ჰანსი ფლიკის კომენტარი ვალენსიასთან მატჩის შემდეგ

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ესპანეთის თასის 1/4-ფინალურ დაპირისპირებაში "ვალენსიას" სტუმრად განადგურებისა და ნახევარფინალში გასვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
ვისურვებდი, ბურთი უფრო მეტად ვაკონტროლოთ და ნაკლები შეცდომები დავუშვათ.
ინტენსივობა პირველივე წუთიდან ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც უკვე ვთქვი, მეოთხედფინალში მეორე შანსი არ არსებობს. დღეს ფანტასტიკურად ვითამაშეთ.
თამაშის დასაწყისიდანვე სრულად კონცენტრირებულები ვიყავით. ბევრი მომენტი შევქმენით და გოლები გავიტანეთ, რაც ძალიან წაგვადგა.
ტორესი ტრავმის შემდეგ ძალიან კარგად დაბრუნდა. ის შესანიშნავად გამოიყურება. ფერანმა გოლების გატანა იცის. ის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი არაა, მაგრამ სათამაშო დროს მაქსიმალურად იყენებს.
კმაყოფილი ვარ იმ ფეხბურთელების თამაშით, რომლებიც სასტარტოს წევრები არ არიან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
109 გოლი 35 თამაშში? ყოველთვის მინდა, უფრო მეტი გავიტანოთ. ახალგაზრდული გუნდი გვყავს და გოლებზე ვართ ფოკუსირებულები.
პედრი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 17 ]