ბარსა და ჩავი ფერან ტორესს ენდობიან

ბარსა და ჩავი ფერან ტორესს ენდობიან

"ნაპოლისთან" ჩატარებული უიღბლო მატჩის მიუხედავად, "ბარსელონას" ფერან ტორესის ნდობა არ დაუკარგავს - ჩავი ერნანდესს მასში ეჭვი არასდროს შეჰპარვია.

კლუბს ესპანელის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება აქვს, ვინაიდან, ისინი ფერანის მუშაობით, მონდომებითა და პოტენციალით კმაყოფილი არიან.

სანდო იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მესვეურები იანვარში განხორციელებული ტრანსფერით ბედნიერნი არიან და ტორესს იცავენ.

ევროპა ლიგაზე, იტალიურ კლუბთან გამართულ შეხვედრაში ახალგაზრდა შემტევმა პენალტის გატანა მოახერხა, თუმცა, ამავდროულად, რამდენიმე რეალური მომენტი ვერ გამოიყენა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 20 თებერვალი 2022 18:47
    0
    ნეტავ მაგის მეტმა ვინ გამოიყენა, ან რა მარტო ეგ ურტყავდა კარში?