"ბარსელონა" "ვალენსიას" გენერალური დირექტორის გადაბირებას ცდილობს

"ბარსელონა" "ვალენსიას" გენერალური დირექტორის გადაბირებას ცდილობს

"ბარსელონა" არა მხოლოდ სპორტული გუნდების, არამედ მენეჯმენტის გაძლიერებაზეც ფიქრობს და კატალონიელებმა შესაფერის კანდიდატურას "ვალენსიაში" მიაგნეს.

RAC1-ის ინფორმაციით, "ბლაუგრანას" "ღამურების" გენერალური დირექტორის, მატეუ ალემანის გადაბირება სურს. კატალონიელები 56 წლის სპეციალისტს სპორტიულ სექტოში დასაქმებას უპირებენ.

წყაროს ცნობით, მხარეებს შორის კონტაქტი უკვე შედგა, მაგრამ პრობლემას ალემანის კონტრაქტის ის პუნქტი ქმნის, რომელიც მას ლა ლიგის სხვა კლუბებში მუშაობის უფლებას უზღუდავს.

მატეუ ალემანი 1990-2000 წლებში "მალიორკას" დირექტორთა საბჭოს წევრი იყო. 2000 წელს, როდესაც ფლორენტინო პერესი "რეალის" პრეზიდენტი გახდა, მას ადგილი "სამეფო კლუბის" დირექტორთა საბჭოში შესთავაზა. ალემანის "მალიორკაში" შესანარჩუნებლად, კლუბის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა, გილემ რეინესმა, მას საკუთარი ადგილი დაუთმო.

"მალიორკას" ისტორიაში ყველაზე წარმატებული პერიოდი მატეუ ალემანის პრეზიდენტობის დროს ჰქონდა - 2000-2005 წლებში. სწორედ ამ დროს (2003 წელს) მოიგო გუნდმა ერთადერთი ტიტული - ესპანეთის თასი.

2007 წელს, ალემანიმ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ დამარცხდა, 2008 წელს კი, ის კვლავ "მალიორკას" პრეზიდენტი გახდა, მაგრამ მხოლოდ ერთი წლით.

2017 წლიდან მატეულ ალემანი "ვალენსიას" გენერალური დირექტორია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 24 ოქტომბერი 2019 20:02
    1
    სპორტიულ სექტოში დასაქმებას უპირებენ.
    ვწეროთ გარკვევით, და მერე გადავამოწმოთ ხოლმე.