ოფიციალურად: ინიაკი პენია კონტრაქტს ახანგრძლივებს და ელჩეში მიდის
"ბარსელონას" ესპანელმა მეკარემ, ინიაკი პენიამ კატალონიურ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა "ბლაუგრანას" მაისურით მას, დიდი ალბათობით, მაინც ვეღარ ვიხილავთ.
ცოტა ხნის წინ გაკეთებული ოფიციალური განცხადებიდან ირკვევა, რომ "ბარსელონამ" და პენიამ ხელშეკრულება 2029 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივეს. იმავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 26 წლის მეკარე მომდენო სეზონში "ელჩეში" იჯარის წესით ითამაშებს.
ფეხბურთელის იჯარით გაშვების წინ მასთან კონტრაქტის განახლების მიზეზი ისაა, რომ პენიას ხელშეკრულებას ვადა მომდევნო წელს გასდიოდა და "ბარსა" მას უფასოდ დაკარგავდა. ახლა კი, "ელჩეში" თავის კარგად წარმოჩენის შემთხვევაში, ინიაკი, შესაძლოა, სარფიანად გაიყიდოს.
ინიაკი პენია "ლა მასიას" აღზრდილია. ის "ბარსელონაში" 2012 წლიდან ირიცხება. კატალონიელთა პირველ გუნდში ესპანელმა 45 თამაშის ჩატარება მოასწრო, 65 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 11-ჯერ შეინახა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]