”ბარსა” 21.852 კილომეტრს დაფარავს

”ბარსა” 21.852 კილომეტრს დაფარავს


წინასასეზონო მოსამზადებელი ეტაპის დროს ”ბარსელონა” 21.852 კილომეტრს დაფარავს და იმგზავრებს სპლიტში, მიუნხენში, ვაშინგტონში, მაიამიში და დალასში.

18 ივლისს გუნდი მოსამზადებლად შეიკრიბება. პეპ გვარდიოლას და მის გუნდს აქვს რამდენიმე კვირა რათა მოემზადოს ახალი სეზონისთვის და ესპანეთის სუპერთასისთვის, რომელიც აგვისტოს შუა რიცხვებში გაიმართება. ამ დროის განმავლობაში ”ბარსელონა” იმგზავრებს ხორვატიაში, გერმანიაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ბარსელონა - სპლიტი - ბარსელონა (2.384 კმ)

სახლში რამდენიმე დღიანი ვარჯიშის შემდეგ გვარდიოლას გუნდი ხორვატიაში გამგზავრება, სადაც ადგილობრივ ”ჰაიდუკს” დაუპირისპირდება. შეხვედრა შაბათს, 23 ივლისს, 20:30 საათზე (ესპანური დროით) შედგება. მატჩის შემდეგ გუნდი ბარსელონაში დაბრუნდება. მანძილი სპლიტამდე და უკან 2.384 კილომეტრს შეადგენს.

ბარსელონა - მიუნხენი (1.054 კმ)

სამი დღის შემდეგ გუნდი ახალ მოგზაურობას დაიწყებს, რომელიც წინა მგზავრობასთან შედარებით მეტხანს გაგრძელდება. პირველი გაჩერება დაგეგმილია მიუნხენში, სადაც 26 და 27 ივლისს ”ბარსა” მონაწილეობას მიიღებს აუდის თასის გათამაშებაში. კატალონიური გუნდის პირველი მოწინააღმდეგე პორტუ ალეგრეს ”ინტერნაციონალი” იქნება. მეორე დღეს დაგეგმლია ფინალური შეხვედრა და მატჩი მე-3 ადგილისთვის. ”ბარსელონას” მოწინააღმდეგე იქნება ”მილანი” ან ”ბაიერნი”. მანძილი კატალონიის დედაქალაქიდან მიუნხენამდე 1.054 კილომეტრს შეადგენს.

მიუნხენი - ვაშინგტონი (6.811 კმ)

ბარსელონაში დაბრუნების გარეშე გუნდი პირდაპირ ამერიკაში გაემგზავრება, სადაც 10 დღეს დაჰყოფს. 31 ივლისს ”ბარსელონა” ”მანჩესტერ იუნაიტედს” დაუპირისპირდება. ხანგრძლივობის მიხედვით ეს მეორე ყველა გრძელვადიანი ფრენა იქნება, რადგან მიუნხენიდან ვაშინგტონამდე 6.811 კილომეტრია.

ვაშინგტონი - მაიამი (1.487 კმ)

ვაშინგტონის შემდეგ ”ბარსელონა” მაიამიში გაემგზავრება, სადაც გამართავს მეორე ამხანაგურ მატჩს ამერიკული ტურნეს ფარგლებში. 4 აგვისტოს ”ბარსა” ჩივასს შეხვდება. მანძილი ამერიკულ ქალაქებს შორის 1.487 კილომეტრია.

მაიამი - დალასი (1.785 კმ)

მაიამიდან 1.785 კილომეტრში იგეგმება ”ბარსელონას” მესამე და უკანასკნელი გაჩერება ამერიკაში. 6 აგვისტოს ”ბარსელონა” ”ამერიკას” შეხვდება.

დალასი - ბარსელონა (8.329 კმ)

სახლში დასაბრუნებლად გუნდს 8.329 კილომეტრის გავლა მოუწევს. ეს იქნება ბოლო მგზავრობა 14 აგვისტომდე. 14-ში ”ბარსელონა” მადრიდში გაემგზავრება, სადაც გაიმართება ესპანეთის სუპერთასის პირველი მატჩი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.