გოლი ლა ლიგის ზედიზედ 37 თამაშში
"ოსასუნასთან" გუშინ გამართული თამაში (2-0) ლა ლიგის ზედიზედ 37-ე შეხვედრა იყო, რომელშიც "ბარსელონამ" გოლის გატანა მოახერხა.
უკვე ერთი წელია, ჰანსი ფლიკის გუნდი ესპანეთის ჩემპიონატის ყველა მატჩში გატანას ახერხებს. 2024 წლის 14 დეკემბერს კატალონიელებმა "ლეგანესს" უმასპინძლეს და 0-1 წააგეს. მას შემდეგ უკვე 37 თამაშია, "ბლაუგრანას" ყოველთვის გააქვს.
"ბარსამ" საკუთარ ისტორიაში მე-2 საუკეთესო შედეგი გაიმეორა. 2018 წლის თებერვლიდან 2019 წლის თებერვლამდე ერნესტო ვალვერდეს "ბარსელონამ" გოლი ლა ლიგის ზედიზედ 37 თამაშში გაიტანა.
საკლუბო რეკორდამდე ჯერ კიდევ ძალიან შორია. 2012 წლის იანვრიდან 2013 წლის სექტემბრამდე ჯერ პეპ გვარდიოლას, შემდეგ კი ტიტო ვილანოვას "ბარსამ" გოლი ლა ლიგის ზედიზედ 64 თამაშში გაიტანა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 5 ]