261.1 მილიონი ევრო გადაიხადა, და სულ რაღაც რამდენიმე კვირაში კიდევ 400.4 მილიონი ევრო დახარჯა იგივე უფლებების კიდევ 15%-ზე. ასე რომ, "ბარსამ" შიდა სატელევიზიო შემოსავლების 25% დათმო, სანაცვლოდ კი 667.5 მილიონი ევრო მიიღო. 

პირველი გარიგება ძალაში 2021/22 წლების ფინანსურ წელს შევიდა, მეორე 2022/23 წლების სეზონში. "ბარსამ" დაიტოვა ამ 25%-ის გამოსყიდვის უფლება, თუმცა, პირობები მითითებული არ არის. მიღებული თანხის 200 მილიონი ევრო კი საოპერაციო დეფიციტის აღმოფხვრაში დაიხარჯა. 

 

   ამ ყველაფრის გავლენა ნათლად ჩანს სატელევიზიო შემოსავლების მონაცემებზე. ბოლო სეზონში გაიზარდა 3 პროცენტით, ძირითადად ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლის შედეგად. თუმცა, 2024-25 წლებში სატელევიზიო უფლებებიდან მიღებული თანხა მხოლოდ დაბრუნებას ნიშნავდა 2021-22 წლის დონეზე. Sixth Street-თან თანამშრომლობის შემდეგ, „ბარსელონამ“ უკვე გადაუხადა დაახლოებით 120 მილიონი ევრო სატელევიზიო თანხიდან, რაც მათი ტრანზაქციის 18 პროცენტს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ლა ლიგის სატელევიზიო უფლებების ღირებულება 2047 წლამდე არ გაიზრდება, „ბარსას“ დაკარგული თანხა ასეულობით მილიონს მიაღწევს - დაახლოებით 1 მილიარდ ევროს, რაც 2022 წელს გაყიდული უფლებების ღირებულებას 50 პროცენტით აჭარბებს. ფაქტობრივად, ეს გარიგება წარმოადგენს 25-წლიან სესხს 3.5 პროცენტით. 

მოედანზე კონკურენტუნარიანობის შენარჩუნების პოლიტიკის შესაბამისად, 2022-23 წლებში „ბარსამ“ დახარჯა 162.9 მილიონი ევრო, რაც არის ესპანური ფეხბურთის მაქსიმალური ხარჯი - რაფინიას, ჟიულ კუნდესა და რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერებზე. თუმცა ლა ლიგამ არ აღიარა Sixth Street-ის თანხა რის გამოც კლუბმა ვერ დაარეგისტრირა ფეხბურთელები. ამავე სეზონში, მეორე სატელევიზიო გარიგების პარალელურად, „ბარსა სტუდიოს“ ორი ბერკეტი იქნა გამოყენებული. ეს ორგანიზაცია ბართომეუს მიერ იყო შექმნილი აუდიოვიზუალური კონტენტის წარმოებისთვის, ხოლო 2022 წლისთვის ლაპორტასთვის ეს სწრაფი გზა გახდა კლუბის ფინანსური პრობლემების შესამსუბუქებლად. 

2022 წლის 29 ივლისს, „ბარსამ“ გაყიდა Bridgeburg Invest, S.L.-ის 24.5%-იანი წილი. ეს სუბიექტი შექმნილი იყო კლუბის მიერ, რათა გამარტივებულიყო Barca Studios-ის აქტივის ნაწილობრივი გაყიდვა.  გარიგებამ 100 მილიონი ევრო მოიტანა, ხოლო 13 დღის შემდეგ ორფეუს მედია გაიყიდა, მისი 24.5%-იანი წილი, რამაც ასევე 100 მილიონი ევრო მოუტანა კლუბს.  აღნიშნული ორი ტრანზაქციიდან "ბარსამ" 192.9 მილიონი ევროს მოგება ნახა, თუმცა საქმე აქ არ დასრულებულა. „ბარსამ“ მაინც შეინარჩუნა Bridgeburg-ის 51%, ხოლო შემდეგ აღიარა სუბიექტი თანამშრომლად და არა შვილობილ კომპანიად. შედეგად, შეძლეს Bridgeburg-ის წილის აღიარება წლის განმავლობაში და მიიღეს როგორც საბუღალტრო მოგება. 

