ჩავის პრესკონფერენცია მალიორკასთან თამაშის წინ

ჩავის პრესკონფერენცია მალიორკასთან თამაშის წინ

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა “მალიორკასთან” ხვალ სტუმრად გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

კრიტიკულ სიტუაციაში ვიმყოფებით. 17-18 ფეხბურთელი გვაკლია. ივარაუდება, რომ დღეს უმტიტი დაგვიბრუნდება, რომლის ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა.

დემბელეთი იმედგაცრუებული არ ვარ. მოლაპარაკებები მიმდინარეობს და წარმომადგენლები მუშაობენ. ჩვენ, კლუბს, ძალიან მკაფიო პოზიცია გვაქვს. კვლავ უსმანის გამოხმაურებას ველოდები.

თამაშის გადასადებლად შესაფერისი მომენტია. საღად უნდა ვიაზროვნოთ. ხვალ თამაშს აზრი არ აქვს.

დემბელეს კიდევ ვესაუბრე და იმედი მაქვს, ჩვენი პოზიციები ერთმანეთს მიუახლოვდება. მას ჩვენი დახმარება შეუძლია. უსმანი გვჭირდება. მან იცის, რომ ეს დარჩენისთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა.

ფერან ტორესი ბრწყინვალე შენაძენია. დარწმუნებული ვარ, ის ბევრ რამეს შეგვმატებს. მას შეტევაში სხვადასხვა პოზიციაზე თამაში შეუძლია.

ფეხბურთელები უნდა გავუშვათ… თუ დემბელესთან კონტრაქტის გახანგრძლივებას შევძლებთ, ფერანს დავარეგისტრირებთ და ტრანსფერს კიდევ განვახორციელებთ… უნდა მოვიცადოთ.

მორატა? მინდა ჩვენ ფეხბურთელებზე ვისაუბრო. ფერანი და ალვესი ძალიან დაგვეხმარებიან… სხვა დანარჩენი ჰიპოთეზაა. მორატა, ჰოლანდი… ამ მოთამაშეებზე საუბარი ჩემი საქმე არაა. მირჩევნია, ჩვენ ფეხბურთელებზე ვილაპაკო.

დემბელესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ჩვენ ვიცდით. კლუბის წარმომადგენლები შეხვედრას კიდევ გამართავენ. ვნახოთ, რა მოხდება.

პედრი, ფატი და დეპაი დაბრუნებასთან ახლოს არიან, მაგრამ ხვალ მათი თამაშის იმედი არ გვაქვს.

“მალიორკასაც” რთული სიტუაცია აქვს, კოვიდდადებითი ფეხბურთელები მათაც ჰყავთ… თუ ეს თამაში არ გადაიდო, აღარაფერი ვიცი… რამდენიმე თვის წინ “სევილიასთან” მატჩი სანაკრებო პაუზის გამო გადაიდო, მაშინ მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელი გვაკლდა.

წამსვლელ ფეხბურთელებზე მუშაობა მიმდინარეობს. სატრანსფერო ფანჯარა დღეს გაიხსნა და წინ ერთი თვეა. ბევრი რამ უნდა შეფასდეს, მაგრამ იმისათვის, რომ ფეხბურთელები მოვიდნენ, წამსვლელები უნდა წავიდნენ. ეს ძალიან აშკარაა.

დემბელეს ჩვეულებრივ ვესაუბრები. უსმანს ვეუბნები, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, რომ გვჭირდება, რომ მნიშვნელოვანია კლუბის მომავლისთვის. შემიძლია, მას მხოლოდ სპორტული კუთხით ველაპარაკო.

პუჩისთვის, ისევე, როგორც ყველასთვის, ვინც ხვალ ითამაშებს, შესაძლებლობაა იმის დასამტკიცებლად, რომ მათ აქ ყოფნა შეუძლიათ.

დარწმუნებული ვარ, დემბელე სხვა გუნდში უფრო ბედნიერი არ იქნება. მას ვეუბნები, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბშია და ვაცნობ სპორტულ პროექტს, რომელიც ეკონომიკურ მხარეს აღემატება.

ჩემთვის ხვალ თამაში სიგიჟეა. ასეთ სიტუაციაში სხვა ვერაფერზე ვფიქრობ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 2 იანვარი 2022 12:39
    0
    კვლავ უსმანის გამოხმაურებას ველოდები. დემბელეს კიდევ ვესაუბრე და იმედი მაქვს, ჩვენი პოზიციები ერთმანეთს მიუახლოვდება. მას ჩვენი დახმარება შეუძლია. უსმანი გვჭირდება. მან იცის, რომ ეს დარჩენისთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა. როგორ მიუახლოვდება ძალიან მაინტერესებს, 40 მილიონს რო ითხოვს 30 მისცემს თუ 20-ს? და ჰოლანდს რაღა უნდა მისცენ?
    Culé [?]
    #8 1 იანვარი 2022 22:45
    0
    მინი ფეხბურთი ხო არ გვეთამაშა, ჰაა?
    ფანი [?]
    #7 1 იანვარი 2022 22:43
    2
    დებელე უინტელექტო და უნიჭოა , რაცარუნდა ელაპარაკო ვერ გაიგებს მაინც
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 1 იანვარი 2022 22:24
    0
    პენდრაგონი,
    სამზე მეტ ბარსა ბს ფეხბურთელს ვერ ათამაშებენ ერთად მოედანზე,
    ფანი [?]
    #5 1 იანვარი 2022 22:03
    0
    ტერ შტეგენი - არაუხო, გარსია, პიკე - ორელანა, ფ.დე იონგი, ნიკო, პუჩი - აკომაჩი, პექუე, ჟუტგლა
    Culé [?]
    #4 1 იანვარი 2022 21:39
    0
    ტერ შტეგენი
    არაუხო-პიკე-გარსია-მინგესა
    ნიკო-დე იონგი-პუჩი
    აკომაჩი-ლ.დე იონგი-ჟუტგლა


    ცვლილებები:

    მინგესა-უმტიტი
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 1 იანვარი 2022 20:46
    1
    შტეგენი
    არაუხო-უმტიტი-პიკე-მინგეზა
    ----------ფრენკი
    ნიკო------------პუჩი
    აკომაჩი-ხე იონგი-ჟუტგლა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 1 იანვარი 2022 20:41
    4
    თუ რაღაცაა გადაიცვას და შევარდეს,ჯიბეში თუ არ ჩაისვას სუყველა კიდე.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 1 იანვარი 2022 20:05
    0
    ნეტავ არ გადაიდება თამაში? შანსი არ გვაქვს უბრალოდ ამ სასტავით, უმტიტი თუ დაბრუნდა გამოგვადგება მაგრამ დანარჩენ დანაკლისებს რა ვუყოთ? ძაან ცუდი დემადგენლობით მოგვიწევს თამაში, იმედია მოვიგებთ , ძაან გვეირდება სამი ქულა, თვითონ ჩავი ხომ არ შევა მოედანზე მართლადა მართლა... ტებასი არის ღორივით დასაკლავი, სადაც რამოდენიმე ფეხბურთელის დაღლილობის გამო გადადეს ბარსა-სევილია ახლა 17 ფეხბურთელი გვაკლია, იმედია გადაიდება, თუარ გასაიდოდა უნდა მოვიგოთ მადრიდისტა ტებასის ჯინაზე

    Visca barca❤💙