ოსტეოპოროზი - საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ფუნქციის მოშლის ყველაზე ხშირი მიზეზი

ოსტეოპოროზი - საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ფუნქციის მოშლის ყველაზე ხშირი მიზეზი

ოსტეოპოროზი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა მრავალ დაავადებათა შორის, რომელსაც სრულიად “ჩუმად” შეუძლია ადამიანის ცხოვრების ხარისხის შემცირება. სიტყვა  ოსტეოპოროზი პირდაპირი მნიშვნელობით ნიშნავს “ფოროვან, ფაშარ ძვალს”, რაც სრულიად აღწერს ამ სნეულების შინაარს.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ავადმყოფობა, რომლის დროსაც მოტეხილობის მიზეზი შესაძლებელია გახდეს უბრალო ტრავმა (დაცემით ან ფიზიკური ზემოქმედებით გამოწვეული) ან ძლიერი დახველებაც კი.

დღესდღეობით, საქართველოში ყოველ 50 წელს გადაცილებული ქალებიდან ყოველი მესამე, ხოლო 60 წელს გადაცილებული ყოველი კაცებიდან მეხუთე, ამ დაავადებით იტანჯება. საინტერესოა ის, თუ რა ახდენს ოსტეოპოროზის განვითარების პროვოცირებას, ანდა რა არის თვითონ ოსტეოპოროზი და როგორ შეუძლია ისეთი მტკიცე სტრუქტურის მარტივად დაშლა, როგორიც არის ადამიანის ძვალი?

რა არის ოსტეოპოროზი?

ადამიანის ძვალი მიეკუთვნება იმ ორგანოთა სიას, რომელიც მუდმივ განახლების პროცესშია ჩართული. წლების განმავლობაში ჩვენს ორგანიზმში ხდება უჯრედების კვდომა და შემდგომ მათი თავიდან წარმოქმნა. ეს მოვლენა, რაღა თქმა უნდა, ახალგაზრდა სხეულში უფრო სწრაფად და მარტივად მიმდინარეობს, თუმცა როდესაც ასაკი გვემატება, ნივთიერებათა ცვლის პროცესი ნელდება და ხშირად ირღვევა კიდეც.    ყოველივე დამოკიდებულია, როგორც გარეგან ისე შინაგან ფაქტორებზე, რაზეც მოგვიანებით ვისაუბრებთ.

დაავადება, რომელიც წარმოიქმნება ჰორმონალური, მეტაბოლური  დისბალანსით, ანდაც გენეტიკური წინასწარგანწყობით, მომავალში იწვევს ჩვენი ძვლების სიმყიფისა და მტვრევადობის რისკის ზრდას. ოსტეოპოროზი სწორედ ისეთი პროცესის დარღვევის შედეგად ვითარდება.

ოსტეოპენია და ოსტეოპოროზი

მედიცინა ოსტეოპოროზის დასაწყის ეტაპს ოსტეოპენიას უწოდებს. ეს დაავადებაც ისევე როგორც ოსტეოპოროზი ძვლის მყიფობაზე მიუთითებს, რაც ასევე გამოწვეულია ძვლის მინერალური სიმკვრივის შემცირებით, თუმცა შედარებით მსუბუქი ფორმით. დემინერალიზაცია და დეკალციფიკაცია კი ნებისმიერ სტადიაზე ძვალს ასუსტებს. 

რა თქმა უნდა, ოსტეოპენია ყოველთვის ოსტეოპოროზის განვითარებით არ მიმდინარეობს, თუმცა უმეტესწილად, მისი გართულების ერთ-ერთი უმძიმესი ფორმა სწორედ ოსტეოპოროზია, ამიტომ დაავადება რომ არ გართულდეს, აუცილებელია დროული დიაგნოსტიკა და შესაბამისი მკურნალობის ჩატარება.

როგორია დაავადების სიმპტომები — რა უნდა ვიცოდეთ

ვინაიდან დაავადება იწვევს ხშირ მოტეხილობას, რაც საკმაოდ მტკივნეული პროცესია, ალბათ იფიქრებთ, რომ დაავადება, განვითარების პროცესშიც, დიდ ტკივილთან ასოცირდება, ამიტომ მისი შემჩნევა და დიაგნოსტირება მარტივი იქნება.  თუმცა ეს ასე სულაც არ არის.