ორი წილის გაყიდვასა და 15%-იანი სატელევიზიო უფლებების გარიგებასთან ერთად, ბერკეტების ამოქმედებამ 801.5 მილიონი ევროს მოგება მოიტანა მხოლოდ 2022-23 სეზონში. შედეგად, ლა ლიგამ SCL-ის ზღვარი სწორედ ამ ოდენობით გაზარდა.

ეს აუცილებელი იყო, რადგან კლუბის სახელფასო ფონდი გაიზარდა 625.7 მილიონ ევრომდე, რაც კლუბის რეკორდია და ევროპაში მესამე ყველაზე მაღალი სახელფასო ჭერია, ზრდა გამოწვეული იყო წინა სეზონებში გადავადებული ხელფასების აღრიცხვით.

 

ბარსა სტუდიოს წილების გასხვისება განსაკუთრებით საკამათო გამოდგა და აუდიტებმა არ დაადასტურეს, რადგან მიიჩინეს, რომ წილის გაყიდვიდან თანხის მიღება ვერ მოხდა. გრანტ ტორნტონმა (აუდიტი) მიიჩნია, რომ წილი ზედმეტად იყო შეფასებული. "ბარსა" აუდიტის დასკვნას არ დაეთანხმა. გრანტი სხვა აუდიტებმა ჩაანაცვლეს და შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ დასკვნა იგივე იყო, თუმცა, ამჯერად კლუბმა ეს დასკვნა მიიღო. ამაზე ღიად ისაუბრა ვიქტორ ფორტმა, ლაპორტას კონკურენტმა და სავარაუდოდ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთმა კანდიდატმა. ფორტმა აღნიშნა, რომ კლუბში ფინანსური გარიგებები საერთოდ არ არის გამჭირვალე. 

ამ დროისთვის ბოლო "ბერკეტი" "კამპ ნოუს" ვიპ ადგილების გაყიდვა იყო, ამ დროისთვის 9600 ადგილიდან 474 ადგილია გაყიდული, გარიგება 30 წლის განმავლობაში იქნება ძალაში. ამ გარიგებიდანაც "ბარსამ" 100 მილიონი ევრო მიიღო. ამ 100 მილიონიდან 71.6 მილიონი ევრო აღრიცხა, როგორც 2024/25 წლების სეზონის შემოსავალი. ხოლო დარჩენილი თანხა მომდევნო პერიოდში აღირიცხება. 

რიგში Barca Licensing & Merchandising (BLM)-ის 49.9%-მდე წილია, რომელიც კომერციული შვილობილი კომპანიაა. გარიგება ჯერ არ განხორციელებულა, კლუბის ხაზინადარმა, ფერან ოლივემ გასულ თვეში თქვა, რომ BLM არ გაიყიდება. არ სურთ ამ "ბერკეტის" გამოყენება, რადგან კომპანიამ გასულ სეზონში 150 მილიონი ევროს მოგება მოიტანა. 

მოდი ვნახოთ კამპ ნოუ 

2014 წლის აპრილის პირველ კვირაში, „ბარსელონას“ წევრებმა, ე.წ სოციოებმა ისტორიული ხმის მიცემა გამართეს. გამოკითხული 27,000 წევრის 72-მა პროცენტმა მხარი დაუჭირა New Espai Barca-ს პროექტს, რომელიც მიზნად ისახავდა "კამპ ნოუს" რეკონსტრუქციასა და გაფართოებას, ასევე გარე პერიმეტრის განახლებას. განახლებული საფეხბურთო სტადიონის პარალელურად უნდა აშენდეს ახალი Palau Blaugrana, სადაც "ბარსას" კალათბურთის, ხელბურთის, ჰოკეის და ფუტსალის გუნდები ითამაშებენ. 

მთლიანი სამუშაოები დაიგეგმა ოთხი წლის ვადაში, 2017 წლის მაისიდან 2021 წლის მარტამდე. Espai Barca კლუბს დაუჯდებოდა 600 მილიონი ევრო - 200 მილიონი დაფარულია სახელის გასხვისებით, (Spotify Camp Nou)  200 მილიონი დადებითი საოპერაციო ნაღდი ფულით და 200 მილიონი საბანკო სესხით.

ახლა, თითქმის 12 წლის შემდეგ, პროექტი კვლავ მიმდინარეობს და ხარჯები გაბერილია.

