ბარსელონა-სელტა | ურთიერთშეხვედრების ისტორია

ბარსელონა-სელტა | ურთიერთშეხვედრების ისტორია

ხვალ ესპანეთის ჩემპიონატის 36-ე ტურის მატჩები იმართება. "ბარსელონა" უმოტივაციო "სელტას" მასპინძლობს.

თვალი გადავავლოთ ამ გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორიას.

"ბარსელონასა" და "სელტას" აქამდე ერთმანეთთან 127-ჯერ უთამაშიათ. "ბლაუგრანას" 69 მოგება, 31 ფრე და 27 მარცხი დაუგროვდა. კატალონიელებმა გაიტანეს 278 და გაუშვეს 147 გოლი.

ბოლო დროს ამ გუნდების შეხვედრები უხვგოლიანობით გამოირჩეოდა. უკანასკნელ 15 მატჩში მინიმუმ 2 გოლი გადიოდა, ხოლო ბოლო 5 შეხვედრაში მინიმუმ 3 გოლი. უგოლო შეხვედრა კი "ბარსელონასა" და "სელტას" 1999 წლის შემდეგ არ ჩაუტარებიათ.

"ბარსელონას" "სელტას" დამარცხება ბოლო დროს უჭირს. კატალონიელებს ორმატჩიანი მოუგებელი სერია აქვთ. გასულ სეზონში "სელტამ" "კამპ ნოუზე" 2-1 მოიგო, მიმდინარე სეზონში კი "ბარსა" სტუმრად 3-0 იგებდა, მაგრამ თამაში 3-3 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ "ბარსელონას" "სელტასთან" ზედიზედ 2 მოგება 2014 წლის შემდეგ არ ჰქონია, მას შემდეგ კი გუნდებმა 17 შეხვედრა გამართეს.

ამ გუნდებს შორის "კამპ ნოუზე" გამართული 63 შეხვედრიდან 47 მასპინძლებმა მოიგეს, 4 სტუმრებმა, ხოლო 12 ფრედ დასრულდა. უკვე ხსენებულ გასული სეზონის წაგებამდე "ბარსას" ბოლო 6 თამაშში 5 მოგება და 1 ფრედ ჰქონდა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #7 9 მაისი 2022 21:37
    1
    იმ 6-1 ში, მესის საოცარი მოტყუება და პენალტი მოიპოვა, მერე გაათამაშეს პენალტი, მერე ჯარიმა შეაგდო, მანამდე ნეიმარის rainbow flick😍😍 მოკლედ რაა, რა გუნდი დაშალეს ამ დამპლებმა😔😔
    Culé [?]
    #6 9 მაისი 2022 19:48
    1
    ციტატა: C.PC5
    სელტა ესპანეთში ბარსასთვის ბაიერნია ფაქტიურად😂 რამდენჯერ გაგვამწარეს მოულოდნელად. ვალოდიამ მოუღო ისე მაგათ პარპაშსაც ბოლო, ენრიკეს ბარსასთან მართავდნენ ხოლმე სპექტაკლებს, მარა ის 6-1 მაინც ჩაახუტა ლუჩომ და დატოვა ტელევიზიებში "სატრიალებლად"🤗

    მანამდეც 5-0 მოუგო ლუჩოს ბარსამ

    ციტატა: nika 54
    ციტატა: EL MAESTRO 6
    სელტასთან ის 6-1 არ დამავიეყდება არასოდეს, ეგ თამაში იყო რაღაც საოცრება, ასეთი სანახაობრივი თამაში იშვიათია, მესი, ნეიმარი, სუარესი და ინიესტა გვყავდა მაშინ და ფაქტიურად all star ითამაშეს

    მესის ჯარიმა იყო სასწაული, და პენალტი გათამაშებული კიდევ.

