"ბარსელონა"–"პორტუ". სტატისტიკა "ბარსას" მხარესაა
დღეს გასამართი "უეფას" სუპერთასის გათამაშება "ბარსას" და "პორტუს" შორის გამართული მე–8 მატჩი იქნება.წინა 8 შეხვედრიდან "ბარსამ" 4 მოიგო და 3 წააგო.ბურთების შეფარდება 13:9.
ეს ორი კლუბი ჩემპიონთა თასის გათამაშებაში 3 ჯერ შეხვდა ერთმანეთს:1985–86,1993–94,1999–00 წლების სეზონში. ტერი ვენეიბლზის გუნდმა 1985–86 წლების სეზონში სტუმრად გატანილი გოლის წყალობით დასძლია "პორტუს" ბარიერი. პირველი მატჩი "კამპ ნოუზე" "ბარსას" 2:0 ჰქონდა მოგებული,მეორეში კი 1:3 დამარცხდა.
1994 წლის ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ნახევარფინალში "დრიმ თიმმა" რონალდ კუმანისა და ხრისტო სტოიჩკოვის გოლებით შესძლო მეტოქის დამარცხება და ფინალში გასვლა.
2000 წელს ჯგუფურ ეტაპზე "ბარსამ" პირველი მატჩი 4:2 მოუგო პორტუგალიელებ., დუბლი რივალდომ შეასრულა,თითო–თითო გოლი კი ფრანკ დე ბურის და პატრიკ კლუივერტის ანგარიშზეა. სტუმრად რივალდომ და აბელარდომ გამოიჩინეს თავი. 0:2 "ბარსას" სასარგებლოდ.
პირველი შეხვედრა ამ ორ კლუბს შორის შორეულ 1972– 73 წელს "უეფას" თასზე შედგა,ორივე მატჩი "პორტუმ" მოიგო 0:1 და 1:3.
აღსანიშნავია, რომ სწორედ პორტუგალიური კლუბი იყო პირველი, რომელთანაც ლიონელ მესიმ პირველი მატჩი ჩაატარა "ბარსელონას" პირველ გუნდთან ერთად. 8 წლის წინ, როდესაც ლეო ჯერ კიდევ 16 წლის იყო, 2003 წლის 16 ნოემბერს არგენტინელ დებიუტი ჰქონდა ამხანაგურ მატჩში. ეს ჯერ კიდევ 1 წლით ადრე იყო, სანამ იგი პირველ ოფიციალურ მატჩს ჩაატარებდა ესპანიოლის წინააღმდეგ 2004 წლის ოქტომბერში.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]