ბილბაო-ბარსელონა - ურთიერთშეხვედრები ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა

ბილბაო-ბარსელონა - ურთიერთშეხვედრები ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა

დღეს ცნობილი გახდა, რომ "ბარსელონა", ესპანეთის თასის 1/4-ფინალში, "ბილბაოს" სტუმრად დაუპირისპირდება. კატალონიელებს ძალიან რთული გასვლითი დაპირისპირება ელით, რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს.

"ბარსელონასა" და "ბილბაოს", ერთმანეთის წინააღმდეგ, სულ 215-ჯერ უთამაშიათ. კატალონიელებს 107 მოგება აქვთ, ბასკებს 70, ხოლო 38 მატჩი ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება - 404-307, "ბარსას" სასარგებლოდ.

ესპანეთის თასზე "ბარსელონასა" და "ბილბაოს" ურთიერთშეხვედრების ისტორია 29 თამაშს ითვლის. კატალონიელებმა 16-ჯერ მოიგეს, ბასკებმა 7-ჯერ, ხოლო 6 მატჩი ფრედ დასრულდა. ამ 7 წაგებიდან 5 ბასკეთში ჩატარებულ თამაშზე მოდის, ხოლო 2 - "კამპ ნოუზე".

ესპანეთის თასზე ბასკეთში სულ ჩატარებულ 12 მატჩში "ბარსას" 5 მარცხი, 4 ფრე და მხოლოდ 3 მოგება დაუგროვდა.

"ბარსელონას" "ბილბაოსთან" განსაკუთრებით ბოლო დროს უჭირს. უკანასკნელ 3 შეხვედრაში კატალონიელებს 2 ფრე და 1 წაგება აქვთ. "სან მამესზე" გამართულ ბოლო 2 შეხვედრაში კი "ბლაუგრანამ" გოლი ვერ გაიტანა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #5 1 თებერვალი 2020 02:55
    1
    კატალონიურ სარდელს მიართმევენ ბასკებს.
    Culé [?]
    #4 31 იანვარი 2020 21:05
    6
    ურთულესი მატჩი იქნება,მაგრამ უფრო შეთამაშებული გუნდი ჩავა ბასკეთში და ყველა ვარიანტში მოსაგები მატჩია, აქვს გუნდს მაგის პოტენციალი.
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    Culé [?]
    #3 31 იანვარი 2020 20:41
    5
    ავტობუსი კი არა სუ ტროლეიბუსი რო ჩააყენონ მაინც მოსაგები თამაშია, მარა მართლა ძალიან რთული თამაში გამოვა
    Culé [?]
    #2 31 იანვარი 2020 20:31
    4
    კიკე, ნავსი უნდა გატეხო!
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 31 იანვარი 2020 20:27
    4
    მაგრად არ მინდოდა ამათთან დატაკება თან გასვლაზე მიდი და ეთამაშე ახლა ამათ ავტობუსს ატლეტიკოზე უარესი ავტობუსა გუნდია
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued