პრესეზონი ივლისში იწყება (განრიგი)

პრესეზონი ივლისში იწყება (განრიგი)

"ბარსელონა" წინასასეზონო მზადებას 13 ივლისს დაიწყებს და ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენიმე ამხანაგურ მატჩს გამართავს.

ორშაბათი, 13 ივლისი: "ბარსელონას" ფეხბურთელები "სიუტატ ესპორტივოზე" სამედიცინო შემოწმებას გაივლიან და ივარჯიშებენ.

კვირა, 19 ივლისი: გუნდი, ვარჯიშის პირველი კვირის შემდეგ, ამერიკაში გაემგზავრება.

ოთხშაბათი, 22 ივლისი: "ბარსელონა" ლოს ანჯელესში, "როუზ ბოულზე", ადგილობრივ "გალაქსისთან", 06:00 საათზე, პრესეზონის პირველ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

შაბათი, 25 ივლისი: "ბარსელონელები" სანტა კლარაში, "ლევიზე", 23:00 საათზე, "მანჩესტერ იუნაიტედს" ამხანაგურად გაეჯიბრებიან.

ოთხშაბათი, 29 ივლისი: კატალონიური კლუბი ვაშინგტონში, 03:00 საათზე, ამერიკაში ბოლო ამხანაგურ მატჩს გამართავს "ჩელსისთან".

კვირა, 2 აგვისტო: გუნდი ევროპაში, ფლორენციაში, 22:00 საათზე, "ფიორენტინასთან" პრესეზონის პირველ თამაშს ჩაატარებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.