600 მილიონი ევროს ბიუჯეტი გაუქმდა 2021 წელს, როცა ლაპორტა პრეზიდენტად დაბრუნდა, პროექტი მხოლოდ დაწყებული იყო და საბოლოო დასრულება ვერ მოესწრო. მხოლოდ 6,000 მაყურებელზე გათვლილი Estadi Johan Cruyff დაასრულეს, ასევე, ახალი საფეხბურთო სტადიონი ქალთა გუნდისთვის, სათადარიგო გუნდისთვის და 19 წლამდე ასაკის გუნდებისთვის. ლაპორტას მოსვლის მერე "სოციოებმა" კიდევ ერთხელ იმსჯელეს და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს გეგმა, ამჯერად უფრო მაღალი პროცენტით.  პროექტისთვის დამტკიცებული ახალი ხარჯების ლიმიტი 1.5 მილიარდი ევროთი განისაზღვრა, "კამპ ნოუს" ახალი ბიუჯეტი უკვე 900 მილიონ ევროს შეადგენდა. 

ოთხი წლის შემდეგ, ეს პროექტიც გამოდის გრაფიკიდან, ხოლო ხარჯები იზრდება — 2022–23 წლებში Espai Barca-ზე დახარჯეს 106 მილიონი ევრო, ერთი წლის შემდეგ 322 მილიონი,  გასულ სეზონში კიდევ 415 მილიონი.  2025 წლის ივნისის ბოლოსთვის პროექტის კაპიტალური ხარჯები შეადგენდა 975 მილიონ ევროს. ხარჯი კიდევ გაიზრდება. 

 

კლუბმა განაცხადა, რომ პარასკევს "კამპ ნოუზე" გაიმართება ღია ვარჯიში, რომელსაც 23'000 ადამიანი დაესწრება. კლუბის განცხადებით Espai Barca წლიურად 250 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. როგორც იმ ბერკეტების გამოყენება იყო აუცილებელი საოპერაციო ზარალის მოსაკლებად, როცა არ არსებობდა დაფინანსების წყარო, ასევე ალტერნატიული ფინანსები იყო საჭირო სტადიონის განახლებისთვის. ეს მოხდა მასობრივი სესხებით.

ნაღდი ფულის საჭიროება იმდენად დიდია, რომ 80 მილიონი ევროს სესხი აიღეს Goldman Sachs-თან 90 დღის ხაზინადარობის დაკმაყოფილებისთვის. იმავე თვეში წევრებს მიმართეს და მათ დაამტკიცეს 525 მილიონ ევროს ვალის რეფინანსირება. საბოლოო სესხმა ამერიკულ კომპანიასთან 595 მილიონ ევროს მიაღწია. სესხის დაფარვა ყოველწლიური 30 მილიონის გადახდით მოხდება, ხოლო 265.7 მილიონი ევროს ერთჯერადი გადახდა უნდა განხორციელდეს 2031–32 სეზონში. სესხის პროცენტის შესახებ უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ დაბალია; შეთანხმების გამოცხადებისას „ბარსამ“ განაცხადა, რომ მიზანი  3% იყო. 

Espai Barca-ს ვალებთან ერთად, მცირე სესხების აღების შემდეგ, საბოლოო ვალი 1.45 მილიარდ ევროს შეადგენს - ყველაზე დიდი ვალი მსოფლიო ფეხბურთში. ეს რიცხვი მხოლოდ გაიზრდება, როდესაც Espai Barca-ს პროექტი გრძელდება.

 

ევრო ფეხბურთი 

ფინანსური პრობლემები „ბარსელონას“ მხოლოდ ესპანეთში არ შექმნია. ორი სეზონის განმავლობაში პრობლემები იყო UEFA-სთან.  2022-23 წლებში პრობლემები შეექმნათ შემოსავლის კლასიფიკაციის გამო, როცა კლუბმა ტელე უფლებების გაყიდვიდან მიღებული 267 მილიონი ევრო საშემოსავლო ბალანსის დასაცავად გამოიყენა. უეფამ იჩივლა, „ბარსამ“ გაასაჩივრა  გადაწყვეტილება და 500,000 ევროს ჯარიმა, მაგრამ CAS-მა მხარი უეფას დაუჭირა. 

