კამპ ნოუზე მუშებმა იჩხუბეს
ჟურნალისტი ვიქტორ ნავარო იტყობინება, რომ "სპოტიფაი კამპ ნოუს" სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულ მომუშავეთა ორმა ჯგუფმა ერთმანეთში იჩხუბა.
მოჩხუბრებს ხელში სამუშაო იარაღები და ინსტრუმენტები ეჭირათ, რის გამოც ორი ადამიანი დაშავდა. პოლიციის ჩარევის შედეგად 4 ადამიანი დააპატიმრეს. "ბარსელონა" პასუხისმგებელ პირებს უკვე ესაუბრა ამ საკითხზე.
"სპოტიფაი კამპ ნოუზე" სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. მოსალოდნელია, რომ "ბლაუგრანა" საშინაო სტადიონს წლის ბოლოს ან 2025 წლის დასაწყისში დაუბრუნდება (მაყურებელთა ლიმიტირებული დაშვებით).
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]