ოსტეოპოროზი დროში გაწელილი პროცესიაა. ნელ-ნელა და შეუმჩნევლად ვითარდება, რის გამოც საწყის ეტაპზე რთულია იმის შემჩნევა, რომ რაიმე გჭირთ.  შეიძლება ითქვას, რომ დაავადებას უსიმპტომო განვითარება ახასიათებს, სანამ იგი უკიდურეს ზღვარს არ მიაღწევს. ეს კი ხშირი მოტეხილობებია, ყოველგვარი ტრავმისა თუ მექანიკური ზეწოლის გარეშე.

და მაინც, საინტერესო კითხვად რჩება, როგორ შეიძლება დროულად იმის მიხვედრა, რომ ოსტეოპოროზი გაქვთ.

დაიმახსოვრეთ ნიშნები, რომლებიც ოსტეოპოროზის სავარაუდო არსებობაზე მიგვანიშნებს და ამ შემთხვევაში სასურველია მიმართოთ ექიმის, რომ დროულად ჩაიტაროთ მკურნალობა.

  • აღნაგობის ცვლილება და სიმაღლეში კლება
  • წელში მოხრა და მუცლის წინ წამოწევა
  • ხანგრძლივი, ყრუ ტკივილი ხერხემლის არეში.
  • ხშირი მოტეხილობები განსაკუთრებით- ხერხემლის, მხრის, წინამხრის, ბარძაყის არეში.

რა იწვევს ოსტეოპოროზს — განვითარების მიზეზები 

თანამედროვე სამყაროში, მედიცინის დარგის ასეთი განვითარების მიუხედავად, დღემდე არ არის დადგენილი  ოსტეოპოროზის გამომწვევი ზუსტი მიზეზი. თუმცა, არის მრავლობითი ჩამონათვალი იმ რისკ-ფაქტორებისა, რომლებიც ახდენენ ამ დაავადების პროვოცირებას. თვალსაჩინოებისთვის უმჯობესია გამოვყოთ სამი უმთავრესი ფაქტორი:

  • გენეტიკური წინასწარგანწყობა;
  • D-ვიტამინის მძიმე დეფიციტი;
  • მენოპაუზა (რადგან მენოპაუზის დროს მიმდინარეობს ჰორმონალური დისბალანსი).

ამას გარდა ასევე  გასათვალისწინებელია,  რომელ ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნებით და ეწევით თუ არა ჯანსაღი ცხოვრების წესს.

ალბათ, არ არის გასაკვირი, რომ ალკოჰოლის, თამბაქოს ხანგრძლივი მოხმარება, ჭარბი წონა  და უმოძრაო ცხოვრების სტილი ისეთივე წინაპირობაა ოსტეოპოროზის განვითარების, როგორც სხვა მრავალი დაავადების შემთხვევაში.

65 წელს გადაცილებული ადამიანები ყველაზე ხშირად ავადდებიან ამ დაავადებით. ამიტომ საჭიროა მათი უზრუნველყოფა ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი საკვებით. რაც შეეხება სხვა რისკ-ფაქტორებს, შეგვიძლია რამდენიმე ჯგუფად  დავყოთ:

