ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 28 აგვისტო

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 28 აგვისტოს მოხდა.
თამაშები
28 აგვისტოს "ბარსელონამ" 7 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 5 მოიგეს, 1 ფრე დაასრულეს და 1 წააგეს.
1913 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ნახევარმცველი ჟოზეპ რაიკი. 1934-1945 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 188 თამაში ჩაატარა და 28 გოლი გაიტანა. რაიკმა კატალონიურ გუნდში 1 ესპანეთის ჩემპიონატი და 1 ესპანეთის თასი მოიგო.
1914 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი თავდამსხმელი ჟოზეპ ესკოლა. 1934-1948 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 233 თამაში ჩაატარა და 165 გოლი გაიტანა. ესკოლამ კატალონიურ გუნდში 3 ესპანეთის ჩემპიონატი, 1 ესპანეთის თასი, 1 ლათინური თასი და 1 ევა დუარტეს თასი (ესპანეთის სუპერ თასი) მოიგო.
1966 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი მეკარე ხულენ ლოპეტეგი. 1994-1997 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 13 თამაში ჩაატარა. ლოპეტეგიმ კატალონიურ გუნდში 2 ესპანეთის სუპერ თასი, 1 თასების მფლობელთა თასი და 1 ესპანეთის თასი მოიგო.
1982 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ბრაზილიელი ნახევარმცველი ტიაგუ მოტა. 1999-2007 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 158 თამაში ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა. მოტამ კატალონიურ გუნდში 2 ესპანეთის ჩემპიონატი, 2 ესპანეთის სუპერ თასი და 1 ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
1990 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი თავდამსხმელი ბოიან კრკიჩი. 2007-2011 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 164 თამაში ჩაატარა და 41 გოლი გაიტანა. ბოიანმა კატალონიურ გუნდში 3 ესპანეთის ჩემპიონატი, 2 ჩემპიონთა ლიგა, 2 ესპანეთის სუპერ თასი, 1 ესპანეთის თასი, 1 ევროპის სუპერ თასი და 1 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.
1992 წელი
97 წლის ასაკში გარდაიცვალა "ბარსელონას" ყოფილი თავდამსხმელი სალვადორ ორმეუ.
1996 წელი
ესპანეთის სუპერ თასის განმეორებით მატჩში "ბარსელონამ" "ატლეტიკოსთან" მადრიდში 1-3 წააგო, მაგრამ კატალონიელებმა 2 შეხვედრის ჯამში 6-5 იმარჯვეს და ტიტულს დაეუფლნენ.
ამ მატჩში "ბარსელონას" მაისურით ოფიციალური დებიუტი ჰქონდა ლორან ბლანს.
2009 წელი
ევროპის სუპერ თასზე პედროს მიერ 115-ე წუთზე გატანილი გოლით "ბარსელონამ" დონეცკის "შახტარი" 1-0 დაამარცხა.
2013 წელი
ტატა მარტინომ "ბარსელონასთან" ერთად პირველი და ბოლო ტიტული მოიგო. მისმა გუნდმა ესპანეთის სუპერ თასის განმეორებით მატჩში "ატლეტიკოსთან" 0-0 ითამაშა და პირველ შეხვედრაში 1-1 თამაშისა და სტუმრად გატანილი გოლის წესის წყალობით გამარჯვებული გახდა.
2016 წელი
ლუის ენრიკემ "ბარსელონას" მწვრთნელის სტატუსით მე-100 თამაში მოიგო. ეს "ბილბაოსთან" სტუმრად გამართულ შეხვედრაში მოხდა. ეს თამაში ლეო მესისთვის ლა ლიგაში 350-ე გამოდგა.
2022 წელი
"ვალიადოლიდთან" 4-0 მოგებულ შეხვედრაში "ბარსელონას" მაისურით ჟიულ კუნდეს დებიუტი შედგა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]