მომდევნო წელს უეფა კიდევ უფრო კრიტიკულად მიუდგა ბერკეტებს, ვიდრე ლა ლიგა. „ბარსამ“ პირველი წლის განმავლობაში დაარღვია საშემოსავლო წესი, ამის გამო მიიღეს დამატებითი 15 მილიონი ევროს ჯარიმა. მომავალი ფინანსური ჯარიმები მოსალოდნელია თუ „ბარსა“ დაარღვევს Football Earnings-ის წესებს, ამ ან მომავალ სეზონში. ყოველწლიურად დაეკისრება ჯარიმა 22.5 მილიონი ევროს ფარგლებში. ფინანსური ბალანსი არ უნდა დაირღვეს, ზღვარი კი 20 მილიონი ევროა. თუ გადაჭარბება სისტემატურ ხასიათს მიიღებს, მაშინ "ბარსას" საერთოდ მოხსნიან უეფას ტურნირებიდან. 

ახალი ვალი 

„ბარსელონამ“ 2024–25 წლებში კიდევ ერთხელ დაკარგა ფული, ზარალი 8.4 მილიონი ევრო იყო (ან 16.9 მილიონი ევრო გადასახადების შემდეგ), რაც მკვეთრად ნაკლებია ბოლო წლების მაჩვენებლებთან შედარებით. ეს თანხა მოიცავდა 71.6 მილიონი ევროს შემოსავალს PSL-ისგან, რომელიც სავარაუდოდ ერთჯერადი იყო და აღარ განმეორდება. ანალოგიურ სარგებლიანობას გამოიწვევს მომდევნო პერიოდში "კამპ ნოუს" გახსნით მიღებული მუდმივი შემოსავალი. 

მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს 471.4 მილიონ ევროს შეადგენდა ფეხბურთელთა ანაზღაურება და ამორტიზაცია, მაინც 120 მილიონი ევროთი ჩამორჩებოდა 2019 წლის მაჩვენებელს, შემოსავლებთან მიმართებით, რომელიც მზარდია. კლუბმა მიაღწია პირველ საოპერაციო მოგებას რვა წლის განმავლობაში - 72.1 მილიონი ევრო. საერთო ანაზღაურება შემოსავლის მიმართ შეფარდებით იყო 52%, რაც 12 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

შემოსავლის ზრდა ძირითადად კომერციული შემოსავლის ზრდით იყო გამოწვეული. ბართომეუს ეპოქა ისტორიას დარჩა, როგორც ფინანსური რეგრესის ათვლის წერტილი, მაგრამ, "ბარსა" კომერციული თვალსაზრისით ძალიან კარგად განვითარდა მისი მმართველობის პერიოდში. მის დროს კომერციული შემოსავლები კლუბმა გააორმაგა, და დიდი სარგებელი მიიღო BLM-ის შექმნით, თუმცა, ვერც პანდემიას გაუმკლავდა და ვერც სხვა ამოცანები გადაჭრა. განსაკუთრებული ზიანი კი გაუგონარმა სპორტულმა გადაწყვეტილებებმა მიაყენეს. 

 

რიცხვები ზრდას განაგრძობს. „ბარსამ“ PSL-ის შემოსავალი კომერციულ შემოსავლად აღიარა. ზრდა გამოწვეულია რამდენიმე დიდი ხელშეკრულებით გლობალურ ბრენდებთან. Nike-თან განახლებული შეთანხმება კლუბს ყოველწლიურად 108 მილიონ ევროს მოუტანს, ხოლო 2028 წელს ეს თანხა გაიზრდება 120 მილიონ ევრომდე. Nike-ის კონტრაქტში დამატებით შედის 158 მილიონი ევროს პრემია. "კამპ ნოუს" სახელისა და მაისურის სპონსორობის ხელშეკრულება Spotify-თან ყოველწლიურად 55 მილიონ ევროს მოიტანს. BLM-საც დიდი შემოსავალი მოაქვს.  

ფეხბურთელების გაყიდვებიდან მიღებულმა თანხამ რომ მოიკო აბა რა გასაკვირია, ნეიმარის გასხვისების მერე ნებისმიერ შემთხვევაში ასე იქნებოდა. ბოლოს კარგი მაჩვენებელი დაფიქსირდა, როცა "ბარსამ" დემბელე, კესიე და ნიკო გონსალესი გაყიდა. კლუბმა 80.6 მილიონი ევრო გამოიმუშავა. ამ თვალსაზრისით "ბარსა" არა მხოლოდ ევროპაში, ლა ლიგაშიც კი ჩამორჩება კლუბებს, განსაკუთრებით მადრიდელებს, ერთსაც და მეორესაც. 

