ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 26 აპრილი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 26 აპრილი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 26 აპრილს მოხდა.

თამაშები

26 აპრილს "ბარსელონას" 11-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 2 მატჩი მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 5 წააგეს.

1903 წელი

კატალონიის თასის ბოლო ტურში "ბარსელონამ" "ესპანიოლთან" 2-2 ითამაშა და "ბლაუგრანა" ტურნირის გამარჯვებული გახდა. საუკეთესო ბომბარდირი "ბარსას" კაპიტანი ჰანს გამპერი გახდა 21 გოლით. მე-2 ადგილზე გასულმა ფეხბურთელმა მხოლოდ 6 გოლი გაიტანა.

1942 წელი

გარდაიცვალა "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი (1903-1913) და მწვრთნელი (1926-1929) რომა ფორნსი.

1969 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი მცველი პაბლო ალფარო არმენგოტი. 1992/93 წლების სეზონში მან "ბლაუგრანას" მაისურით 12 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. კატალონიურ კლუბთან ერთად არმენგოტმა 1 ესპანეთის ჩემპიონატი, 1 ევროპის სუპერ თასი და 1 ესპანეთის სუპერ თასი მოიგო.

1973 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი თავდამსხმელი ოსკარ გარსია. 1990-1999 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 104 თამაში ჩაატარა და 30 გოლი გაიტანა. კატალონიურ კლუბთან ერთად გარსიამ 4 ესპანეთის ჩემპიონატი, 2 ესპანეთის თასი, 2 ევროპის სუპერ თასი, 1 ესპანეთის სუპერ თასი და 1 თასების მფლობელთა თასი მოიგო.

1990 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ნახევარმცველი ჯონათან დოს სანტოსი. 2008-2014 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 31 თამაში ჩაატარა. კატალონიურ კლუბთან ერთად დოს სანტოსმა 3 ესპანეთის ჩემპიონატი, 3 ესპანეთის სუპერ თასი, 1 ჩემპიონთა ლიგა, 1 ევროპის სუპერ თასი, 1 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და 1 ესპანეთის თასი მოიგო.

1991 წელი

83 წლის ასაკში გარდაიცვალა "ბარსელონას" ყოფილი ნახევარმცველი პატრისი არნაუ.

2017 წელი

"ოსასუნასთან" 7-1 მოგებულ შეხვედრაში ხავიერ მასკერანომ "ბარსელონაში" თავისი პირველი და ერთადერთი გოლი გაიტანა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 26 აპრილი 2021 14:44
    3
    სათაური უნდა შეცვალოთ და ჩაწეროთ, "ერთი დღე მასკერანოს ისტორიაში", იმ ერთადერთი გოლის გამო.
    ფანი [?]
    #5 26 აპრილი 2021 14:36
    0
    ციტატა: antonio
    დუგლასი

    თვითმფრინავში მიოღო დაზიანება საჯდომზე და ერთიც მგონი ძილის დროს გაიჭიმა ფეხი თუ რის დროს კაცმა არ იცის გავიღვიძე და მაწუხებდაო😁
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 26 აპრილი 2021 14:32
    1
    1903 წელი
    კატალონიის თასის ბოლო ტურში "ბარსელონამ" "ესპანიოლთან" 2-2 ითამაშა და "ბლაუგრანა" ტურნირის გამარჯვებული გახდა. საუკეთესო ბომბარდირი "ბარსას" კაპიტანი ჰანს გამპერი გახდა 21 გოლით. მე-2 ადგილზე გასულმა ფეხბურთელმა მხოლოდ 6 გოლი გაიტანა.
    ამის სახელზე 1929 წელს გაცემული დამსახურებული სოსიოს მოწმობა ვნახე 1 ნომერი. კამპ ნოუს მუზეუმში. ამ დროს უკვე აღარ იყო პრეზიდენტი ეტობა პენსიაზე რო გავიდა მაშინ დააწესეს დამსახურებული სოსიოს წოდება.
    ფანი [?]
    #3 26 აპრილი 2021 14:13
    1
    ციტატა: nika 54
    1990 წელი
    დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ნახევარმცველი ჯონათან დოს სანტოსი. 2008-2014 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 31 თამაში ჩაატარა. კატალონიურ კლუბთან ერთად დოს სანტოსმა 3 ესპანეთის ჩემპიონატი, 3 ესპანეთის სუპერ თასი, 1 ჩემპიონთა ლიგა, 1 ევროპის სუპერ თასი, 1 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და 1 ესპანეთის თასი მოიგო.
    აი ვინ არის იღბალა 31 თამაში და 10 ტიტული თანაც უმაღლესი ხარისხის, ანუ თითო ტიტულზე 3 თამაში ჩაუტარებია. გადაიღლებოდა საცოდავი.

    ეგ არაა მგონი რეკორდი ის ვინ იყო თამაშზე მეტი ტიტული რო ჰქონდა მოგებული? დუგლასი მგონი ექვს თამაშში შვიდი ტიტული თუ რაღაც ეგრე :დ
    ფანი [?]
    #2 26 აპრილი 2021 13:17
    0
    ციტატა: nika 54
    გადაიღლებოდა საცოდავი.

    კი აქ მის მერე დასრულებული კარიერა😁
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 26 აპრილი 2021 12:26