რაფა მარკესი ბარსა ატლეტიკის ჩაბარებასთან ახლოსაა

Relevo-ს ინფორმაციით, მომავალი სეზონიდან "ბარსა ატლეტიკს" რაფა მარკესი ჩაიბარებს.
წყაროს ცნობით, ლეგენდარული მექსიკელი ფეხბურთელი ჟოან ლაპორტას რჩეულია და სარეზერვო გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე სერჟი ბარჟუანის შემცვლელად სწორედ მისი დანიშვნა გადაწყვიტა.
მარკესი "ბარსელონაში" 2003-10 წლებში ასპარეზობდა. ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით მის ანგარიშზე 242 მატჩი, 13 გოლი, 12 ასისტი და არაერთი ტიტულია (მათ შორის, 2 ჩემპიონთა ლიგა და 4 ლა ლიგა).
რაფა, ლაპორტას საარჩევნო კამპანიის მონაწილე იყო და ჩავი ერნანდესთანაც (რომელსაც სარეზერვო გუნდის დამრიგებლად თავისთვის სანდო პირი სურდა) შესანიშნავი ურთიერთობა აქვს. აღნიშნულ ადგილზე ხავიერ მასკერანოს კანდიდატურაც განიხილებოდა, მაგრამ, საბოლოოდ, არჩევანი მექსიკელზე შეჩერდა.
რაც შეეხება ბარჟუანს - იგი "ბარსა ატლეტიკის" თავკაცი აღარ იქნება, მაგრამ კლუბში დარჩება და ტექნიკურ სტრუქტურაში სხვა თანამდებობას დაიკავებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]