სპოტიფაი კამპ ნოუს რეკონსტრუქცია დაგეგმილზე სწრაფად მიდის
"სპოტიფაი კამპ ნოუს" რეკონსტრუქციის პროცესი მოსალოდნელზე სწრაფად მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ Mundo Deportivo ავრცელებს.
"ბარსელონას" პრიორიტეტია, რომ ახალი "კამპ ნოუ" 2024 წლის ნოემბერში, კლუბის 125 წლის იუბილეს დროს გახსნას. სწორედ ამიტომ შეარჩია "ბლაუგრანამ" თურქული სამშენებლო კომპანია "ლიმაკი", რომელიც კატალონიელებს სამუშაოების დროულად შესრულებას შეჰპირდა.
კატალონიური მედიის ცნობით დემონტაჟის სამუშაოების ვადაზე ადრე შესრულების გამო "ბარსა" "ლიმაკს" ბონუსის სახით ერთ მილიონ ევროს გადაუხდის.
იგეგმება, რომ 2024 წლის ნოემბრისთვის "კამპ ნოუსა" და მის შემოგარენში სამუშაოების 65% შესრულებული იქნება, ხოლო კლუბს არენის გახსნის საშუალება მიეცემა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]