მატეუ ალემანი ფერან რევერტერს არ შეცვლის

მატეუ ალემანი ფერან რევერტერს არ შეცვლის

ცოტა ხნის წინ, "ბარსელონას" აღმასრულებელმა დირექტორმა, ფერან რევერტერმა კლუბი დატოვა. 

Sport-ის ინფორმაციით, ჟოან ლაპორტას მის პოსტზე მატეუ ალემანის დანიშვნა სურს რომელსაც ამ თანამდებობაზე "მალიორკასა" და "ვალენსიაში" უმუშავია. ამ შემთხვევაში, მატეუს საქმეს ჟორდი კრუიფი გადაიბარებს.

მიუხედავად ამისა, SER-ის მტკიცებით, ალემანი რევერტერს არ შეცვლის, ვინაიდან, ამჟამინდელ პოსტზე თავს კომფორტულად გრძნობს და ლაპორტა მისი მუშაობით კმაყოფილია. 

საინტერესოა, რომ, კატალონიური გამოცემის ცნობით, 2000 წელს ფლორენტინო პერესმა მატეუ ალემანის "რეალის" გენერალური დირექტორის თანამდებობა შესთავაზა, თუმცა, ამ უკანასკნელმა შემოთავაზება უარყო.

როგორც Mundo Deportivo იტყობინება, "ბარსას" რამდენიმე კანდიდატი ჰყავს, მაგრამ არა ალემანი. კლუბი სპორტულ სფეროში მატეუს მუშაობას, სადაც ის ძალიან დატვირთულია, ძალიან აფასებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 10 თებერვალი 2022 15:15
    1
    და ეს საკითხი რო ბოლომდე გარკვეულიყო და მერე დაგეწერათ უკეთესი არ იქნებოდა?