ბარსელონა-ბენფიკა - ჰანსი ფლიკის მატჩისწინა პრესკონფერენცია
- თამაშის დრო: სამშაბათი, 11 მარტი, 21:45
ხვალ "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის განმეორებით მატჩში "ბენფიკას" უმასპინძლებს. კატალონიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა თამაშის წინ პრესკონფერენცია გამართა.
"ბლაუგრანა" შეხვედრას "არწივების" სტუმრად დამარცხების შემდეგ უპირატესობით ხვდება.
ექიმი მინიარო მოგვენატრება, მაგრამ ცხოვრება ზოგჯერ ასეთია. გვინდა, მისთვის ვითამაშოთ. ამ სიტუაციაში მის გამო გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი. კარლესი გუნდის ფაზლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. გვინდა, მისთვის მოვიგოთ.
ვფიქრობ, გუნდი ძალიან მძიმე სიტუაციას კარგად უმკლავდება. მატჩზე სრულად ვართ ფოკუსირებულები. ეს ამ დილით შევნიშნე. არცერთი ფეხბურთელი არ ფიქრობს, რომ დაპირისპირება უკვე მოგებულია და 1/4-ფინალში თამაში გარანტირებული გვაქვს.
მძიმე კვირა? ეს ყოველთვის ხდება. მაგალითად, როდესაც "ბაიერნთან" და შემდეგ "რეალ მადრიდთან" ვითამაშეთ, მსგავსად რთული კვირა გვქონდა.
ყველაფერი ბურთის ფლობას უკავშირდება. ბურთის კარგი ფლობა შეტევაშიც გვეხმარება და დაცვაშიც.
შჩესნი გამოცდილი მეკარეა. ის ძალიან გვეხმარება. ვოიცეხი შესანიშნავად თამაშობს.
დი მარია? არ ვისაუბრებ იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც არ ითამაშებენ. ანხელი ფანტასტიკური და ასაკის მიუხედავად, კვლავ ძალიან სახიფათო მოთამაშეა.
"ბენფიკა" ძალიან ძლიერი გუნდია. ბრუნუ ლახე შესანიშნავად მუშაობს. პორტუგალიელები მოედანზე ყოველთვის პრესინგს მიმართავენ და ამას ძალიან კარგად აკეთებენ. მათ ბევრი გასვლითი მატჩი მოიგეს.
რაფინია "ოქროს ბურთის" კანდიდატია. ის მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ გამოიყურება და ეს ძალიან კარგია. მისი თამაშის ხილვა შესანიშნავია. ბედნიერი ვარ, რომ რაფინია ჩვენს გუნდში იმყოფება და ამ დონეზეა.
ლევანდოვსკი საუკეთესო ფორმაშია. შაბათს მისი დასვენება გვქონდა გადაწყვეტილი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 19 ]