ანდრეას კრისტენსენი ვილიარეალთან არ ითამაშებს
დღეს "ბარსელონა" 2025 წლის ბოლო მატჩში გიორგი მიქაუტაძის "ვილიარეალს" სტუმრად დაუპირისპირდება. როგორც ცნობილი გახდა, "ბლაუგრანას" ცენტრალური მცველი ანდრეას კრისტენსენი თამაშს გამოტოვებს, რისი მიზეზიც ტრავმაა.
ბარსელონელი ჟურნალისტის ჩავი ლემუსის ინფორმაციით, 29 წლის დანიელმა უკანახაზელმა გუშინდელ ვარჯიშზე მუხლი დაიზიანა, რის გამოც ის დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
ჰანსი ფლიკმა დაადასტურა, რომ სიფრთხილის მიზნით არ ითამაშებს პედრი. "ბლაუგრანას" ასევე არ ეყოლება გავი და დანი ოლმო.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]