ჟოან გარსიას სეივი იანვრის თვის საუკეთესოდ დასახელდა

ჟოან გარსიას სეივი იანვრის თვის საუკეთესოდ დასახელდა

ესპანურმა ლა ლიგამ "ბარსელონას" მეკარის ჟოან გარსიას ბრწყინვალე სეივი, რომელიც მან კატალონიურ დერბიში, "ესპანიოლთან" დაპირისპირებაში (0-2), შეასრულა, იანვრის თვის საუკეთესოდ დაასახელა.

პრიმერა დივიზიონის მე-18 ტურში "ესპანიოლთან" სტუმრად გარსიამ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, თამაშის 39-ე წუთზე კი პერე მილიას რთული დარტყმა მოიგერია, რითიც ის თვის საუკეთესო სეივის ჯილდოს გამარჯვებული გახდა.

"ბარსაში" გადმოსვლის შემდეგ ჟოან გარსიამ ლა ლიგის თვის საუკეთესო სეივის ჯილდო უკვე მეორედ მოიგო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 გუშინ, 02:33
    0
    ციტატა: me da barca
    ამის ასაკში კუტუა დირკა იყო ამასთან შედარებით. მესიმ ორჯერ გადირკა ჩელსის კარში, რომ იდგა. მე არ მახსოვს ასეთი ძლიერი მეკარე ბარსაში თუ თამაშობდა. პასებშიც შეცდომას არ უშვებს შტეგენისგან განსხვავებით. რამდენჯერ მიქარა ვინ იცის და შიშით აღარ ვიყავი როცა პასს აძლევდა.

    ატლეტიკოშიც მაგრა დირკავდა. ორმეტრიან კაცს თავზე უგდებდა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 Wednesday, 22:46
    0
    ამის ასაკში კუტუა დირკა იყო ამასთან შედარებით. მესიმ ორჯერ გადირკა ჩელსის კარში, რომ იდგა. მე არ მახსოვს ასეთი ძლიერი მეკარე ბარსაში თუ თამაშობდა. პასებშიც შეცდომას არ უშვებს შტეგენისგან განსხვავებით. რამდენჯერ მიქარა ვინ იცის და შიშით აღარ ვიყავი როცა პასს აძლევდა.
    Culé [?]
    #5 Wednesday, 20:32
    2
    უმაგრესი მეკარე გვყვავს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 Wednesday, 20:12
    0
    Nadiria
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 Wednesday, 14:29
    5
    აქამდე რაც ითამაშა იდეალურად ერგება გუნდის ფილოსოფიას, კარის ხაზზე კი ვხედავთ რა მხეციც არის, უფრო ფეხით თამაშია ხოლმე ბარსაში მეკარის არჩევის მთავარი კრიტერიუმი და მანდაც ძალიან დამაჯერებელია, შტეგენიც კარგი იყო ფეხით თამაშში მაგრამ ბოლოს მანდაც აურია, გარსია კიდევ ძალიან დამაჯერებელია, პასების სიზუსტითაც და დროული მოქმედებითაც, ბოლო თამაშებში კი თითქოს უფრო რისკავდა რომ ფორვარდებს უფრო ახლოს მისვლას აცდიდა და მერე გაუშვებდა ბურთს წინ, თუმცა სიტუაციას აკონტროლებს ყველა მომენტში და არასდროს არაა გამოთიშული თამაშიდან რაც ძალიან მომწონს. აქედანვე შემიძლია ბოლო წლების მინიმუმ ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსფერი ვუწოდო თუ რათქმაუნდა ასე გააგრძელებს მომავალ წლებშიც
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 Wednesday, 14:22
    3
    რეალის ფანებისთვის მაინც კურტუაა მეფე.
    გულშემატკივარი [?]
    #1 Wednesday, 12:17
    5
    უდიდესი პოტენციალი აქვს გახდეს კურტუასნაირი დომინანტი მეკარე თავის თაობაში მომდევნო დეკადის მანძილზე. მომენტებში შეცდომების დროს გამოცდილების არქონა ეტყობა ხოლმე.
    --------------------
    ფეხბურთი მარტივია, მაგრამ რთულია ის მარტივად ითამაშო