ოფიციალურად: რაფა მარკესი ბარსა ატლეტიკის მთავარი მწვრთნელია

ოფიციალურად: რაფა მარკესი ბარსა ატლეტიკის მთავარი მწვრთნელია

ცოტა ხნის წინ "ბარსელონამ" დაადასტურა, რომ სარეზერვო გუნდს რაფა მარკესი ჩაიბარებს.

მექსიკელმა ლეგენდამ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა და "ბარსა ატლეტიკის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სერჟი ბარჟუანი შეცვალა.

მარკესი სარეზერვო გუნდის ისტორიაში პირველი არაესპანელი მწვრთნელია. 43 წლის სპეციალისტი "ბარსა ატლეტიკის" რიგით მე-20 თავკაცი იქნება.

რაფა მუშაობას ხვალ დაიწყებს, ზეგ კი პირველ სავარჯიშო სესიას ჩაატარებს.

ლეგენდარული ფეხბურთელი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში 2003-10 წლებში თამაშობდა. იგი კატალონიურმა კლუბმა "მონაკოდან" შეიძინა და პირველი მექსიკელი გახდა, რომელმაც "ბარსას" მაისური მოირგო. 

80 000 ქომაგის თვალწინ, "სევილიას" წინააღმდეგ სახლში ჩატარებული სადებიუტო მატჩის შემდეგ, მარკესი ფრანკ რაიკაარდის გუნდის დაცვის ხაზის უცვლელი წევრი გახდა. 

მექსიკელმა ადაპტაცია სწრაფად გაიარა და ედმილსონისა და ტიაგო მოტას ტრავმების გამო, საყრდენ ნახევარმცველად თამაშიც უწევდა. რაფამ ამ მოვალეობას თავი კარგად გაართვა, მიუხედავად იმისა, რომ ის ცნობილი კარლეს პუიოლთან შესანიშნავი ტანდემით იყო.

მომდევნო სეზონებში მარკესი ტრავმებმა შეაწუხა, მაგრამ პეპ გვარდიოლას ხელშიც სასტარტო შემადგენლობის წევრი იყო. მექსიკელმა გუნდთან ერთად 2009-10 წლების სეზონში 6 ტიტული მოიპოვა და მისი "ბარსელონური" კარიერაც დასასრულს მიუახლოვდა. ლურჯ-ბროწეულისფერი მაიუსრით რაფას ანგარიშზე 242 მატჩი, 13 გოლი და 12 ასისტია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #11 15 ივლისი 2022 18:27
    0
    უდიდესი ლეგენდაა ეს კაცი ბარსასი. პლიუს ერთ-ერთი დაუფასებელი.
    გულშემატკივარი [?]
    #10 15 ივლისი 2022 10:51
    0
    რატომღაც მეიმედება რაფა, ჭკვიანი მცველი იყო და იმედია მწვრთნელობაშიც გადაყვება ჭკუა. თან სავარაუდოდ ერთიანი ტაქტიკით ითამაშებენ ეს და ჩავი, ფეხბურთწლწბი პირველი გუნდისთვის რომ შემზადებულები იყვნენ ბავშვობიდან. შესაბამისად თუ პირველ გუნდს შედეგი ექნა, ბარსა ატლეტიკის დაწინაურებასაც უნდა ველოდოთ მალე 😎
    Culé [?]
    #9 14 ივლისი 2022 23:44
    1
    წარმატებები რაფას დიდი კაცია მაგარი კლასნი იყო
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 14 ივლისი 2022 21:30
    0
    იმედია კარგი მწვრთნელი იქნება და არადემიის ხალხს კარგად აათამაშებს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 14 ივლისი 2022 18:59
    0
    შეტევა:ფატი,ფერანი,ლევანა,ობამა,რაფინია,დემბელე.
    ნახ.დაცვა:პედრი,ბუსი,ბერნარდო,გავი,კესი,ნიკო.
    დაცვა:ალბა,ალონსო,არაუხო,პიკე,კუნდე,კრისტენსენი,გარსია,დესტი,ასპი.
    მეკარეები:შტეგენი,პენია,ტენასი.
    აქ ვინც ჩამოვთვალე 24 კაცი გამოდის.გაურკვეველია რობერტოს ბედი,პაბლო ტორესი,დესტისაც.კიდევ ბევრია გასარკვევი ვინ უნდა იყოს 23 კაცში.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #6 14 ივლისი 2022 18:47
    7
    კუნდეს ტრანსფერზე ვოცნებობ როდის მოვაა ერთისულიმაქვს. ძლივს ამდენი წლის მერე წესიერი დაცვის ცენტრი გვეღირსება კუნდე-არაუხო
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 14 ივლისი 2022 18:28
    3
    უჰ რა მაგრად მევასებოდა მხეცი იყო ლეგენდა კაცი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 14 ივლისი 2022 17:53
    2
    ლეგენდა
    --------------------
    ❤️❤️❤️ ილია ჭავჭავაძე ❤️❤️❤️
    ❤️ლელთ ღუნია:"ადრიდა ავად თუ კარგად ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს,მით იყვის უკედ."❤️
    ფანი [?]
    #3 14 ივლისი 2022 17:50
    1
    შტეგო
    დესტი(აზპი) არაუხო კუნდე ალბა
    პედრი ბუსი (კესი,) ბერნარდო
    რაფინია ლევი ფატი

    :))))))
    ფანი [?]
    #2 14 ივლისი 2022 17:32
    6
    ძალიან მაგარი მცველი იყო რაფა. სუპერ გრძელი პასით❤️
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 14 ივლისი 2022 17:32
    3
    იმედია მწვრთნელიც ისეთი გამოდგება როგორიც ფეხბურთელი იყო.