რობერტ ლევანდოვსკი, პედრი და ჰანსი ფლიკი საუკეთესოს წოდებისთვის იბრძვიან

ლა ლიგამ ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელობის, ახალგაზრდა ფეხბურთელობისა და მწვრთნელობის კანდიდატები დაასახელა. მიმდინარე თვეში ნაჩვენები თამაშისა და დაფიქსირებული შედეგების გათვალისწინებით, გასაკვირი არაა, რომ "ბარსელონას" წარმომადგენელი სამივე ნომინაციაში ჰყავს.
ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელობისთვის რობერტ ლევანდოვსკი იბრძვის, რომლის შედეგებიც, ჯერჯერობით, უკონკურენტოა. "ბარსელონას" პოლონელმა თავდამსხმელმა ორ მატჩში თავი 5 გოლით გამოიჩინა. მისი მეტოქეები არიან ანტუან გრიზმანი (1 ასისტი), მიკელ ოიარსაბალი (1 გოლი, 1 ასისტი), ვინისიუსი (2 გოლი) და ალექს ბერენგერი (1 გოლი, 3 ასისტი).
თვის საუკეთესო 23-წლამდელი ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძვის პედრი, რომლის კონკურენტებიც კამავინგა, ვიტორ როკე, სუჩიჩი და ბარიოსი არიან.
თვის საუკეთესო მწვრთნელობისთვის კი ჰანსი ფლიკს კარლო ანჩელოტი და იმანოლ ალგუასილი შეეჯიბრებიან.
თქვენი რჩეულისთვის ხმის მიცემა ამ გვერდზე შეგიძლიათ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]