    პენალტის გათამაშებას დავაყენებდი პირველ ადგილზე და მეორეზე მესის ჯარიმას

    ციტატა: EL MAESTRO 6
    სელტასთან ის 6-1 არ დამავიეყდება არასოდეს, ეგ თამაში იყო რაღაც საოცრება, ასეთი სანახაობრივი თამაში იშვიათია, მესი, ნეიმარი, სუარესი და ინიესტა გვყავდა მაშინ და ფაქტიურად all star ითამაშეს

    რაკიტიჩიც მაგარ ფორმაში იყო და ხავი პირველ წელს ზამენაზე მერე ვაფშე წავიდა

    ციტატა: azulgerana
    ვუგებთ

    თან გადახალისებული შემადგენლობით.

    მინგესა-არაუხო-გარსია-ალბა
    ალვეში-დე იონგი-გავი
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 9 მაისი 2022 19:17
    1
    ვუგებთ
    --------------------
    THUGS
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 9 მაისი 2022 19:13
    1
    ციტატა: EL MAESTRO 6
    სელტასთან ის 6-1 არ დამავიეყდება არასოდეს, ეგ თამაში იყო რაღაც საოცრება, ასეთი სანახაობრივი თამაში იშვიათია, მესი, ნეიმარი, სუარესი და ინიესტა გვყავდა მაშინ და ფაქტიურად all star ითამაშეს

    მესის ჯარიმა იყო სასწაული, და პენალტი გათამაშებული კიდევ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 9 მაისი 2022 18:27
    0
    ციტატა: totti10
    ჩეამენი თუ ჩუამანი რაც ქვია ლივერში გადადის რეალმა უარი თქვა მის შეძენაზე :დ 80 მილიონი მოითოვა მონაკომ და ბონუსი, ასევე იმ ღლაპმა სასწაული ხელფასი :დ ისდე რომ დაუკვირდე ლივერპულიც კაი კოლოსალურ ტანხებს იხდის ფეხბურთელებში აქ კიდე ამრტო სიტიზეაქვთ გართულება, მარტო რომას 200 მილიონამდე გადაუხადეს სალაჰი ალისონში :დ :დ რეალმა კი შეიძლება პოგბა დაიმატოს უფასოდ ან სებალიოსი შეინარჩუნოსო, ისე ეს ჩუამენი კარგი იგროკია?

    საკმაოდ კარგი ფეხბურთელია ჩუამენი მაგრამ იმდენი არ დაუმტკიცებია რომ 80 მილიონი ღირდეს, ეგეც გაპიარებული ფეხბურთელია, რაისის არიყოს, ტიპი არაფერში 100 მილიონი ღირს, რომელი ჭკუათმყოფელი გადაიხდის მაგდენს;D, შეიხებს კი ვაგინებ მაგრამ სხვა გუნდებიც არანაკლებს ხარჯავენ,მანიუ მაგალითად ყველაზე მეტს ხარჯავს, ჩელსიც ძაან ბევრს ხარჯავს ლივერპულიც ძაან ბევრს ხარჯავს,არსენალიც,ნიუკასლმაც კი 100 მილიონი გაისროლა ამ ზამთრში , მერე იტყვიან პრემიერ ლიგა საუკეთესოაო,იქნება საუკეთესო ყველა მაგათ მიჰყავთ😡
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 9 მაისი 2022 17:53
    1
    სელტა ესპანეთში ბარსასთვის ბაიერნია ფაქტიურად😂 რამდენჯერ გაგვამწარეს მოულოდნელად. ვალოდიამ მოუღო ისე მაგათ პარპაშსაც ბოლო, ენრიკეს ბარსასთან მართავდნენ ხოლმე სპექტაკლებს, მარა ის 6-1 მაინც ჩაახუტა ლუჩომ და დატოვა ტელევიზიებში "სატრიალებლად"🤗
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 9 მაისი 2022 16:15
    4
    სელტასთან ის 6-1 არ დამავიეყდება არასოდეს, ეგ თამაში იყო რაღაც საოცრება, ასეთი სანახაობრივი თამაში იშვიათია, მესი, ნეიმარი, სუარესი და ინიესტა გვყავდა მაშინ და ფაქტიურად all star ითამაშეს