არჩევნებში ლაპორტას გამარჯვების შემთხვევაში, კლუბის აღმასრულებელი დირექტორი მატეუ ალემანი გახდება
- 23-02-2021, 13:04
-
ჯერემი რენერი
- 3

საპრეზიდენტო არჩევნებში ჟოან ლაპორტას გამარჯვების შემთხვევაში, "ბარსელონას" აღმასრულებელი დირექტორი, მატეუ ალემანი გახდება, იტყობინება OnzeTV3.
აღნიშნულ თანამდებობას "ბარსელონაში" ამჟამად ოსკარ გრაუ იკავებს (2016 წლიდან). დიდი ალბათობით, მატეუ ალემანს ჟოან ლაპორტას პროექტის პრეზენტაციაზეც ვიხილავთ, რომელიც ხუთშაბათს გაიმართება.
მატეუ ალემანი 1990-2000 წლებში "მალიორკას" დირექტორთა საბჭოს წევრი იყო. 2000 წელს, როდესაც ფლორენტინო პერესი "რეალის" პრეზიდენტი გახდა, მას ადგილი "სამეფო კლუბის" დირექტორთა საბჭოში შესთავაზა. ალემანის "მალიორკაში" შესანარჩუნებლად, კლუბის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა, გილემ რეინესმა, მას საკუთარი ადგილი დაუთმო.
"მალიორკას" ისტორიაში ყველაზე წარმატებული პერიოდი მატეუ ალემანის პრეზიდენტობის დროს ჰქონდა - 2000-2005 წლებში. სწორედ ამ დროს (2003 წელს) მოიგო გუნდმა ერთადერთი ტიტული - ესპანეთის თასი.
2007 წელს, ალემანიმ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ დამარცხდა, 2008 წელს კი, ის კვლავ "მალიორკას" პრეზიდენტი გახდა, მაგრამ მხოლოდ ერთი წლით.
2017-2019 წლებში მატეუ ალემანი "ვალენსიას" გენერალური დირექტორი გახლდათ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]