 

გარდა იმისა, რომ გაყიდვიდან ვერ იღებს დიდ შემოსავალს, არც ყიდულობს ძვირადღირებულ ფეხბურთელებს. გამონაკლისი დანი ოლმო იყო, რომლის რეგისტრაციაც მაგრად გაჭირდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც შეძლეს. ისე კი სატრანსფერო პოლიტიკას ფინანსური არამდგრადობის პირობებში ჭკვიანურად წარმართავენ, ამის მაგალითია რობერტ ლევანდოვსკის დამატება და მარკუს რაშფორდის იჯარა. 

 

ენიგმა 

„ბარსელონა“ მაინც გამოცანად რჩება.

ლაპორტამ საინტერესო გზები გამონახა კლუბის გადასარჩენად და ჯერჯერობით ამან იმუშავა. სტადიონის გახსნასაც მოასწრებს არჩევნებამდე, არჩევნები კი 2026 წელს არის ჩანიშნული. უპირატესობა ისევ ჟოანს ექნება. გუნდი ნელი ნაბიჯით, მაგრამ მაინც მაღლა მიიწევს და ასეთ დროს კაიც გვერდზე გაწევა ვერ იქნება გონივრული. შიდა შემოსავლები და ხარჯებიც სტაბილურობისკენ მიდის, ამაში დიდ როლს ასრულებენ ლა მასიას აღზრდილები, ისინი თავიდანვე მიჩვეულნი არიან სისტემაში ყოფნას, მათ შორის, ფინანსური თვალსაზრისით. კრუიფის ამოცანა აკადემიის გასაუმჯობესებლად ხომ ამ პრობლემის გადაწყვეტასაც ისახავდა მიზნად?!

თუმცა, რაღაცები მაინც ვერ არის ნორმაში. 

აუდიტი ასახავს, რომ ანგარიშსწორებებში აცდენებია, ყველაფერი ასახული არ არის. ლაპორტა ცვლის აუდიტს, ხან ეთანხმება, ხან არა. ეს კარგის ნიშანი არასდროს არის. "ბარსა" 2025/26 წლების სეზონისთვის მილიარდ ევროზე მეტ შემოსავალს ელოდება. ამაში დიდი როლი უნდა ითამაშოს "კამპ ნოუზე" დაბრუნებამ და რაც მთავარია, ჩემპიონთა ლიგაზე ნაჩვენებმა შედეგებმა. გასულ წელს ნახევარფინალში გასვლამ "ბარსას" დიდი სარგებელი მოუტანა. 

ლაპორტა კვლავ ძიებაშია, ის ეძებს გზებს რაც შეიძლება დიდი შემოსავალი მოუტანოს კლუბს და ამის ერთ-ერთი გზა მატჩის ამერიკაში გამართვა იყო, მაგრამ ეს გეგმა ჩაიშალა. მიუხედავად ამისა, ეჭვი არავის ეპარება, რომ იდეა ადრე თუ გვიან განხორციელდება. 