  • ენდოკრინული სისტემის დაავადებები;
  • თირეოტოქსიკოზი (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოშლა);
  • ჰიპერგონადიზმი (სასქესო ჰორმონების ჭარბი რაოდენობით წარმოქმნა);
  • კუშინგის დაავადება ( ჰორმონ კორტიზოლის სიჭარბე);
  • პირველადი ტიპის შაქრიანი დიაბეტი;
  • ჰიპერპარათირეოზი ( პარატჰორმონის ჭარბი რაოდენობით სინთეზი);
  • სისხლის დაავადებები, რომლებსაც ახლავს ოსტეოპოროზს;
  • ლიმფომა (სისხლწარმომქმნელი ქსოვილების ავთვისებიანი დაავადება);
  • ლეიკემია;
  • თალასემია (დაავადება, რომლის დროსავ იშლება ერითროციტის სტრუქტურა);
  • იმ ჯგუფის პრეპარატების ხანგრძლივი მოქმედება, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს ოსტეოპოროზი;
  • ალუმინის შემცველი პრეპარატები;
  • თირეოიდული ჰორმონები;
  • დიურეზული საშუალებები;
  • გონადოტროპინ რილიზინგ ჰორმონის აგონისტები;
  • იმუნოდეპრესანტები;
  • ანტიკონვულსანტები;
  • გლუკოკორტიკოიდები;
  • რევმატოიდული და ქრონიკული  დაავადებები ოსტეოპოროზის განვითარების წინაპირობა;
  • რევმატოიდული ართრიტი (ავტოიმუნური დაავადება, რომელიც აზიანებს სახსრების სტრუქტურას);
  • თირკმლის უკმარისობა;
  • სისტემური წითელი მგლურა (ავტოიმუნური დაავადება, ხასიათდება მწვავე და ქრონიკული ანთებითი პროცესებით);
  • ფანკონის სინდრომი (ამ დროს ზიანდება თირკმლის მილაკოვანი სისტემა);
  • ბეხტერევის დაავადება (ხერხემლის ქრონიკული ანთებითი დაზიანება).

მენოპაუზა და ოსტეოპოროზი 

ოსტეოპოროზის განვითარების განსაკუთრებით  დიდი რისკია 45 წელს გადაცილებულ ქალბატონებში, რომლებსაც მენოპაუზის პერიოდი ეწყებათ. სასქესო ჰორმონების დისბალანსი, კერძოდ ესტროგენების ფიზიოლოგიური დეფიციტი,ქალის ორგანიზმში  იწვევს მეტაბოლურ დარღვევებს, რასაც საბოლოოდ მივყავართ ძვლოვანი ქსოვილის გაღარიბებასთან -  კალციუმისა და ფოსფატის მარილებისგან.

პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზი 

პოსტმენოპაუზური პერიოდში ქალის ძვლოვანი სისტემა კიდევ უფრო დასუსტებულია, რადგან ორგანიზმში შემცირებულია ესტროგენების რაოდენობა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ძვალში  უფრო დიდი რაოდენობით ძვლოვანი ქსოვილი შთაინთქმება, ვიდრე წარმოიქმნება, რის გამოც  ძვლოვანი არქიტექტონიკა ირღვევა და ძვალი სუსტდება.

აქედან გამომდინარე, თუკი მიეკუთვნებით ამ ასაკობრივ ჯგუფს და ხართ მენოპაუზის ფაზაში ან პოსტმენოპაუზურ პერიოდში, გირჩევთ კონსულტაციის მიზნით მიაკითხოთ ექიმს, რათა  პრევენციის მიზნით,  ადრეულ ეტაპზე მოხდეს დიაგნოსტირება და, აქედან გამომდინარე, იზრუნოთ სწორი საკვებისა და დანამატების მიღებაზე.

როგორ ადგენენ დაავადებას — დიაგნოსტიკის გზები

ხშირად დიაგნოსტირების პროცესი დიდ პრობლემებთან არის დაკავშირებული როგორც პაციენტისთვის, ასევე სამედიცინო პერსონალისთვის. თუმცა ოსტეოპოროზის შემთხვევაში სხვა სურათს ვხვდებით. დიაგნოსტირების მთავარ მეთოდი უპირველეს ყოვლისა მიჩნეულია ანამნეზის (პაციენტის ისტორიისა და სიმპტომატიკის) შეკრება რამდენიმე ლაბორატორიულ და რადიოლოგიურ კვლევასთან ერთად. ვინაიდან პაციენტების უმეტესი ნაწილი ექიმს მიმართავს მაშინ, როდესაც უკვე მოტეხილობის შემთხვევები იზრდება, პირველი კვლევა რაც ენიშნება, არის რენტგენი. ეს არის დიაგნოსტირების მეთოდი, რომელიც გვეხმარება მარტივად დავადგინოთ ძვლის დაზიანება კონკრეტულად რა მონაკვეთშია, რა ტიპის და რა ხარისხისაა. ამის განსაზღვრის შემდეგ, თუ კი პაციენტი ანამნეზში აღნიშნავს ხშირ მოტეხილობას, რაიმე ტრავმული ფაქტორის გარეშე, ექიმს უკვე შეუძლია ეჭვი მიიტანოს ისეთ დაავადებაზე, როგორიც არის ოსტეოპენია და ოსტეოპოროზი.

