ოფიციალურად: ვერმალენი "ვისელ კობეში" მის წინააღმდეგ თამაშამდე ერთი საათით ადრე გადავიდა

ოფიციალურად: ვერმალენი "ვისელ კობეში" მის წინააღმდეგ თამაშამდე ერთი საათით ადრე  გადავიდა

33 წლის მცველმა, ტომას ვერმალენმა, დღეს "ბარსელონა" ოფიციალურად დატოვა. 

ბელგიელი ფეხბურთელი "ვისელ კობეში" გადავიდა, რომელსაც კატალონიური გუნდი დაახლოებით ერთ საათში დაუპირისპირდება, თუმცა, როგორც მოსალოდნელია, ის შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს. 

ვერმალენი "ბარსაში" "არსენალიდან" 2014 წელს გადავიდა. მან ერთი სეზონი იჯარით "რომაში" გაატარა, "ბლაუგრანას" მაისურით კი 53 შეხვედრა ჩაატარა და ჩემპიონთა ლიგა, საკლუბო მსოფლიოს თასი, სამი კოპა დელ რეი და 4 ლა ლიგის ტიტული მოიგო. ის კლუბის გულშემატკივრებს საიმედო მცველის სახელით დაამახსოვრდება, რომელმაც ძალიან ხშირი ტრავმების გამო შემადგენლობაში თავის დამკვიდრება ოთხი წლის განმავლობაში ვერ მოახერხა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    [?]
    #4 27 ივლისი 2019 17:18
    0
    ციტატა: Magician
    ციტატა: Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    ციტატა: Magician
    რამდენ ლიმონს გვიხდიან?

    ეგ რა კითხვააა???!!! რა თქმა უნდა უფასოდ! ჯიგარია ბართო rage rage

    მოწყალე პრეზიდენტი გვყავს :)

    kontraqti gauvida da.. vin ras gadagixdis yravmaelenshi. kargia mivides tore iniestas sisxli gaushres iseti idioti ukanaxazelebi yavs.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 27 ივლისი 2019 12:40
    0
    ციტატა: Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    ციტატა: Magician
    რამდენ ლიმონს გვიხდიან?

    ეგ რა კითხვააა???!!! რა თქმა უნდა უფასოდ! ჯიგარია ბართო rage rage

    მოწყალე პრეზიდენტი გვყავს :)
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 27 ივლისი 2019 12:32
    0
    რამდენ ლიმონს გვიხდიან?
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    Culé [?]
    #1 27 ივლისი 2019 12:27
    1
    კაცი რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ისე მოიგო რომ არ უთამაშია, ჩვენი ლეგენდა :D წარმატებები, მართლა ძალიან შემაყვარა თავი ცუდია რომ ტრავმებმა გააწამა
    --------------------
    მეტი, ვიდრე კლუბი! Visca el Barca