ჩავი ერნანდესი ელ კლასიკოს წინ
ხვალ, თბილისის დროით 18:15 საათზე "ბარსელონა" "სანტიაგო ბერნაბეუზე" "რეალ მადრიდს" დაუპირისპირდება.
ჩავი ერნანდესმა სეზონის პირველი "ელ კლასიკოს" წინ პრესკონფერენცია გამართა.
გასულ სეზონში "ელ კლასიკოსთვის" ცუდ მდგომარეობაში ვიყავით, ახლა კი მატჩს ლიდერის რანგში ვხვდებით. ეს სამი ქულისთვის თამაშია, მოგება მორალური მუხტის მისაღებადაც მნიშვნელოვანი იქნება.
მე მიმაჩნია, რომ კვლავ სწორ გზაზე ვდგავართ. ლა ლიგაში 20 გოლი გავიტანეთ და მხოლოდ ერთი გავუშვით, უკეთესები ვართ, ვიდრე ადრე ვიყავით. რა თქმა უნდა, ევროტურნირებზე თამაში უნდა გამოვასწოროთ, მაგრამ ეს ნებისმიერი ახლად დაწყებული პროექტის პრობლემაა.
კუნდე 100%-ით მზადაა, ის კარგად ვარჯიშობს და ხვალინდელი მატჩისთვის ემზადება.
ბუსკეტსი მნიშვენლოვანი ფეხბურთელი. მას "ინტერთან" მატჩის მეორე ტაიმში გარკვეული პრობლემები ჰქონდა, მაგრამ სერხიო ჩვენი ლიდერია. გუნდში ყველა ფეხბურთელი თამაშისთვის მზად უნდა იყოს.
კრიტიკა კაპიტნების მიმართ? ვცდილობ, ყველანაირი კრიტიკა მოვისმინო. მაგრამ უფრო მეტად სამუშაოზე ვფოკუსირდები.
ლა ლიგაში "რეალ მადრიდზე" უკეთესად გამოვიყურებით. ხვალ რთული თამაში გველის და მოგებისთვის უნდა ვიშრომოთ.
ალონსო და გარსია დაცვის ცენტრში? ყველაფერი შესაძლებელია, ალონსოს ცენტრში თამაშის გამოცდილება აქვს, მაგრამ გადაწყვეტილებას ხვალ მივიღებთ. საქმე მხოლოდ ვინისიუსის ან ბენზემას შეჩერებას არ ეხება, არამედ მთელი გუნდის - მათ ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ.
"კლასიკოსთვის" მზადება? ყოველთვის ვცდილობ, ოპტიმისტურად განვეწყო და გუნდი ყველა ასპექტში გავაუმჯობესო.
მე "ბარსელონას" გულშემატკივარი ვარ და კლუბისთვის საუკეთესო მინდა. თუ ვიგრძნობ, რომ გუნდის დახმარება აღარ შემიძლია, სახლში წავალ, მაგრამ ახალ ყველაფერი კარგადაა.
ლაპორტა? სეზონის უდიდესი ნაწილი ჯერ კიდევ წინაა. პრეზიდენტი ყოველთვის დადებითადაა განწყობილი და გუნდს ეხმარება. რაც "ინტერთან" და "ბაიერნთან" მოხდა, სამწუხაროა, მაგრამ ჩვენს გზაზე სიარული უნდა განვაგრძოთ.
"რეალ მადრიდის" წინააღმდეგ თამაში მიყვარს. მე ამბიციური ვარ და ასეთ მატჩებში ასპარეზობა ყოველთვის მომწონს.
იქნება თუ არა ეს "ელ კლასიკო" კაპიტნების გარეშე? ვნახოთ, რა მოხდება. ყველა ლიდერებზეა ფოკუსირებული, მაგრამ ჩვენ ერთიანი გუნდი ვართ. ხვალ 5 ცვლილება გვექნება და თამაშისთვის ყველა მზად უნდა იყოს.
გუნდს საკუთარი თავის სჯერა. ვხედავ, რომ გუნდი მოტივირებულია. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. გასულ სეზონში ისე რომ გვებრძოლა, როგორც დღეს ვიბრძვით, ევროტურნირებზე სხვანაირი შედეგები გვექნებოდა.
შეიძლება, თქვათ, რომ "ინტერთან" მატჩისთვის ფიზიკურად უკეთ უნდა მოვმზადებულიყავით, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ჩვენ მენტალურად უნდა გავძლიერდეთ.
რა თქმა უნდა, "ელ კლასიკოში" მოთამაშის რანგში უფრო მეტ სიამოვნებას მივიღებდი, რადგან ბურთით ბევრი რამის გაკეთება შემეძლებოდა, ახლა კი ჩემს ფეხბურთელებზე მეკისრება პასუხისმგებლობა, ისინი მოედანზე მომზადებული უნდა გავიყვანო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]