ჰანსი ფლიკი ლა ლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა
ლა ლიგამ ოქტომბრის თვის საუკეთესო მწვრთნელის ვინაობა დაასახელა და როგორც მოსალოდნელი იყო, ეს "ბარსელონას" დამრიგებელი ჰანსი ფლიკია.
გერმანელი სპეციალისტის მიერ გაწვრთნილმა "ბარსამ" ოქტომბრის თვეში ლა ლიგაში 3 თამაში ჩაატარა და სამივე მარტივად მოიგო. კატალონიელებმა ჯერ "ალავესი" გაანადგურეს 3-0, შემდეგ "სევილია" 5-1, ბოლოს კი "რეალ მადრიდი" 4-0.
ჰანსი ფლიკი ჯერ 3 თვეა, ლა ლიგაში მუშაობს და ის თვის საუკეთესო მწვრთნელად უკვე მეორედ დასახელდა. პირველად მან ეს ჯილდო აგვისტოში მიიღო.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 24 ]