ფრენკი დე იონგის 250-ე მატჩი ბარსელონაში

ფრენკი დე იონგის 250-ე მატჩი ბარსელონაში

"სელტასთან" გამართული დრამატული მატჩი (4-3) "ბარსელონას" 27 წლის ნახევარმცველისთვის, ფრენკი დე იონგისთვის საიუბილეო აღმოჩნდა.

დე იონგმა "ბლაუგრანას" მაისურით 250-ე შეხვედრა ჩაატარა.

დე იონგი "ბარსაში" 2019 წლის ივლისში გადმოვიდა. მისი ოფიციალური დებიუტი 16 აგვისტოს "ბილბაოსთან" სტუმრად გამართულ მატჩში შედგა.

ფრენკიმ კატალონიური კლუბში 171 თამაში - ესპანეთის ჩემპიონატში, 42 - ჩემპიონთა ლიგაზე, 20 - ესპანეთის თასზე, 9 - ესპანეთის სუპერ თასზე, 8 შეხვედრა კი ევროპა ლიგაზე ჩაატარა. ნიდერლანდელმა შუახაზელმა 19 გოლი გაიტანა და 21 ასისტი გააკეთა. მან "ბარსელონასთან" ერთად ჯერჯერობით 4 ტიტული მოიგო - 1 ლა ლიგა, 1 ესპანეთის თასი და 2 ესპანეთის სუპერ თასი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 18 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #18 20 აპრილი 2025 16:20
    0
    ციტატა: araujo4
    გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ქრისტე აღსდგა!

    ჭეშმარიტად ძმაო!!! innocent
    საიტის ლეგენდა  [?]
    #17 20 აპრილი 2025 14:32
    1
    ნუ გარანტირებული არ უნდა ჰქონდეს ადგილი;
    თუ 50 ლიმონს გადაიხდიან, გავუშვებდი
    თუ არა და დავტოვებდი და ასე თუ ისე საჭიროა; აქვს გამონატებები
    საყრდენზე ბერნალი და კასადო როცა გყავს, ეს შემდეგი არჩევანია, უბრალო მიზეზით თუნდაც - არაა საყრდენი
    ცენტრალურ ნახევარმცველად - კლასიკური ცენტრალურია, ანუ უფრო გავის და ცოტა პედრის კონკურენტი, სადაც აგენს ამ ორთან;
    ფერმინი და ოლმო კი ერთმანეთს გაუცვლიან სათამაშო დროს;
    გუშინდელ მატჩში მე-2 გოლი აშკარად ამის კისერზე იყო და მე-3 გოლის ეპიზოდში, საყრდენი ზონა მიტივებული ჰქონდა, ც/მცველებთან ერთად მის კისერზეც იყო
    ფანი [?]
    #16 20 აპრილი 2025 13:55
    0
    ციტატა: Barca for life
    ციტატა: walker599
    შემდეგ წელს, ბერნალი და კასადო რო დაბრუნდებიან ბევრად მეტის გაკეთება მოუწევს ფრენკის რო სასტავში დადგეს, კასადოც უფრო გამოცდილი იქნება და ბერნალიც კონკურენცია ძალიან გაიზრდება და ძალიან კარგია, გავისაც ძალიან მოუწევს მომატება, გარანტირებული ადგილი მარტო პედრის ექნება, ერთი ისეთი მარჯვენა მცველი გვინდა ორივე ფლანგზე რო თამაშობს, კანსელუს სტილის და რაღათქმაუნდა 9 იანი. რეალურად 2 კარგი ტრანსფერი საკმარისია

    ჰუსეინი როა ესპანელი მცველი მე მაგ კაცზეც ვიჩალიჩებდი, კუბარსის გვერდით მომავლის დაცვა იქნებოდნენ, ინიგო ასაკშია და შემცვლელიც არ ყავს

