ელჩე გუშინდელ შეხვედრაში გავის მონაწილეობას აპროტესტებს
Cope-ს ინფორმაციით, "ელჩე" "ბარსელონასთან" 0-4 წაგებულ შეხვედრაში გავის მონაწილეობას აპროტესტებს.
საქმე ისაა, რომ "ბლაუგრანამ" ზამთარში გავი პირველ გუნდში დაარეგისტრირა, თუმცა ლა ლიგამ რეგისტრაცია გააუქმა და ამჟამად 18 წლის ფეხბურთელი კვლავ სარეზერვო გუნდის წევრია. ელჩე კი ამტკიცებს, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის წესდების მიხედვით, მოთამაშეს, რომლის რეგისტრაციაც ერთხელ გაუქმდა, იმ სეზონში თამაშის უფლება აღარ აქვს და "ბარსას" წინააღმდეგ მოქმედებას გეგმავს.
Mundo Deportivo-ს ჟურნალისტის, ფერნანდო პოლოს ცნობით, "ბარსელონა" "ელჩეს" პროტესტს მშვიდად უდგება. წყაროს თანახმად, კატალონიურმა კლუბმა პრობლემების პრევენციის მიზნით ლა ლიგასა და ფედერაციასთან კონსულტაცია გაიარა და გავის თამაშის ნებართვა სწორედ მათგან მიიღო.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]