ისტორიაში პირველად, მესის გარეშე...
"ბარსელონამ" 2025 წელი წარმატებით დაასრულა. კატალონიურმა კლუბმა ზედიზედ 7 თამაში მოიგო, რაც გასული წლის მარტ-აპრილის შემდეგ პირველად მოხდა. შედეგად ჰანსი ფლიკის გუნდი ლა ლიგას დამაჯერებლად ლიდერობს, ასევე სიტუაცია გამოასწორა ჩემპიონთა ლიგაზეც.
მიმდინარე წელს "ბარსელონამ" 60 თამაშში 169 გოლი გაიტანა. კლუბს ასეთი შედეგი მხოლოდ მაშინ ჰქონდა, როდესაც გუნდში ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი თამაშობდა. მესისთან ერთად ამაზე მეტი გოლი ერთ კალენდარულ წელში "ბლაუგრანამ" 4-ჯერ გაიტანა: 180 გოლი 2015 წელს, 175 გოლი 2012 წელს, 174 გოლი 2016 წელს და 170 გოლი 2011 წელს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 17 ]