ოფიციალურად: სერჟი ბარჟუანი ბარსა ატლეტიკის მთავარი მწვრთნელი აღარაა

რამდენიმე საათის წინ გავრცელებული ინფორმაცია ნაწილობრივ უკვე დადასტურდა - სერჟი ბარჟუანი "ბარსელონა ატლეტიკის" მთავარი მწვრთნელი აღარაა.
"ბარსელონამ" ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა. კატალონიელთა ლეგენდარული მარცხენა მცველი, რომელმაც "ბარსა ბ" გასულ ზაფხულში ჩაიბარა, კლუბში რჩება და საფეხბურთო დეპარტამენტში დასაქმდება.
ოფიციალური ინფორმაციით "ბარსელონა" ბარჟუანის შემცვლელს უახლოეს რამდენიმე დღეში შეარჩევს, თუმცა ცნობილია, რომ მის ადგილს კიდევ ერთი ლეგენდა რაფა მარკესი დაიკავებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]