უარი ლა ლიგისგან - ბარსელონა გავის ისევ ვერ არეგისტრირებს

"ბარსელონა" გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელს, გავის პირველ გუნდში ისევ ვერ არეგისტრირებს. ამის მიზეზი კატალონიური კლუბის ფინანსური მდგომარეობაა.
RAC-ის ინფორმაციით "ბარსელონას" სახელფასო ჭერი გავის დარეგისტრირების უფლებას კი აძლევს, მაგრამ კლუბს მომდევნო სეზონისთვის საკმარისი დანაზოგი ჯერ არ გაუკეთებია, რის გამოც კატალონიელებმა ლა ლიგისგან რეგისტრაციაზე უარი მიიღეს.
Mundo Deportivo-ს ცნობით გავი სეზონის ბოლომდე კვლავ "ბარსა ატლეტიკში" იქნება დარეგისტრირებული და პირველ გუნდში 30 ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ზაფხულში კი "ბარსა" ფეხბურთელებს გაყიდის, ფინანსურ მდგომარეობას გამოისწორებს, გავის პირველ გუნდში დაარეგისტრირებს და ფეხბურთელიც კუთვნილ 6 ნომრიან მაისურს მიიღებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 15 ]