მეცნიერებმა დროთა განმავლობაში შეიმუშავეს ძვლის მინერალური სიმკვრივის განსაზღვრის მეთოდი არაინვაზიური რადიაციული დასხივების საშუალებით, ე.წ. დენსიტომეტრიული კვლევა, რომელიც საშუალებას იძლევა ადრეულ ეტაპზე დადგინდეს არის თუ არა თქვენი ძვლოვანი სისტემა ოსტეოპოროზული დაავადებისკენ მიდრეკილი. ამავდროულად სასურველია ჩატარდეს შემდეგი ლაბორატორიული კვლევები:

სისხლის შრატში კალციუმისა და ფოსფატის განსაზღვრა

ტუტეფოსფატაზას განსაზღვრა

კრეატინინის კლირენსი (გვიჩვენებს თირკმლის ფუნქციის ხარისხს)

სისხლის საერთო ანალიზი

როგორ მკურნალობენ ოსტეოპოროზს?

ვიდრე მკურნალობაზე დავიწყებდეთ საუბარს, დასაწყისშივე აღვნიშნავთ, რომ თვითმკურნალობა დაუშვებელია როგორც სხვა ყველა დაავადების დროს, ისე ოსტეოპოროზის შემთხვევაში.

თუკი თქვენ იტანჯებით ამ ტიპის საყრდენ-მამოძრავებელი დაავადებით, ხერხემლისა და სახსრების გაუსაძლისი ტკივილით, უპირველეს ყოვლისა მიმართეთ ექიმს, რათა მოახდინოთ დაავადების დროული და ადეკვატური დიაგნოსტირება. შემდგომ ეტაპზე კი შესაბამისი დარგის ექიმი დაგინიშნავთ ისეთი ტიპის პრეპარატებს, რომლებიც შეიცავს კალციუმს, მიკროელემენტებსა და D ვიტამინის კომპლექს. იმ შემთხვევაში თუ თქვენი დაავადება შორს წასულ ფაზაშია, ხშირად საჭიროება მოითხოვს დამატებითი მედიკამენტური მკურნალობის დანიშვნას.

გერმანიაში წარმოებული Teraflex - ტერაფლექსი პლუსი 60 კაფსული, რომლის შეძენასაც პსპ-ს სააფთიაქო ქსელში შეძლებთ,  სწორედ იმ მედიკამენტური ჯგუფის წარმომადგენელია, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ძვალ-სახსროვანი დაავადების სამკურნალოდ. მისი ძირითადი ჩვენებაა: ოსტეოპოროზი, ოსტეოარტროზი (ნივთიერებათა ცვლის მოშლით მიმდინარე რევმატული დაავადება, რომელიც იწვევს სახსრის ხრტილოვანი ქსოვილის დეგენერაციას),  სპონდილოზი (ხერხემლის ოსტეოართრიტია, რომელიც დისკოგენური ცვლილებებით არის გამოწვეული), ოსტეოქონდროზი, მუხლზედა ქონდრომალაცია  (ხრტილის ქსოვილოვანი ცვლილება, რაც ხასიათდება მისი პროგრესული დარბილებით და ეროზიით, რასაც თან ახლავს სახსრების დეფორმაცია) და მოტეხილობა.

შეგვიძლია თუ არა დაავადების პრევენცია? 

როდესაც საქმე ეხება ოსტეოპოროზის პრევენციის გზებს, უმჯობესია საუბარი დავიწყოთ ბავშვობის ასაკიდან, რადგან მტკიცე ძვლის ჩამოყალიბება სწორედ ამ პერიოდიდან იწყება და პიკს 25-30 წლის ასაკში აღწევს. 

