ხავიერ ბორდასი: ბარსას ჰოლანდის, მბაპესა და კურტუას შეძენა შეეძლო

ხავიერ ბორდასი: ბარსას ჰოლანდის, მბაპესა და კურტუას შეძენა შეეძლო

"ბარსელონას" ბორდის ყოფილმა წევრმა, ხავიერ ბორდასმა Marca-სთან საინტერესო კომენტარები გააკეთა:

მინო რაიოლას ერლინგ ჰოლანდზე ვესაუბრე. ის მზად იყო, ნორვეგიელი ჩვენთვის €20 მილიონად მოეყიდა, მაგრამ მინო დამატებით კიდევ €20 მილიონს ითხოვდა. 
შემეძლო, "ბარსაში" ტიბო კურტუა მომეყვანა - ბელგიელმა "ჩელსის" "ბარსელონა" არჩია, მაგრამ სამწვრთნელო შტაბმა უპირატესობა ტერ შტეგენისა და კლაუდიო ბრავოს შეძენას მიანიჭა. 
მბაპეს "ბარსელონაში" ტრანსფერი €100 მილიონად შესაძლებელი იყო. ნეიმარის წასვლის გამო გარემარბი გვჭირდებოდა. "ბარსამ" დემბელე შეიძინა, მაგრამ შეეძლო, კილიანიც ეყიდა. მბაპეს ბენზემა-ბეილი-რონალდუს ტრიოს გამო "რეალ მადრიდში" წასვლა არ სურდა, მაგრამ "ბლაუგრანამ" კოუტინიო დაიმატა.
ნეგრეირას საქმეზე არაფერი ვიცოდით. შეუძლებელია, "ბარსელონას" მსაჯები მოესყიდა. ყველასთვის ცნობილია, რომ არბიტრები "ბარსას" სასარგებლოდ არასდროს მოქმედებდნენ.
ფილიპე კოუტინიო "ბარსელონას" უახლეს ისტორიაში ყველაზე ცუდი ტრანსფერია.

ხავიერ ბორდასი "ბარსელონაში" 2005-2020 წლებში მუშაობდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 2 ივნისი 2023 17:14
    0
    ციტატა: Tomasa
    ყველა ტრანსფერი საშინელება იყო ბოლო 5, 6 წელში.

    ბევრი კარგი ტრანსფერიც იყო
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 2 ივნისი 2023 02:23
    0
    ურემი, რომ გადაბრუნდება გზა მერე გამოჩნდებაო. მერე ყველა მაგრები ხართ. ეს შეგვეძლო, ის შეგვეძლო. მაშინ გექნა რამე თუ ესეთი მაგარი იყავი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 1 ივნისი 2023 19:05
    0
    კურტუას ვინ მოიყვანდა მესიმ და სუარესმა ამოტენეს, ატლეტიკოში თუ პსჟ-ში
    წევრი [?]
    #5 1 ივნისი 2023 08:34
    0
    ყველა ტრანსფერი საშინელება იყო ბოლო 5, 6 წელში.
    Culé [?]
    #4 31 მაისი 2023 23:29
    2
    ჰოლანდის არვიცი მარა აი მბაპე მართლაც იფრენდა ბარსაშიი მაგრამ 2017 წელს დემბელეს მოყვანა იმ გადმოსახედიდან რეალურად უფრო კარგი იყო გუნდისთვის უფრო ნეის სტილი იყო დემბო სასწაული დრიბლინგით 20+ ასისტს აკეთებდა დორტმუნდში ნამდვილად ვერავინ წარმოიდგენდა ესე თუ განვითარდებოდა ყველაფერი მომავალში მაგრამ ძაან მგონია რო დემბელეს საუკეთესო ვერსია არ გვინახია ჯერ 26 ისაა ჯერ მარტო სადაც ბენზემას ეხლა ქონდა პრაიმი დემბო რატო არაა? უდიდესი პოტენციალი როაქ ორიაზრი არაა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 31 მაისი 2023 21:00
    0
    მბაპე და დემბელე ერთად აუ. დავაფსი თავზე და ხელზე ვინც კოუტინიოს მოყვანას აუწია ხელი
    გულშემატკივარი [?]
    #2 31 მაისი 2023 20:29
    1
    ციტატა: MESSI 2017
    ციტატა: Tamo
    აჰაამ...და მაინც და მაი ც ეხლა ნევეშს ყიდულობენ ხო??🤣🤣🤣🤣🤣🤣ვაა ბიჭო ამისთანა არაფერი მინახავს კლუბი კიარა ცირკია კლოუნებით სავსე...მესი რისთვის მოყავთ თავის კარიერაში პირველად ჯგუფურ ეტაპზე რო ჩატოვონ??🥴

    მოიყვანონ და მერე იმას ვეღარ იტყვიან ხავის მესი არ ყავდა და მაგიტო აჩვენებს ცუდ შედეგებსო მესისფან ერთად ლიგაზე 2 წარუმატებელი თამაში ჯგუფურ ეტაპზე და ეგრევე გაასხამს გუნდიდან და ამ Xaviballის 1-0ებს და რაფინიას უაზრო ჩაწოდებებს აღარ ვუყურებ იმედია

    და სხვა ყველა გუნდს მესი ყავს რო გადიან ჯგუფური ეტაპიდან???ეგ თუ გასამართლებელი საბუთია რავი...და შემადგენლობა თავის თავს აბრალოს ჩავიმ ნევეშებს ფოიტებს და სუბიმენდებს რო დასდევს ამდენი ფინთი კრუშკა თავისივე მოყვანილი ფეხბურთელების მერე...მწვრთნელის ბრალია ყველა ვარიანტში და გასაპინტრიშებელია...
    გულშემატკივარი [?]
    #1 31 მაისი 2023 20:00
    4
    აჰაამ...და მაინც და მაი ც ეხლა ნევეშს ყიდულობენ ხო??🤣🤣🤣🤣🤣🤣ვაა ბიჭო ამისთანა არაფერი მინახავს კლუბი კიარა ცირკია კლოუნებით სავსე...მესი რისთვის მოყავთ თავის კარიერაში პირველად ჯგუფურ ეტაპზე რო ჩატოვონ??🥴