ნაადრევია იმაზე საუბარი, რომ "ბარსა" სტაბილურობას მიუახლოვდა, მაგრამ გზა კი აქეთ არის. ვნახოთ რა შედეგებს მოიტანს განახლებული "კამპ ნოუ". 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 14 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    წევრი [?]
    #14 გუშინ, 16:36
    1
    მოკლედ ძირითადი დამნაშავეები, როგორც ვატყობ მესი და ნეიმარი ყოფილა. მესის დიდი ხელფასი ქონია და ამათ კიდევ არც დაკლება შესთავაზეს და არც გაუშვეს მითუმეტეს თვითონ ითხოვდა. ნეიმარი კიდევ იმაში ყოფილა დამნაშავე, რომ ძვირად გავყიდეთ და ის ფული გავანიავეთ? შეკითხვა ასეთია, ბარტომეუმ რატომ დაუშვა ეგ ყველაფერი? ვითომ უნეიმაროდ ვერ ქაჩავდა გუნდი? და მთავარი ლაპორტას რაღა ამ გაჭირვებაში მოუნდა ახალი სტადიონის აშენება ამან ხო სულ დაგვანგრია ფინანსურად. სხვათაშორის მე ნამყოფი ვარ 2019-ში კამპ ნოუზე, ექსკურსიაზე და არაფერი არ ეტყობოდს რო საჩქაროდ დასანგრევი იყო. ეს ლაპორტას ახირება იყო რო თავი აღმაშენებლად წარმოეჩინა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #13 გუშინ, 13:29
    0
    ფინანსური პრობლემები ბარსას რომ ქონდა წინა პრეზიდენტების დროს და ახლა მათი ცოდვების სიმძიმე ადევს გუნდს მხრებზე ეს ხომ ყველასთვის ნათელია..რატომ ზის როსელი ციხეში და ასევე ბართომეუც ამ ჩათლახებმა ყველანაირთ გამოუთხარეს ძირი გუნდს და რეპუტაციას მიაყენეს ზიანი კიდევ კარგი ბორკილების დადებამდე წაეთრა როსელი თორე ხომ წარმოგიდგენიათ კაბინეტიდანვე რომ აეყვანათ ამას რა საშინელწბაც მოყვებოდა..ამათი დამსახურებაა არასწორი ტრანსფერებისთვის და გაბერილი ხელფასებისთვის გადაყრილი ასობით მილიონი და მოგვიანებით პანდემიაც დაიწო რაც წარმოუდგენელი ზარალის მომტანი გახდა ნუ როგორღაც კი გავუმკლავდით ცარიელი ტრიბუნების და შემოსავლების გარეშე მარა ამ ყველაფრის მერე უკვე ლაპორტას მოუწია ამ ტვირთის მის მხრებზე გადატანა სანაცვლოთ რა მიიღო გუნდმა ვერ შეინარჩუნა გუნდის სული და გული არადა მისი საარჩევნო დაპირებაც ეგ იყო და დიდ შავ ლაქად დარჩება რომ ვერ შეასრულა ამანაც ბევრი მიქარა რაც მოვიდა მარა წინა მორბედების განსხვავებით გუნდი მართლაც ამოდის კრიზისიდან და ეს რათქმა უნდა აღსაღნიშნია და ამაში მეტი წილი სტაფს ფეხბურთელებს და მწვრთნელს მიუძღვით წვლილი ნუ ეს დეკუ მკვდარზე ვენოკია მარა იმედს ვიტოვებ ფკიკითან შეთანხმების გარეშე არავის გაუშვებს და არავის მოიყვანს.. ჩემი აზრით საბოლოოდ კრიზისიდან თავის დახწევა ისევ ლაპორტას შეუძლია და არა სხვა რომელიმე კანდიდატს ვინაიდან მისი დაწყებული საქმის გაგრძელება სხვისთვის მეტ დროს მოითხოვს სანამ დაალაგებენ რა მიმართულებას მიცენ პრიორიტეტი და რა გვერდზე გაწიონ აი ამის გარკვევაში ბარსა კიდევ ბევრას წააგებს რადგან დრო ფულია რომელიც არ უნდა დაიკარგოს ეს დრო ლაპორტას უკვე გაწერილი აქ და იმედია მალე ვიხილავთ განაებულ გუნდს განახლებულ სტადიონზე რომელიც შემოსავლებში რეკორდებს დადებს...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 Wednesday, 20:29
    1
    დეკუ არის ზეუჟმოტესი პიროვნება,
    როცა ლა ლიგა "გასანქცირებს" პერესიან-ტებასიან შმებასიანებას ძირს გითხრიან;
    როცა ყველა შეიხ-მეიხი გადაბოღმილია, რომ დაგძიროს;
    როცა ნებისმიერი გუნდი ჩასაფრებული გყავს, 50 მილიონიანი ფეხბუღტელი 5-10-ში გამოგტყუოს და 10 მილიონიანი 50-60-ში შემოგასაღოს;
    ამ დროს გაქვს ვალი და აშენებ სტადიონს, რომელიც სეზონზე მარტო ბილეთებიდან 300 ლიმონს მოგიტანს წლიურად, ხოლო თავის შესანახ, სტაფის და მოვლის ხარჯებს სხვა სივრცეების გაქირავებით ამოიღებს...
    ასეთ დროს ჟმოტი დასჭირდა აფერისტს და იცის რასაც აკეთებს, უბრალოდ უწევს ლავირება ასეთ "კეთილგანწყობილ" გარემოში
    ფანი [?]
    #11 Wednesday, 15:41
    0
    ციტატა: me da barca
    ბართომეუ წესით ციხეს უნდა ხეხავდეს, მაგრამ მჯერა ვისი ჩანერგილიც იყო იმან დაიცვა ციხისგან. ლაპორტა ჩემი ნათესავი არაა რომ დავიცვა, მაგრამ როცა ლანძღავთ დაასაბუთეთ რატომ. ყველაფერი გაყიდაო, რომ იძახით რა უნდა ექნა, როცა ვალებში ჩაძირული გუნდი ჩაიბარა და შემოსავალი არსაიდან არ შემოდიოდა?! სპორტული თვალსაზრისითაც გუნდი უკანალში იყო და არც უეფასგან შემოდიოდა ფული. ჩემი აზრით გუნდის გადარჩენა ისევ ამან უნდა მიიყვანოს ბოლომდე. ახალი მართველობა სანამ გაერკევა რაშია პრობლემა და რა უშველის გუნდს, მანამ მთლად ჩაიძირება უარეს სიტუაციაში. ეს გუნდის მდგომარეობას იცნობს და ცდილობს რაღაცა გააკეთოს, ბარემ ბოლომდე აცადონ და მერე ჯანდაბამდე წასულა. ყოველ შემთხვევაში უკეთესს ვერ ვხედავ ამ ეტაპზე. ეგ ფორტი კიდევ რისი გამკეთებელია არავინ არ იცის.

