პარი სენ-ჟერმენს ინიაკი პენიას უფასოდ დამატება უნდა

პარი სენ-ჟერმენს ინიაკი პენიას უფასოდ დამატება უნდა

"ბარსელონას" ახალგაზრდა მეკარეს, ინიაკი პენიას მსურველი საფრანგეთში გამოუჩნდა. 23 წლის ფეხბურთელის უფასოდ დამატებით დაინტერესებული "პარი სენ-ჟერმენია".

პენია "ბარსელონას" სკოლის აღზრდილია. ის კატალონიურ კლუბში 10 წელია, ირიცხება, თუმცა "ბლაუგრანას" პირველი გუნდის მაისურით ჯერ ერთი შეხვედრაც არ ჩაუტარებია.

გასულ სეზონში ინიაკი "გალათასარაიში" იყო განათხოვრებული და თურქულ გუნდში მან თავი კარგად წარმოაჩინა. იმავე დროს "გალას" სპორტული მრჩეველი იყო ლუის კამპოსი, რომელიც ცოტა ხნის წინ "პარი სენ-ჟერმენის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა.

AS-ის ცნობით კამპოსს ინიაკი პენიას ფეხით თამაში და რეაქცია მოსწონს და აპირებს, მას პარიზში გადასვლა შესთავაზოს. ინიაკი ჯიჯი დონარუმას რეზერვისტად განიხილება.

პენიას "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ იანვრიდან პსჟ-ს მასთან მოლაპარაკებების წარმოების უფლება ექნება, თუ, რა თქმა უნდა, მანამდე "ბარსა" ხელშეკრულებას არ გაუხანგრძლივებს.

ინიაკის მეორე მეკარედ ხედავს ჩავიც, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ გუნდმა ამჟამად ამ სტატუსის მქონე ნეტუ გუნდიდან გაუშვას.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 9 ივლისი 2022 22:46
    0
    ძალიან კარგი ბიჭია. ბარსა ბ - ში პენალტებს მაგრად იღებდა. ფეხით თამაში უვარგა და კარის ხაზზეც მშვენიერია.
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    გულშემატკივარი [?]
    #11 9 ივლისი 2022 21:32
    0
    მე ლიჩნად მომწონს ეს ბიჭი, გალაში საკმაოდ კარგი იყო, მეორე მეკარედ რო მიეცეს შანსი, ორ წელიწადში შტეგოს ნა*უიზე გაუშვებს 😆
    Culé [?]
    #10 9 ივლისი 2022 19:53
    0
    პენია მეორე მეკარე უნდა იყოს
    არნაუ ტენასი მესამე
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    ფანი [?]
    #9 9 ივლისი 2022 17:21
    0
    მშვენიერი, იმედია ნეტუს მაღალ ხელფასსაც მოვიშორებთ და პენია ან არნაუ ტენასი ეყოლება შტეგენს სკამზე რო მოუჭიროს და აკრიფოს ფორმა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 9 ივლისი 2022 17:16
    0
    პსჟ-ს მე პირადად უფასოდ ნაგავსაც არ მივცემ. უფასო შანდალა არ უნდა შეიხს?
    ფანი [?]
    #7 9 ივლისი 2022 16:23
    0
    მე პირადად არნაუ ტენასი მირჩევნია ამას, მეტი გამოცდილება აქვს თუნდაც ბარსა ბ_ში, გამოცდილება სათამაშო დროის სიმრავლით! თან კარგი კიპერია არნაუ!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 9 ივლისი 2022 15:05
    0
    და რატომ გაუშვებენ უფასოდ, ვითომ არ გაახანგრძლივებს? 10 წელია ბარსაში ირიცხება და დავიჯერო არაფერი აღარ აკავშირებს გუნდთან.
    Culé [?]
    #5 9 ივლისი 2022 13:19
    3
    შტეგენას რო ტრავმა ჰქონდა ნეტუმ კარგად ჩაანაცვლა ერთ ორ შეცდომას თუარ ჩავთვლით,რაც მარტო მისი ბრალი არ იყო მაგრამ დროარის წავიდეს და მეორე მეკარის სტატუსი პენიას დაუთმოს
    Culé [?]
    #4 9 ივლისი 2022 13:09
    4
    არანაირად, მეორე მეკარედ შესანიშნავია
    გულშემატკივარი [?]
    #3 9 ივლისი 2022 12:58
    5
    ამ ბიწს შნსი უნდა მისცენ აუცილებლად გაამართლებს გალათასარაიში კარგად ითამაშა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 9 ივლისი 2022 12:50
    3
    პენია უნდა დავიტოვოთ და როტაციაში ვათამაშოთ,ნმერე შტეგენიც მიხვდება რომ გარანტირებული არააქ სასტარტო და გამოფხიზლდება უფრო
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 9 ივლისი 2022 12:49
    4
    ახალ კონტრაქტს გაუფორმებენ და ეგაა
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid