ჰანსი ფლიკის პრესკონფერენცია რაიოსთან თამაშის წინ
- თამაშის დრო: სამშაბათი, 27 აგვისტო, 23:30
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა "რაიო ვალიეკანოსთან" ხვალ გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
ოლმოს დარეგისტრირების იმედი ყოველთვის მაქვს. ვიმედოვნებდი, რომ ის "ბილბაოსთანაც" ითამაშებდა. ხვალინდელ მატჩში მისი ყოფნა შესანიშნავი იქნებოდა. ვნახოთ, რა მოხდება.
ასეთ საკითხებს ვერც ფეხბურთელი და ვერც გუნდი ვერ აკონტროლებს. ვისაუბრეთ და ვიცით, რომ რთული სიტუაციაა. კლუბის მჯერა და იმედი მაქვს, ოლმოს ხვალისთვის დარეგისტრირებას შევძლებთ. ნებისმიერი ფეხბურთელი, რომელიც ვერ თამაშობს, რა თქმა უნდა, ბედნიერი არაა. თუმცა, დანიმ ამის მიზეზი იცის. დარწმუნებული ვარ, თუ ის განაცხადში მოხვდება, 100%-ით მზად იქნება.
ამ გუნდით ბედნიერი ვარ. დიდი ხანი არაა, რაც გუნდში ვარ, მაგრამ თამაშითა და ვარჯიშით კმაყოფილი. ფეხბურთელები ძალიან კონცენტრირებულები არიან და ინტენსიურად მუშაობენ, რაც მატჩებში ჩანს. ვარჯიშებზე თუ 80%-ით იხარჯები, თამაშებში მაქსიმუმის გაკეთება შეუძლებელია. თითოეულ მატჩს ვაანალიზებთ, რათა გავუმჯობესდეთ.
ბოლო დღეებში რამდენიმე ფეხბურთელმა დაგვტოვა. ახალი სახეები გვჭირდება, რათა გუნდში უფრო მაღალი კონკურენცია იყოს.
სიმართლე არაა, რომ როკე ჩემს გეგმებში არ შედიოდა. ყველა შემთხვევაში არსებობს გარემოებები და მას სირთულეების შესახებ უკვე ვესაუბრე.
რა თქმა უნდა, მთავარი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა, მაგრამ ეს გრძელვადიანი მიზანია. კარგად დავიწყეთ და ბედნიერები ვართ. საკუთარ თავში თავდაჯერებულები ვართ. ახლა "რაიოზე" ვართ ფოკუსირებულები.
ფერმინმა რამდენიმე დღე დაისვენა და ევროპის ჩემპიონატისა და ოლიმპიადის მისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ახლა ლოპესი ჩვენთან იმყოფება და მისით კმაყოფილები ვართ.
ტრავმები? ყველაფერი ევროპის ჩემპიონატითა და კოპა ამერიკით დაიწყო. ეს ნებისმიერ დიდ კლუბში ხდება. ამას უნდა შევეგუოთ, რადგან ვერაფერს შევცვლით.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]