    ვალებში ლაპორტამმჩაძირა რასაც ქვია, ბართომეუს არქონია 2.5 მილიარდი ვალი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ არცერთი ლეგენდა გვერდში არ უდგას. ალემანი ყავდა საქმის გამკეთებელი და ეგეც გააქცია, ფლიკი ყავს და მასაც გააქცევს. ეგ თქვენი ლაპორტა კორუფციის და არრაპროფესიონალიზმის განსახიერებაა, ამიტომ საჭიროა სიახლეები, კარგია მესი რომ ფირტს დაუჭერს მხარს. ისეთი კაცია საჭირო ვინც ბიზნესის კეთება იცის
    ფანი [?]
    #10 Wednesday, 12:53
    0
    ციტატა: me da barca
    ბართომეუ წესით ციხეს უნდა ხეხავდეს, მაგრამ მჯერა ვისი ჩანერგილიც იყო იმან დაიცვა ციხისგან. ლაპორტა ჩემი ნათესავი არაა რომ დავიცვა, მაგრამ როცა ლანძღავთ დაასაბუთეთ რატომ. ყველაფერი გაყიდაო, რომ იძახით რა უნდა ექნა, როცა ვალებში ჩაძირული გუნდი ჩაიბარა და შემოსავალი არსაიდან არ შემოდიოდა?! სპორტული თვალსაზრისითაც გუნდი უკანალში იყო და არც უეფასგან შემოდიოდა ფული. ჩემი აზრით გუნდის გადარჩენა ისევ ამან უნდა მიიყვანოს ბოლომდე. ახალი მართველობა სანამ გაერკევა რაშია პრობლემა და რა უშველის გუნდს, მანამ მთლად ჩაიძირება უარეს სიტუაციაში. ეს გუნდის მდგომარეობას იცნობს და ცდილობს რაღაცა გააკეთოს, ბარემ ბოლომდე აცადონ და მერე ჯანდაბამდე წასულა. ყოველ შემთხვევაში უკეთესს ვერ ვხედავ ამ ეტაპზე. ეგ ფორტი კიდევ რისი გამკეთებელია არავინ არ იცის.

    ბევრჯერ დავწერე რატომ უნდა წავიდეს ლაპორტა.

    1) ლეგენდების მიმართ პატივისცემა არ აქვს(მესი,ხავი)
    2) არასწორ კომპანიას ჩააბარა სტადიონის განახლება
    3)ფანები არ გვყავს სტადიონზე და არ არის კარგი ატმოსფერო(შეზღედვებით შეეძლო რო შეეშვა და მკაცრი კონტროლი)
    4)ფლიკმა მოხოდა და ნორმალურ მოთამაშედ დააყენა თორე ტორესს ბარსაში რა უნდა( არასწორი ტრანსფერები) არამარტო ტორესი


    ბევრი უარყოფითია კიდევ მაგრამ მგონი ეს ოთხი საკმარისია


    ბევრი დადებითიც აქვს გეთანხმები ისეთ დროს როცა ბოლომდე გაწურული იყო ბარსელონა ფეხზე დააყენა და ფლიკი მაგის მოყვანილია