    თუ ყველაფერი კარგად დალაგდა და ბერნალი ფორმაში დაბრუნდა, ბერნალი-პედრი-ოლმო იქნება ნახდაცვა როგორც ფლიკი აპირებდა ამ სეზონის დასაწყისში ბერნალის ტრავმა რომ არა.
    ტრანსფერებს რაც შეეხება, მხოლოდ 2 ტრანსფერით ვერ გამოვძვრებით, ვინგერიც აუცილებლად გვჭირდება რათა ხალხი დავასვენოთ და მეკარეც საჭიროა რადგან ამ შტეგენისა და შესნის იმედზე ჩემი მტერი იყოს.
    ჰუისენს რაც შეეხება ეგ პირწავარდნილი მადრიდისტაა და მაგათ ეჩალიჩება რახანია რომ წაიყვანონ, მაგრამ მადრიდი დაინტერესებული არაა. არადა გამოსასყიდი 50მ აქვს და კი გადაიხდიდა კაცი თან ამ არაუხოს გავყიდდით მაგ ფასად და ჰუისენს მოვიყვანდით მარა რავიცი..
    დეკუს ხელში ვაბშე რა იქნება კაცმა არ იცის..

    ხო ნუ ეხლა დე იონგი რო სკამზე იქნება და ბერნალი და ოლმო ძირითადში ეგ უბრალოდ მოსაზრებაა. ამ სეზონის სტარტს რო ახსენებ, დე იოგნს ტრავმა ქონდა და ვერანაირად ვერ ითამაშებდა. ბერნალი მეც ძაან მომეწონა რაც ითამაშა მაგრამ ესე გადაჭრით ვერ ვიტყვი ჯერ ვერაფერს. კასადომაც ისე დაიწყო რაღაც მომენტი ვფიქრობდი დე იონგს არ ააყენებს სკამიდან თქო მაგრამ მერე ისეთი ჩავარდნა დაეწყო რო უკან წამაყებინა ჩემი აზრები. ახალგაზრდა, გამოუცდელი, რომელსაც უმაღლეს დონეზე არ აქვს ნათამაშები საერთოდ, გამოვიდეს და ფრენკი სკამზე დასვას რთული იქნება. კი ვიცი შენ და ბევრ აქ მყოფს არ გევასებათ ფრენკი მაგრამ ფლიკიც და ალბათ ყველა მწვრთნელი ხედავს რა დონეც აქვს. მეკარეს მოყვანის ტრაკი კიდე არავის არ აქვს, რჩება შესნი ერთი სეზონიც და ეგ და შტეგენი იქნებიან კონკურენციაში. ეგ ალბათ გადაწყვეტილია. ფლანგის მცველს მოიყვანენ და ალბათ ვინმე შემტევს. ტოპ ტრანსფერი თითქმის გამორიცხულია ისე გვიჭირს ისევ. ვითომ გადავედით 1:1 წესზე და მერე ისევ მოგვედავენ
    ფანი [?]
    #15 20 აპრილი 2025 12:25
    0
    შემდეგ წელს, ბერნალი და კასადო რო დაბრუნდებიან ბევრად მეტის გაკეთება მოუწევს ფრენკის რო სასტავში დადგეს, კასადოც უფრო გამოცდილი იქნება და ბერნალიც კონკურენცია ძალიან გაიზრდება და ძალიან კარგია, გავისაც ძალიან მოუწევს მომატება, გარანტირებული ადგილი მარტო პედრის ექნება, ერთი ისეთი მარჯვენა მცველი გვინდა ორივე ფლანგზე რო თამაშობს, კანსელუს სტილის და რაღათქმაუნდა 9 იანი. რეალურად 2 კარგი ტრანსფერი საკმარისია

    ჰუსეინი როა ესპანელი მცველი მე მაგ კაცზეც ვიჩალიჩებდი, კუბარსის გვერდით მომავლის დაცვა იქნებოდნენ, ინიგო ასაკშია და შემცვლელიც არ ყავს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #14 20 აპრილი 2025 07:17
    0
    ციტატა: Iniesta_8
    გილოცავთ აღდგომას

    დე იონგის შედეგი ძაან სუსტია ბარსას ნახევარმცველისთვის, 40 საგოლე მოქმედება 250 თამაშში.

