ტომას ვერმალენმა კარიერა დაასრულა
"ბარსელონასა" და "არსენალის" ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, ტომას ვერმალენმა, 36 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.
ბელგიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ინფორმაციით, ვერმალენი ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბს შეუერთდება გუნდს წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მომზადებაში დაეხმარება.
ტომასი ბოლოს "ვისელ კობეში" თამაშობდა - იაპონურ კლუბში, რომლის ღირსებას ანდრეს ინიესტა, სერჟი სამპერი და ბოიან კრკიჩი იცავენ.
ტომას ვერმალენის "ბარსელონური" კარიერა ოთხ სეზონს მოიცავდა (თუ იჯარით "რომაში" გატარებულ სეზონს არ ჩავთვლით). 2014-დან 2019 წლამდე ბელგიელმა ფეხბურთელმა მონაწილეობა 53 მატჩში მიიღო, ერთი გოლი გაიტანა და კატალონიურ გრანდთან ერთად 9 ტიტულს დაეუფლა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]