"ბარსელონა", მომდევნო სეზონის წინ, "გალაქსის", "მანჩესტერს", "ჩელსისა" და "ფიორენტინას" შეხვდება

"ბარსელონა", მომდევნო სეზონის წინ, "გალაქსის", "მანჩესტერს", "ჩელსისა" და "ფიორენტინას" შეხვდება

"ბარსელონამ" 2015/16 წლების სეზონისთვის მზადებაზე ზრუნვა უკვე დაიწყო და კატალონიელებმა 4 ამხანაგური თამშიც დააანონსეს. ოფიციალური ინფორმაციით, "ბარსა", 21-28 ივლისს, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამ მატჩს გამართავს.

ლუის ენრიკეს გუნდი, 21 ივლისს, ლოს ანჯელესში, ადგილობრივ "გალაქსის" დაუპირისპირდება. 25 ივლისს, სანტა კლარაში, "ბარსელონასა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" შეხვედრა გაიმართება. 28 ივლისს კი, ვაშინგტონში, კატალონიელები "ჩელსის" შეხვდებიან.

ევროპაში დაბრუნების შემდეგ პირველ მატჩს "ბარსელონა" 2 აგვისტოს, ფლორენციაში, "ფიორენტინასთან" გამართავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 24 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.