სწორედ ამ მიზეზის გამო, მცირეწლოვანთა კალციუმით, ცილებით, მინერალებითა და ვიტამინებით მდიდარი საკვების მიწოდება  უმნიშვნელოვანესია. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორ კვებასა და ოსტეოპოროზს შორის უკუკავშირის პრინციპი მოქმედებს, თუმცა ამასთანავე არ უნდა დაგვავიწყდეს ფიზიკური აქტივობის როლი ჯანსაღი ძვლოვანი სტრუქტურის ჩამოყალიბებაში. ზრდასრულთათვის კი ამ ყველაფერთან ერთად საჭირო ხდება კალციუმისა და  D ვიტამინის დანამატის სახით მიღება, რა თქმა უნდა, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

არ დაგავიწყდეთ, მავნე ნივთიერებები - ნიკოტინი და ალკოჰოლი, განსაკუთრებით ასაკში, თქვენი ძვლოვანი სისტემის ერთ-ერთი მთავარი მტერია. ამიტომ სწორი კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი თქვენი საყრდენი სისტემის ოსტეოპოროზისგან დაცვის მთავარი მექანიზმია.

სარეკლამო სტატია

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 Wednesday, 21:33
    0
    ეს რა არის, სამედიცინოზე აპირებს ვინმე მწერალი და აქ ემზადება თუ რა ხდება?

    ციტატა: ChuxrELia
    ბიჭო ის მაინც დაწერეთ ბარსას რომელ ფეხბურთელს აწუხებდა ან აწუხებს ეს დაავადება 😃 ბოლოს და ბოლოს ბარსას ფანკლუბის საიტია ხო?! ისიც გვითხარით მენოპაუზა რომელ ჩვენ ფეხბურთელს დაეწყო რო ვიცოდეთ, საჭირო ინფოა 🙃

    მენოპაუზა ქალური დაავადებაა(ფაქტიურად სიბერეს ნიშნავს) და მეეჭვება ბარსას ქალებს სჭირდეთ ეგ, ნუ მაქსიმუმ იმ ქალს ადმინისტრაციაში რო ყავთ და ხანდახან ზამენების დროს რო რაღაც ქაღალდებით დარბის ხოლმე.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 Wednesday, 18:38
    2
    სპორტულ-გამაჯანსაღებელი საიტი.
    Culé [?]
    #7 Wednesday, 13:56
    3
    რეკლამები არ მაღიზიანებდა ისე როგორც ახლა ეს სტატია… რა მზეობაა ეს ფუ მო&₾@&₾
    Culé [?]
    #6 Wednesday, 13:11
    0
    რეკლამები არ იყო ისე საკმარისი?:დდდდ
    Culé [?]
    #5 Wednesday, 08:55
    3
    ციტატა: ChuxrELia
    ბიჭო ის მაინც დაწერეთ ბარსას რომელ ფეხბურთელს აწუხებდა ან აწუხებს ეს დაავადება 😃 ბოლოს და ბოლოს ბარსას ფანკლუბის საიტია ხო?! ისიც გვითხარით მენოპაუზა რომელ ჩვენ ფეხბურთელს დაეწყო რო ვიცოდეთ, საჭირო ინფოა 🙃

    smile smile smile smile smile smile smile smile smile smile smile smile smile


    ეს სტატია არის ამ გვერდის გაფარჩაკების ბოლო ლურსმანი smile
    Culé [?]
    #4 23 დეკემბერი 2025 23:49
    0
    🤣🤣🤣🤣🤣
    Culé [?]
    #3 23 დეკემბერი 2025 23:40
    0
    ბარსა კლინიკ-მედიკალიც გავხდით, დ-ვიტამინის რეკლამაა თუ რა ხდება? ყველაზე შეუსაბამო და იდიოტური სტატია ამ გვერდზე!!! სხვა არაფერი ხდება კლუბის თავს? მწერლებო გარეკეთ?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 23 დეკემბერი 2025 22:08
    3
    მადლობა ამ საინტერესო ინფორმაციის ტრა*ში ძალით შერჭობისთვის😁
    ფანი [?]
    #1 23 დეკემბერი 2025 21:01
    6
    ბიჭო ის მაინც დაწერეთ ბარსას რომელ ფეხბურთელს აწუხებდა ან აწუხებს ეს დაავადება 😃 ბოლოს და ბოლოს ბარსას ფანკლუბის საიტია ხო?! ისიც გვითხარით მენოპაუზა რომელ ჩვენ ფეხბურთელს დაეწყო რო ვიცოდეთ, საჭირო ინფოა 🙃