რონალდ კუმანი "ელჩესთან" მატჩის შემდეგ

რონალდ კუმანი "ელჩესთან" მატჩის შემდეგ

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი "ელჩესთან" მოგებული თამაშის (3-0) შემდეგ კომენტარს აკეთებს.

ძალიან კონცენტრირებულები ვიყავით. როტაციებს მივმართეთ, რადგან ყოველ 3 დღეში ვთამაშობთ და ენერგიის სიმცირე გვაქვს.

მეორე ტაიმში გუნდი გაუმჯობესდა. როდესაც ბურთი მესისკენ მიგვაქვს, ბევრად უფრო სახიფათო მომენტს ვქმნით.

პედრის მსგავსი ფეხბურთელების ყოლა ყოველთვის მნიშვნელოვანია, რადგან მას სხვადასხვა პოზიციაზე თამაში შეუძლია. ამის გაკეთება მხოლოდ ჭკვიან მოთამაშეებს შეუძლიათ.

დემბელეს მოედანზე გამოსვლამ შეტევაში სიახლეები მოგვიტანა. მისი წყალობით უფრო სიღმიდან ვითამაშეთ.

პიანიჩი? მირალემმა ბურთით სისწრაფესა და პოზიციის მოძებნაზე უნდა იმუშაოს. როდესაც ფეხბურთელს ცვლი, იქმნება შთაბეჭდილება, რომ მან ცუდად ითამაშა, მაგრამ ეს ასე არაა.

როდესაც ვეტერან ფეხბურთელებზე ვსაუბრობ, მესის არ ვგულისხმობ, რადგან ის კვლავ ძალიან ეფექტურია. მან კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა.

გუნდის დამოკიდებულება მომეწონა. პირველ ტაიმში რომ ვერ გავიტანეთ, არ ნიშნავს იმას, რომ ცუდი პოზიცია გვქონდა. ზოგჯერ საქმე უბრალოდ კარგად არ მიდის. ადამიანები ვართ და არ მანქანები.

გრიზმანს დასვენება სჭირდებოდა, რადგან მან ბევრჯერ ითამაშა. უმარავ მატჩს ვატარებთ და ზოგჯერ დაღლილობა თავს იჩენს. სწორედ ამიტომ შემადგენლობაში დღეს ცვლილებები შევიტანეთ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 24 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #4 25 თებერვალი 2021 00:59
    5
    მოკლედ ისევ იგივე წუმპეშია გუნდი, ისევ მესიზე არის დამოკიდებული ყველა და არავის სხვას არ აქვს რაიმის შემნის უნარი სანამ ლეო არ მოინდომებს და არ ათამაშდება. კუმანი კიდე აშკარაა მიხვდა მე ვერაფერს ვუშველი და ჯანდაბას ისევ მესის სდიონო.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    ფანი [?]
    #3 25 თებერვალი 2021 00:53
    4
    ჩვეულებრივად ყვითელი შეიძლებოდა მაგრამ იქ რეალი იყო დ სხვანაირად როგორ შეიძლებოდა. მართლა ყელშია ეს სისაძაგლე.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 25 თებერვალი 2021 00:52
    6
    დემბუზუნას ამოაგდებს ტრინკაუ, როგორც ვატყობ.
    გულშემატკივარი [?]
    #1 25 თებერვალი 2021 00:47
    1
    ციტატა: Griezzy7
    რაზეე გააგდეს ის ატალანტას მცველი??? 🤔🤔🤔 ყელში ამოვიდა უკვე რა ეს მზეობები

    რატო დაა დარღვევაზე ნუ წითელი თუარა ყვითელს მაინც მიარჭობდაა .. მარა წითელი ნუ ისე რაა იყო