“ეს დამუშავებული კომბინაცია იყო” — ერიკ გარსია რეალ მადრიდთან გატანილ გოლზე
რეალ მადრიდის დამარცხების (4-3) შემდეგ, ბარსელონას მცველმა, ერიკ გარსიამ მედიასთან ისაუბრა.
ცხადია, მატჩის სტარტი გეგმის მიხედვით არ წავიდა. ასეთი რამ რამდენჯერმე დაგვემართა. პირველი ტაიმი 0-2 რომ წაგვეგო, ისინი შეტევებს გააგრძელებდნენ, მაგრამ დავაქამბექეთ.
გატანისას დიდი სივრცე მქონდა, რადგან მეტოქე ყველას პერსონალურად მეურვეობდა, ჩვენ კი ვიცოდით, რომ ახლო ძელთან მე უნდა ვყოფილიყავი. სწრაფი პასი და… გავიტანე - ყველაფერი სწორედ ასე გვქონდა დამუშავებული.
ლამინზე რა უნდა ვთქვა… რამდენიმე სიტუაციაში ჩემთვის პასის გაკეთება შეეძლო, მაგრამ ამ ნაძირალამ ბურთი არ მომცა…
ვიმედოვნებ, ფლიკი პოზიციას აღარ შემიცვლის (იცინის). მიჩელთან (ჟირონას მწვრთნელი) მუშაობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო - მადლიერი ვარ, რადგან მან მაჩვენა, რომ უნივერსალური ფეხბურთელი ვარ.
რთული იყო, მაგრამ ელ კლასიკოში განაპირა მცველად ვითამაშე.
მთელი სეზონის განმავლობაში ვაჩვენეთ, რომ მოწინააღმდეგეზე ზეწოლა მოქმედებს და შეტევა შეგვიძლია - ჩვენი თავდამსხმელები ძალიან სწრაფები არიან და ამით სრულად ვსარგებლობთ.
— განაცხადა ერიკ გარსიამ.
რეალ მადრიდთან ქამბექი სწორედ გარსიას გოლით დაიწყო, საბოლოოდ კი ბარსამ “ლოს ბლანკოსს” პირველივე ტაიმში 4 ბურთი გაუტანა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]