    ბევრი დადებითიც აქვს და ბევრი უარყოფითი, მაგრამ მესი თუ ფონტს უჭერს მხარს მგონი იცის რასაც აკეთებს და არაა ეგ ცუდი ვარიანტი( ლეოს რო ბარსელონა როგორ უყვარს მაგაზე საუბარი ზედმეტია)
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 Wednesday, 07:00
    2
    ბართომეუ წესით ციხეს უნდა ხეხავდეს, მაგრამ მჯერა ვისი ჩანერგილიც იყო იმან დაიცვა ციხისგან. ლაპორტა ჩემი ნათესავი არაა რომ დავიცვა, მაგრამ როცა ლანძღავთ დაასაბუთეთ რატომ. ყველაფერი გაყიდაო, რომ იძახით რა უნდა ექნა, როცა ვალებში ჩაძირული გუნდი ჩაიბარა და შემოსავალი არსაიდან არ შემოდიოდა?! სპორტული თვალსაზრისითაც გუნდი უკანალში იყო და არც უეფასგან შემოდიოდა ფული. ჩემი აზრით გუნდის გადარჩენა ისევ ამან უნდა მიიყვანოს ბოლომდე. ახალი მართველობა სანამ გაერკევა რაშია პრობლემა და რა უშველის გუნდს, მანამ მთლად ჩაიძირება უარეს სიტუაციაში. ეს გუნდის მდგომარეობას იცნობს და ცდილობს რაღაცა გააკეთოს, ბარემ ბოლომდე აცადონ და მერე ჯანდაბამდე წასულა. ყოველ შემთხვევაში უკეთესს ვერ ვხედავ ამ ეტაპზე. ეგ ფორტი კიდევ რისი გამკეთებელია არავინ არ იცის.
    წევრი [?]
    #8 Wednesday, 02:10
    1
    ციტატა: MESSI 2017
    ტრაკში მიდის საით მიდის და ლაპორტა ვერ ერკვევა ბიზნესში დეკუ და ბოიანი ხომ საერთოდ

    ბართომეუ ხო ერკვეოდა მაგიტო ააშენა გუნდი და ფორტის რა გამოცდილებაზე დაყრდნნობით ვამჯობინებთ. ამ კაცმა ერთხელ მონსტრი შექმნა,ახლა კიდე გუნდი სპორტულად ცა და დედამიწაა ამის მოსვლამდელ გუნდთან შედარებით,ფინანსურად უფრო ვსტაბილურდებით და აგერ კამპ ნოუც წამოგვეწევა. ასე წამში არაფერი ხდება ჩემო ძმაო,
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 Wednesday, 01:32
    1
    ციტატა: Albicelecte
    ბართომეუ რომ მადრიდელების ჩანერგილი იყო, ვინმეს ეჭვი ეპარებოდა?

    კი ბატონო საკმაოდ ბევრი მტკიცებულაც არსებობს მაგის შესახებ
    Culé [?]
    #6 Wednesday, 00:38
    1
    ტრაკში მიდის საით მიდის და ლაპორტა ვერ ერკვევა ბიზნესში დეკუ და ბოიანი ხომ საერთოდ
    წევრი [?]
    #5 Tuesday, 23:43
    2
    რაო პროფესორები სად არიან გადადგომას რო ითხოვენ ამ კაცის. ლაპორტას რაც პლიუსი აქვს სხვებთან არის ერთი-სპორტული პროექტის სწორად დალაგება. სპორტული პროექტის წარმატებას მოაქვს ფინანსური წარმატებაც.2-3 წელი ცოტას კიდე გავიჭირვებთ, აი მერე ფინანსურადაც გაცხოველდება კლუბი. წელს იღბალმა თუ წამოგვრხარა, ბიჭებმაც მაგრად მოინდომეს და ნახევარფინალი ვითამაშეთ,დაგლეჯს. იქნებ ლაკიგა გამოვაძროთ რამენაირად. 1-2 ტიტული გვინა წელსაც და ხოდზე ვართ.
    Culé [?]
    #4 Tuesday, 19:34
    1
    იქნება რაღაც
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 Tuesday, 16:54
    2
    ბართომეუ რომ მადრიდელების ჩანერგილი იყო, ვინმეს ეჭვი ეპარებოდა?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 Tuesday, 15:06
    2
    დან*რეული გვაქ კაროჩე
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    ფანი [?]
    #1 Tuesday, 14:54
    2
    ბოლო აბზაცზე გამეცინა, ტილმა ყველაფერი გაყიდა თუ რამეს შემოსავალი უნდა მოეტანა და ახლა რა გზას ეძებს ან რას იპოვის?