ფაბრიციო რომანო ადასტურებს - ფერან ტორესი უახლოეს საათებში ბარსას მოთამაშე გახდება
ახლა უკვე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ფერან ტორესი "ბარსელონას" ფეხბურთელია, ვინაიდან ეს ყველაზე სანდო სპორტულმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომაც დაადასტურა. გაოფიციალურებამდე მხოლოდ ფორმალური პროცედურები დარჩა.
წყაროს ცნობით, "ბლაუგრანამა" და "მანჩესტერ სიტიმ" შეთანხმებას მიაღწიეს - კატალონიელები ესპანელის სანაცვლოდ ფიქსირებულ 55 მილიონ ევროსა და 10 მილიონს ბონუსების სახით გადაიხდიან.
რომანოს თქმით, 21 წლის გარემარბი "ბარსასთან" 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ტრანსფერი რამდენიმე საათში გაოფიციალურდება.
ჟურნალისტი დასძენს, რომ ფერანი ბარსელონაში, შესაძლოა, ხვალვე ჩაფრინდეს, რათა ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს და სამედიცინო შემოწმება გაიაროს. ამჟამად "ბლაუგრანა" ტორესის აგენტთან კატალონიის დედაქალაქში ფეხბურთელის გამგზავრების დაგეგმვაზე მუშაობს.
იმავე წყაროს ინფორმაციით, ტორესი ყოველთვის ჩავი ერნანდესის პრიორიტეტი იყო. ამგვარად, "მაესტროს" გუნდში პირველი სასურველი მოთამაშე მოჰყავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 29 ]