    შემტევი ნახევარმცველი არაა ძმა, შორიდანაც არ ურტყავს.
    Culé [?]
    #13 20 აპრილი 2025 03:54
    1
    გილოცავთ აღდგომას

    დე იონგის შედეგი ძაან სუსტია ბარსას ნახევარმცველისთვის, 40 საგოლე მოქმედება 250 თამაშში.
    წევრი [?]
    #12 20 აპრილი 2025 03:15
    1
    აუცილებლად შემცვლელი გვჭირდება, არასტაბილური იგროკია. არ მგონია ვინმე იყიდონ საყრდენზე,აიტო იმედია ბერნალი კარგად დაბრუნდება და კასადოც არ ჩაქრება,პლუს გარსიაც აქაა და ამ პოზიციას აღარავინ გააძლიერებს… კაი 9 გვჭირდება აუცილებლად, ფატი წავა და ერთი ნორმალური ვინგერი.დალშე შეტევაც და სკამიც ნორმ. ერთი ფლანგის მცველი უეჭველი გვინდა. ტა მოვა კიდე და ნიჩეო რა. ბავშვებსაც ხო გამოვჩეკავთ როგორც ყოველთვის💙❤️ ეს 4 ტრანსფერი სასიცოცხლოდ აუცილებელია,პლუს უკვე აკადემიაც. ფატი წავა,ლევა წავა ან სკამზე, არაუხოც გასაყიდია,დანარჩენები ზოგი ძირითადია ზოგიც სკამზე გვინდა…
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 20 აპრილი 2025 02:26
    1
    ციტატა: Bakero
    გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ქრისტე აღდგა !

    ჭეშმარიტად აღსდგა!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 20 აპრილი 2025 02:02
    1
    გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ქრისტე აღდგა !
    წევრი [?]
    #9 20 აპრილი 2025 01:58
    2
    ქრისტე აღდგა მორწმუნეებო
    --------------------
    Little boy from Rosario Santa Fe
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 20 აპრილი 2025 01:29
    2
    ქრისტე აღსდა მრავალს დაესწარით!
    კაკრას ფრენკის ედება საქმე დღეს არიყო დამაჯერებელი ისედაც რა იმედებსაც ამყარებდა გუბდი და რა თანხაც გადაიხადა პლუს რა ანაზღაურებაც მაგდენად ვერ ამართლებს და დროა დაიწყონ შემცვლეზე ფიქრი ბარსელონას ქონდა ინტერსსი შტუტგარდის ჩამშლელე შტილერზე და არარის ეგ იგროკი ხელიდან გასაშვები თანა არამგონია რაგაცა ასტრონიმიული თანხა დაასახელონ.
    ფანი [?]
    #7 20 აპრილი 2025 01:27
    4
    გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ქრისტე აღსდგა!
    ფანი [?]
    #6 20 აპრილი 2025 01:01
    2
    ციტატა: nikusha
    ქრისტე აღდგა! გილოცავთ!

    ჭეშმარიტად აღსდგა ❤️ გილოცავთ ყველას მრავალს დაესწარით☦️❤️
    Culé [?]
    #5 20 აპრილი 2025 00:58
    2
    ციტატა: nikusha
    ქრისტე აღდგა! გილოცავთ!

    ჭეშმარიტად აღსდგა, გილოცავთ ყველას
    Culé [?]
    #4 20 აპრილი 2025 00:26
    2
    ციტატა: nikusha
    ქრისტე აღდგა! გილოცავთ!

    ჭეშმარიტად❤️
    Culé [?]
    #3 20 აპრილი 2025 00:19
    4
    ქრისტე აღდგა! გილოცავთ!
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    Culé [?]
    #2 19 აპრილი 2025 23:54
    3
    მაგარი არასტაბილურია რა.

    კაროჩე სანდო ტონალის და ბარსას ერთმანეთი ჭირდება

    სხვა მეტი ბაზარზე არაა.
    ფანი [?]
    #1 19 აპრილი 2025 23:52
    8
    კაროჩე გაორება მაქვს ფრენკის მიმართ, თუ წაუვიდა თამაში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო არის თავის პოზიციაზე, ერთი თუ აურია და შეიძლება მთელი თვე ზარალი იყოს, 6 წელია ბარსაში არის და მაინც არასტაბილური მოთამაშეა ჩემთვის, როდის აუდგება უნდა ელოდო რა.