2008 წლის შემდეგ პირველად, ლა ლიგაში ქართველი ფეხბურთელის დებიუტი შედგა
ლა ლიგის გასულ ტურში, სადაც ერთმანეთს "ლევანტე" და "ბილბაო" დაუპირისპირდა, საინტერესო ფაქტის მომსწრენნი გავხდით. შეხვედრის მიწურულს, მოედანზე 21 წლის ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ქოჩორაშვილი გამოჩნდა.
ქოჩორაშვილი აქამდე "ლევანტეს" აკადემიაში ირიცხებოდა, "ბილბაოსთან" შეხვედრაში კი დაახლოებით 5 წუთი ითამაშა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ქართველი მოთამაშე, ვინც ლა ლიგაში ითამაშა, შოთა არველაძე გახლდათ (2007/2008 სეზონი), რომელიც ასევე "ლევანტეში" ასპარეზობდა.
მიმდინარე სეზონში "ლევანტეს" გავარდნა აღარ ემუქრება, ამრიგად, იმედი ვიქონიოთ, რომ ქოჩორაშვილს მომდევნო სეზონში უფრო ხშირად ვიხილავთ.
ეს სიახლე "ბარსელონას" არ ეხება, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ უყურადღებოდ ვერ დავტოვებდით.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]