ჰანსი ფლიკის კომენტარი რეალ მადრიდის განადგურების შემდეგ

ჰანსი ფლიკის კომენტარი რეალ მადრიდის განადგურების შემდეგ

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ესპანეთის სუპერ თასის ფინალში "რეალ მადრიდის" განადგურებისა და პირველი ტიტულის მოპოვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ვამაყობ გუნდით, შტაბით, კლუბით, ფანებით... ვამაყობ, რომ ასეთ ბრწყინვალე გუნდს ვწვრთნი.

საოცარი მატჩი ჩავატარეთ.

დღეს პოზიტიური და ოპტიმისტური დღეა.

"რეალ მადრიდის" წინააღმდეგ 10 კაცით თამაში იოლი არაა. ორი ფანტასტიკური მეკარე გვყავს.

წარმოუდგენელი გუნდი მყავს. ყოველთვის ერთიანები ვართ, რაც მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანი დღითი დღე გაუმჯობესებაა.

დღეს გარკვეული შეცდომები დავუშვით და ეს უნდა შევამციროთ. როდესაც ბურთს ვფლობთ, ყველაფერი უფრო მარტივია.

დიდი კლუბების მიზანი ტიტულების მოგებაა და სწორედ ამ მიმართულებით თავდაუზოგავად ვმუშაობთ.

ძალიან ბედნიერები და ამაყები ვართ. ასე უნდა გავაგრძელოთ და თითოეულ შეხვედრაში კვლავ უნდა ვაჩვენოთ, რომ საუკეთესოები ვართ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 13 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #13 14 იანვარი 2025 22:24
    0
    ყველაზე დიდი შეცდომა ჩემი აზრით ის იყო, რომ უაზროდ დაკარგეს ბურთი, რასაც მოყვა მბაპეს გასვლა პირისპირ და მისი წაქცევა. არაფრისგან შექმნეს მომენტი და რომ არა შესნის გაგდება რა ანგარიშით დამთავრდებოდა არავინ არ იცის. რეალი უკვე დაშლილი იყო მარტივ მამრავლებად.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 14 იანვარი 2025 14:04
    0
    ვიდეოს დადება და ინტერვიუების თარგმნა ალბათ არ გაგიჭირდებოდათ რომ არა ძველით ახალი წელი რადგან მწერლები გოჭებს ყურებს აჭრიან და დელიკატესად ენას იბერკნავენ 🤣 მრავალს დაესწარით ბიჭებო თქვენ გამძლეობა მოგცეთ და მადლობა რომ თქვენ არსებობთ დიდება ბარსას ფანებს
    --------------------
    THUGS
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 14 იანვარი 2025 00:54
    2
    ფლიკ კაი იყო. ჩემპიონთა ლიგა მოიგეთ რა გთხოვ! შეგიძლიათ!
    --------------------
    ❤️❤️❤️ ილია ჭავჭავაძე ❤️❤️❤️
    ❤️ლელთ ღუნია:"ადრიდა ავად თუ კარგად ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს,მით იყვის უკედ."❤️
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 13 იანვარი 2025 23:46
    2
    გილოცავ ფლიკ წარმატებები ! ეგრე გააგრძელე ტიტულების მოგებით ! შენ ის გვითხარი თამაშის შემდეგ იქვე გვერდით ხაზთან შენ და არაუხო რას ჭიკჭიკებდით მაგდენ ხანს?! joy joy (რაფინიაც გვერდზე იდგა)
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 13 იანვარი 2025 23:38
    2
    ჭუჭულიკა გუნდებთან აღარ დაკარგო ძმაო ქულები და ტრებლი მოვა თავისით😆❤️
    ახალბედა [?]
    #8 13 იანვარი 2025 18:32
    9
    მადრიდელთა რისხვა ყოფილა ეს კაცი.სად იყავი ლაპორტა ამდენხანს.დატანჯულები ვიყავით უფანტაზიო ბარსას ყურებით...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 13 იანვარი 2025 15:15
    14
    მესამე კლასიკოც უნდა წამოიღო 😂
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #6 13 იანვარი 2025 14:59
    5
    ციტატა: C.PC5
    მგონია რო ამ თამაშის მერე ფლიკისთვის უფრო მეტი რამ შეიცვლება ვიდრე ფეხბურთელებისთვის, თავდაჯერებულობა ყველას რომ გაუჩნდება ერთია, მარა ფლიკს უკვე საფუძველი ექნება ნებისმიერ მეტოქესთან და ნებისმიერ სიტუაციაში გუნდს სასურველი შედეგები მოთხოვოს, ის პატარა გუნდებთან ჩავარდნილი თამაშებიც აღარ იქნება რაღაც ეგრე მგონია

    იასნა ძმა რაც ტეხეს მეორე წრეში 19 დან მაქსიმუმ 2 ან 3 თამაში გატეხოს ბარსამ ფლიკი სულელი არარის რაც გამოიარა გაანალიზებს როგორ უნდა მიუდგეს იმ ბაჭანჭყალა კლუბებს ეგაა გრანდების სისუსტე სტაბილუდად უნდა იყო ან შეისწავლო ბოლონდე რას თამაშობენ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 13 იანვარი 2025 13:49
    10
    მგონია რო ამ თამაშის მერე ფლიკისთვის უფრო მეტი რამ შეიცვლება ვიდრე ფეხბურთელებისთვის, თავდაჯერებულობა ყველას რომ გაუჩნდება ერთია, მარა ფლიკს უკვე საფუძველი ექნება ნებისმიერ მეტოქესთან და ნებისმიერ სიტუაციაში გუნდს სასურველი შედეგები მოთხოვოს, ის პატარა გუნდებთან ჩავარდნილი თამაშებიც აღარ იქნება რაღაც ეგრე მგონია
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 13 იანვარი 2025 13:47
    7
    ისე თავიდან ბურთის ფლობა როგორც კომენტატორებმა თქვეს სადღაც პირველი ტაიმის ბოლოს 87-13 იყო თურმე.
    აი მეორე ტაიმის ბოლოს კი საოცრება! მიუხედავად იმისა რო კაცნაკლულები ვთამაშობდით ბურთის ფლობა 60-40-ზე გამოვიდა.
    სწორს ამბობს მაესტრო: " როდესაც ბურთს ვფლობთ, ყველაფერი უფრო მარტივია"

    ციტატა: Wtfman123
    ფლიკ წელს ლიგა დადე და მეტი არაფერი გვინდა შენგან

    ლა ლიგაში მეორე ადგილზე უარს არ ვიტყვი თუ პირველზე ატლეტიკო გავა. აი ლიგა კი არ არის რთული საქმე, მითუმეტეს ლივერპულსაც და არსენალსაც ძალიან ბევრი ჩავარდნები აქვთ ამ ბოლო თამაშებში.
    Culé [?]
    #3 13 იანვარი 2025 11:44
    20
    Კაციხარ ჰანსი 3 დან 3 მოგება რეალთან თან 11 - 3 ზე ბურთების სხვაობა. Თამაშის ხარისხზე რო აღარაფერი ვთქვათ. 😊 Ლა ლიგაში კი აურია გუნდმა მარა იმედია ლიგას მიაწვებიან პოლნი ენერგიით.
    ახალბედა [?]
    #2 13 იანვარი 2025 11:40
    23
    ამან თუ ლიგა მოიგო წელს ამის მზე უნდა ვიფიცოთ კულეებმა
    წევრი [?]
    #1 13 იანვარი 2025 11:28
    21
    ფლიკ წელს ლიგა დადე და მეტი არაფერი გვინდა შენგან