საოცარი ქამბექი მონჟუიკზე — ბარსელონამ სელტას 4-3 მოუგო

საოცარი ქამბექი მონჟუიკზე — ბარსელონამ სელტას 4-3 მოუგო

ბარსელონამ ლა ლიგის 32-ე ტურში სელტას უმასპინძლა და 4-3 დაამარცხა.

ბარსა ფერან ტორესმა დააწინაურა, მაგრამ ამის შემდეგ ბორხა იგლესიასმა ჰეთ-თრიქი შეასრულა და სელტამ ანგარიში 3-1 გახადა. ჰანსი ფლიკის გუნდმა ქამბექი მეტოქის მესამე გოლიდან ორ წუთში, 64-ე წუთზე დაიწყო: დანი ოლმომ ერთი ბურთი გაქვითა, მალევე რაფინიამ წონასწორობა აღადგინა, 98-ე წუთზე კი ბრაზილიელმა პენალტიც გაიტანა და ბარსელონას მოაგებინა — 4-3!

ბარსელონა 4-3 სელტა

⚽️ 1-0 | ტორესი 12’ (ბარსელონა)

⚽️ 1-1 | იგლესიასი 15' (სელტა)

⚽️ 1-2 | იგლესიასი 52’ (სელტა)

⚽️ 1-3 | იგლესიასი 62’ (სელტა)

⚽️ 2-3 | ოლმო 64' (ბარსელონა)

⚽️ 3-3 | რაფინია 68’ (ბარსელონა)

⚽️ 4-3 | რაფინია 90’+8 (ბარსელონა)

კატალონიურ გრანდს 73 ქულა აქვს და ესპანეთის ჩემპიონატში პირველ ადგილზე იმყოფება. უახლოესი მდევარი რეალ მადრიდი, რომელიც 66 ქულით მეორეზეა, ხვალ ითამაშებს (ბილბაოს წინააღმდეგ).

"ბლაუგრანა" მომდევნო ტურში, 22 აპრილს, მონჟუიკზე მალიორკას დაუპირისპირდება.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 20 აპრილი 2025 16:44
    0
    დედა რა იყო ეს? 1-3 შემდეგ ფრეზეც თანახმა ვიყავი, მაგრამ როგორც კი 3-3 გახდა უკვე ეჭვიც არ მეპარებოდა რო მოვიგებდით.
    ფანი [?]
    #4 20 აპრილი 2025 14:53
    0
    ციტატა: Rick Sanchez
    ხვალ ბასკებს ვწურავთ. ვამოს ბარსა!

    blush ხვალ არა, სამშაბათს ღამეა თამაში..
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 19 აპრილი 2025 22:03
    2
    ხვალ ბასკებს ვწურავთ. ვამოს ბარსა!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 19 აპრილი 2025 20:54
    7
    98-ე წუთზე შამპანიური გაუვარდა ხელიდან პერესს. ზეიმი არ შედგა.
    Culé [?]
    #1 19 აპრილი 2025 20:50
    15
    საჩემპიონო თამაში იყო. პლუს სწორედ ასეთ თამაშებს მოაქვს ის ხასიათი, რომელიც ლიგის მოგებისთვისაა საჭირო.